Jump to content

Apple-ს სურს შექმნას შერეული რეალობის სათვალე, რომლის მთელი დღე გამოყენება იქნება შესაძლებელი


Magdalena

Recommended Posts

Apple-ის პროდუქტების ცნობილი ექსპერტი მარკ გურმანი Bloomberg-ის გვერდებიდან აგრძელებს მის ხელთ არსებული ინფორმაციის მიწოდებას ამ ბრენდის შერეული რეალობის მოწყობილობის შესახებ, რომლის პირველი თაობა წელს უნდა გამოვიდეს. წყაროს ცნობით, იდეალურ შემთხვევაში, Apple მიზნად ისახავს გამოუშვას შერეული რეალობის სათვალე, რომლის ტარება შესაძლებელი იქნება ყველგან მთელი დღის განმავლობაში. სათვალემ მომხმარებელს უნდა ჩაუნაცვლოს არა მხოლოდ სმარტფონი, არამედ ლეპტოპიც. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ამგვარი პროდუქტის რეალიზების მთავარი პრობლემა, როგორც გურმანი განმარტავს, გახლავთ მოწყობილობის სადებიუტო ვერსიის მაღალი ფასი (3 ათასი აშშ დოლარი), ასევე მას აქვს ავტონომიური მუშაობის მცირე დრო და თავსებადი აპლიკაციების მცირე რაოდენობა. ამ ყველაფრის შედეგად რთული იქნება მოწყობილობის სწრაფი გავრცელება. ფაქტობრივად, კომპანიის ამოცანაა შექმნას პროდუქტი, რომელიც შესაძლებლობებით აღემატება კონკურენტების პროდუქტებს, რამაც პერსპექტივაში შეიძლება შექმნას გამოყენების ადეკვატური ეკოსისტემა. 

AR-სათვალის სადებიუტო ვერსიის ბაზარზე გამოსვლისას Apple-მა მიზნად დაისახა დაახლოებით 1 მილიონი მოწყობილობის გაყიდვა. მაღალი ფასისა და გამოყენების შეზღუდული სფეროს გათვალისწინებით ეს საკმაოდ ამბიციური ამოცანაა. iPhone-ის პირველ თაობას ამ ზღვრის გადალახვისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა, iPad-ს - 28 დღე. iPhone-ის ანონსიდან მეორე წელს გაყიდული იყო 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი, 15 მილიონი ერთეული iPad კი რვა თვეში გაიყიდა. Apple Watch გარკვეული სირთულეების მიუხედავად გამოსვლიდან პირველ წელს 10 მილიონზე მეტი ერთეული გაიყიდა. 

შერეული რეალობის სათვალის პრობლემად რჩბა ფუნქციონალურობაში დამაჯერებელი უპირატესობის არარსებობა ამ ბრენდის მოწყობილობების აქტუალურ კატეგორიებთან შედარებით. ვირტუალურ გარემოში ვიდეო კომუნიკაციის შესაძლებლობა თანამოსაუბრის რეალისტური ავატარით ძალიან სუსტი სტიმულია იმისათვის, რომ ახალი მოწყობილობა ბაზარზე განსაცვიფრებელ წარმატებას წარმოადგენდეს. ბევრი კონკურენტი მოწყობილობის გაყიდვები ან სრულიად ჩავარდა, ან იმდენად შეზღუდული გამოყენების სივრცე აქვთ, რომ ყიდვიდან რამდენიმე თვეში მომხმარებლებს მობეზრდებათ. ერთი სიტყვით, Apple-ის წინაშე დგას არატრივიალური ამოცანა და კომპანიისთვის ახალი კატეგორიის მოწყობილობების ბაზარზე გამოტანა მისთვის დიდი გამოცდა იქნება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.