Jump to content

SpaceX-მა გაუშვა Falcon 9-სთვის რეკორდული მოცულობის სასარგებლო ტვირთი - 17.4 ტონა წონის 56 თანამგზავრი Starlink


Recommended Posts

კომპანია SpaceX-მა მორიგი რეკორდული მისია შეასრულა - რაკეტა Falcon 9-მ ორბიტაზე გაიტანა 56 Starlink თანამგზავრი. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მისიაში მონაწილე რაკეტის პირველი ეტაპისთვის ეს იყო მეცხრე ფრენა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: SpaceX 

მ დრომდე Falcon 9-მ რვაჯერ წაიღო კოსმოსში სხვადასხვა სახის ტვირთი, მათ შორის მოხდა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების ეკიპაჟის წაყვნა Crew-3 და Crew-4 მისიების ფარგლებში, რომლებიც შედგა 2021 წლის ნოემბერსა და 2022 წლის აპრილში, შესაბამისად.  

SpaceX-ის მონაცემებით 56 თანამგზავრი Starlink 2.0 ჯამში იწონის 17.4 ტონას. რაკეტა ათწუთიანი შეყოვნების შემდეგ აფრინდა კეიპ კანავერალიდან 04:32 საათზე სტანდარტული აღმოსავლური დროით 26 იანვარს. 

პირველი დონე რაკეტას გამოეყო აფრენიდან დაახლოებით 2 წუთისა და 30 წამის შემდეგ და დაიწყო კონტროლირებადი დაბრუნება დედამიწაზე. გაშვებიდან 8 წუთისა და 40 წამის შემდეგ იგი დაეშვა ავტონომიურ ხომალდ Just Read the Instructions-ზე, ფლორიდის სანაპიროზე. გამწევი ნაწილები ატლანტის ოკეანში ჩავარდა, მათ ამოიღებენ და ახალ მისიებში გამოიყენებენ. სტარტიდან 55 წუთის შემდეგ SpaceX-მა დაადასტურა, რომ თანამგზავრების ორბიტაზე გაყვანა წარმატებით შესრულდა. 

მ მორიგი გაშვების შედეგად თანამგზავრები მორიგი ნაკადი დაემატა Starlink-ის ქსელს, რომელიც ინტერნეტით უზრუნველყოფს მომხმარებლებს მსოფლიოს ბევრ რეგიონში. ქსელი უკვე მოიცავს 3400-ზე მეტ სამუშაო ობიექტს და მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება. ცნობილია, რომ კომპანიის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ილონ მასკმა უკვე მიიღო Starlink-ის 7500 თანამგზავრის გაშვების ნებართვა და კიდევ 30000-ის გაშვების თხოვნაზე გააკეთა განაცხადი. 

ზემოთხსენებული ფრენა SpaceX-ისთვის წელს მეექვსე იყო, ჯამში კი - 205-ე. თუ კომპანია ტემპის შენარჩუნებას შეძლებს, იგი 2022 წლის აბსოლუტურ რეკორდს მოხსნის - გასულ წელს კომპანიამ განახორციელა 61 ფრენა და ამ მაჩვენებლით უკან მოიტოვა ყველა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.