Jump to content

Mercedes-Benz DRIVE PILOT გახდა მესამე დონის პირველი ავტოპილოტი, რომელიც სერტიფიცირებულია აშშ-ის გზებზე გამოსაყენებლად


Recommended Posts

Mercedes-Benz-მა პირველმა მიიღო აშშ-შ მარეგულირებელი ორგანოების ნებართვა მესამე დონის ავტონომიური მართვის სისტემის გამოყენების შესახებ. კომპანიამ განაცხადა, რომ სერტიფიცირება გაიარა შტატ ნევადაში და DRIVE PILOT პაკეტის მქონე ავტომობილების გამოყენება დაშვებულია საყოველთაო გამოყენების გზებზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Mercedes-Benz 

DRIVE PILOT არის ინდუსტრიაში ერთადერთი მესამე დონის ავტონომიური მართვის სისტემა SAE კლასიფიკაციით, რომელიც სერტიფიცირებულია სერიულ ავტომობილებში გამოყენებისთვის. 2021 წლის ბოლოს Mercedes-Benz -მა მარეგულირებელი ორგანოებისგან ნებართვა მიიღო DRIVE PILOT გამოიყენოს გერმანიის ზოგიერთ გზაზე ავტომობილის არაუმეტეს 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას. მაისში კომპანიამ დაიწყო ავტომობილების გაყიდვა DRIVE PILOT პაკეტით. 

DRIVE PILOT-ის გამოყენებისას მძღოლს შეუძლია ხელები აიღოს საჭიდან ავტომობილის მოძრაობისას, ავტოპილოტი გააკონტროლებს სიჩქარეს და დისტანციას, აგრეთვე ზოლში მოძრაობას, თავიდან აირიდებს საფრთხისშემცველ მანევრებს და რეაგირებას მოახდენს სიახლოვეს სხვა სატრანსპორტო საშუალების გამოჩენისას. ამასთან მძღოლი მზად უნდა იყოს საგენგებო სიტუაციისას თავის თავზე აიღოს მართვა.  

გარდა ამისა, მძღოლის სახე მუდმივად უნდა იყოს სალონში დაყენებული კამერის ხედვის არეალში, თუმცა დასაშვებია თავის მიბრუნება, რათა მგზავრს მიმართოს. თუ ეს პირობები არ შესრულდება, სისტემა მომენტალურად გაითიშება. სხვა სიტყვებით, სისტემა არ მისცემს მძღოლს საშუალებას, ჩათვლიმოს მოძრაობისას ან გადაჯდეს უკანა სავარძელზე.  

კამერებისა და რადარის გარდა DRIVE PILOT სისტემა იყენებს ლიდარის მონაცემებს გარემოს 3D მოდელის შესაქმნელად, ასევე მიკროფონებს, რათა აღმოაჩინოს მოახლოებული სასწრაფო დახმარების მანქანები. 

Mercedes-Benz-მა განაცხადა, რომ DRIVE PILOT-ის სერტიფიცირება შესაძლებელი გახდა ნევადას შტატის „მინიმალური რისკის პირობების“ მოთხოვნების შესაბამისად, რომლის მიხედვით მესამე ა უფრო მაღალი დონის „სრული ავტონომიურობის“ მქონე ავტომობილებს უნდა ჰქონდეთ გაჩერების ფუნქცია სისტემის გაუმართავობის შემთხვევაში. 

კომპანიამ განმარტა, რომ Drive Pilot იმუშავებს მხოლოდ 40 მილი/სთ სიჩქარემდე (64 კმ/სთ) „ავტომაგისტრალების შესაბამის მონაკვეთებზე და იმ გზებზე, სადაც მაღალია მოძრაობის სიმჭიდროვე“. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.