Jump to content

დასახელდა Samsung Galaxy S23-ისა და S23+-ის ოფიციალური მახასიათებლები


Recommended Posts

Samsung Galaxy S23 სერიის სმარტფონების ანონსის მოლოდინში, რომელიც 1 თებერვალს გაიმართება, Winfuture.de-მ გამოაქვეყნა სამომავლო Galaxy S23 და S23+ მოდელების ოფიციალური მახასიათებლები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Winfuture 

როგორც ამ დრომდე იყო ცნობილი, Samsung Galaxy S23-სა და Galaxy S23+-ს ექნება გამარტივებული დიზაინი, რაც წინა თაობის მოდელების ევოლუციას წარმოადგენს. ძირითადი განსხვავება შეეხო უკანა კამერების დიზაინს. 

ტექნიკურ მახასიათებლებს რაც შეეხება, Galaxy S23-სა და Galaxy S23+-ს ექნება AMOLED დისპლეი Infinity-O დიაგონალით 6.11 და 6.6 დუიმი, შესაბამისად. დისპლეების გაფართოებაა 2340 × 1080 პიქსელი (Full HD+), თუმცა პიქსელების სიმჭიდროვე განსხვავდება - 425 ppi აქვს Galaxy S23-ს, 393 ppi - Galaxy S23+-ს.  

image.jpeg 

ორივე მოდელს აქვს ავტომატურად რეგულირებადი კადრის განახლების სიხშირე 48-დან 120 ჰერცამდე, მუდმივად აქტიური დისპლეის ფუნქცია (Always-On Display), აგრეთვე ტექნოლოგია HDR10+. დისპლეების ნაკაწრებისგან დაცვას უზრუნველყოფს Corning Gorilla Glass Victus 2. 

Galaxy S23 სერიის სმარტფონები დამყარებულია ჩიპზე Snapdragon 8 Gen 2. Galaxy S23 და Galaxy S23+ მოდელებს ექნება 8 გბ LPDDR5X ოპერატიული მეხსიერება, აგრეთვე 128 ან 256 გბ ფლეშ-მეხსიერება S23-ის შემთხვევაში და 256 ან 512 გბ - S23+ მოდელში. სმარტფონებს არ ექნება microSD სლოტი. ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილ ყველა Galaxy S23 მოდელს ექნება ორი ფიზიკური NanoSIM ბარათის, აგრეთვე eSIM-ის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Galaxy S23-სა და S23+-ს ექნება 50 მპ ძირითადი კამერა f/1.8 დიაფრაგმით და 23 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით, 85° ხედვის კუთხით და Dual Pixel ავტოფოკუსირებით. სმარტფონების უკანა მხარეს ასევე განთავსებულია სუპერფართოკუთხიანი 12-მეგაპიქსელიანი კამერა f/2.2 დიაფრაგმით, 13 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 120° ხედვის კუთხით, აგრეთვე 10-მეგაპიქსელიანი კამერა ოპტიკური ზუმით, f/ 2.4 დიაფრაგმით, 69 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 36° ხედვის კუთხით. ორივე სმარტფონს აქვს 12-მეგაპიქსელიანი ფრონტალური კამერა ავტოფოკუსით, f/2.2 დიაფრაგმით, 25 მმ ეკვივალენტური ფოკუსური დაშორებით და 80° ხედვის კუთხით. 

Galaxy S23-ს აქვს 3900 მა/სთ მოცულობის ბატარეა სწრაფი სადენიანი 25-ვატიანი დამუხტვის მხარდაჭერით, Galaxy S23+-ის ბატარეის მოცულობაა 4700 მა/სთ და აქვს 45-ვატიანი სადენიანი დამუხტვა. ორივე მოდელს გააჩნია 10-ვატიანი უსადენო დამუხტვის მხარდაჭერა, აგრეთვე აქსესუარების, მაგალითად უსადენო ყურსასმენის, დამუხტვის შესაძლებლებ 

სმარტფონების მახასიათებლებში ასევე შედის Wi-Fi 6E, Bluetooth 5.3, NFC, ეკრანზე არსებული თითის ანაბეჭდის სკანერი და Dolby Atmos-ის მხარდაჭერის მქონე ორი სტერეო დინამიკი. გარდა ამისა, S23+-ს აქვს UWB მოდული. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.