Jump to content

General Motors იკვლევს კომპაქტური ელექტრო პიკაპის გამოშვების შესაძლებლობას 30 ათას აშშ დოლარამდე ღირებულებით


Recommended Posts

ამერიკულმა მანქანათმშენებელმა კომპანია General Motors-მა (GM) შესაძლოა გამოუშვას პატარა ელექტრო პიკაპი მათთვის, ვინც უპირატესობას ანიჭებს ამ კატეგორიის შედარებით კომპაქტურ მოდელებს. ინდუსტრიულ ჟურნალ Automotive News-ის თანახმად კომპანიამ გამართა ღონისძიება, სადაც მომხმარებელთა ჯგუფს უჩვენა მცირე ელექტრო პიკაპის პროტოტიპი, რათა მიეღო მათი გამოხმაურება მოდელზე, სანამ ხელმძღვანელობა მანქანის ბედს გადაწყვეტს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: General Motors 

ცნობილია, რომ  პროტოტიპი შესამჩნევად "უფრო მცირეა, ვიდრე Ford Maverick და Hyundai Santa Cruz". გასათვალისწინებელია, რომ Maverick სიგრძეში არის დაახლოებით 5.08 მ, სიგანეში - 1.85 და სიმაღლეში - 1.75 მეტრი. ახალ პიკაპს ექნება ორი კარი, დაბალი სახურავი და 1.22-1.37-მეტრიანი სატვირთო განყოფილება. მოსალოდნელია, რომ ახალი ელექტრო პიკაპის ფასი 30 ათას აშშ დოლარზე ნაკლები იქნება. 

საბოლოოდ, იქცევა თუ არა პროტოტიპი საწარმოო მოდელად, ჯერჯერობით უცნობია. მანქანის ექსტერიერის დიზაინის დირექტორმა მაიკლ პევოვარმა რესურს Automotive News-თან განაცხადა, რომ კომპანია ამ პროტოტიპებს აწყობს "გამოხმაურების მისაღებად" და შემდეგ ან გააუმჯობესებს, ან უარს იტყვის მათზე. თუ პროტოტიპი ძალიან პატარა აღმოჩნდება, მაგრამ სხვა მხრივ ექსპერტების მოწონებას დაიმსახურებს, GM-მა შესაძლოა გამოიყენოს სხვა პლატფორმა მის ზომაში გაზრდის მიზნით.  

სავსებით შესაძლებელია, რომ GM-მა ნამდვილად დაიწყოს კომპაქტური პიკაპის წარმოება, რადგან ასეთი მანქანები ამჟამად მოთხოვნადია. Autoblog-მა აღნიშნა, რომ გასულ ზაფხულს Ford Maverick-მა გაყიდვებით გადააჭარბა უფრო დიდ Ranger-სა და Expedition SUV-ს, ხოლო Hyundai Santa Cruz-მა გადააჭარბა კომპაქტურ Accent და Venue mini SUV-ს. გარდა ამისა, GM შეიძლება იყოს ერთადერთი ბრენდი, რომელიც გამოუშვებს მთლიანად ელექტრო მოდელს ამ კატეგორიაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.