Jump to content

ცნობილი გახდა GeForce RTX 4000 ვიდეო ბარათების მქონე MSI-ის გეიმინგ ლეპტოპების ფასები


Recommended Posts

მე-13 თაობის Intel Core პროცესორებისა და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის ვიდეო ბარათების მქონე, MSI-ს გეიმინგ ლეპტოპების ფასი 4700 აშშ დოლარს აღწევს. ასეთი ცნობები გააზიარა მსხვილმა ამერიკულმა საცალო სავაჭრო ორგანიზაცია Microcenter-მა და გამოაქვეყნა გეიმინგ ლეპტოპების ახალი მოდელების ფასები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: MSI 

ფლაგმანურ გეიმინგ ლეპტოპ GT77HX Titan-ს აქვს 24-ბირთვიანი პროცესორი Core i9-13980HX, 64 გბ DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერება, 2 ტბ SSD და ვიდეო ბარათი GeForce RTX 4090 16 გბ. მისი ფასი 4700 აშშ დოლარს შეადგენს. 

GE78HX Raider მოდელის შეძენა შესაძლებელია 4 ათას აშშ დოლარად. Titan-ისგან ეს მოდელი განსხვავდება კორპუსით, აგრეთვე Mini-LED ეკრანით, მისი გაფართოებაა 1440p (4K-ს ნაცვლად), კადრის განახლების სიხშირე - 240 ჰერცი. GE78HX Raider-ში წარმოდგენილია RTX 4080 გბ. გარდა ამისა, ამ ლეპტოპს ექნება Titan-თან შედარებით ნელი DDR5 ოპერატიული მეხსიერების მოდულები. 

image.png 

ფოტოს წყარო: VideoCardz / Microcenter 

საშუალო სეგმენტის ლეპტოპები წარმოდგენილი იქნება GeForce RTX 4070 8 გბ ვიდეო ბარათით. მოდელი MSI Pulse 15, რომელსაც აქვს Core i7-13700H, 32 გბ DDR5-5200 ოპერატიული მეხსიერება და 1 ტბ SSD, შეფასებულია 1700 აშშ დოლარად. ალტერნატივის სახით 1500 აშშ დოლარად შემოთავაზებულია ვერსია GeForce RTX 4060 8 გბ-ით. 

MSI-ს გეიმინგ ლეპტოპებს შორის ყველაზე დაბალფასიანია 1200 აშშ დოლარიანი Katana 15. მასშ მოცემულია Core i7-12650H ან Core i7-13620H, აგრეთვე GeForce RTX 4060 ან GeForce RTX 4050. 

დაუდასტურებელი ინფორმაციით საცალო ქსელები 1 თებერვლიდან დაიწყებენ GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ბარათების მქონე ლეპტოპებზე წინასწარ შეკვეთების მიღებას. თუმცა ლეპტოპების რეალური მიწოდება არ დაიწყება 8 ან 22 თებერვლამდე, ლეპტოპის მოდელის მიხედვით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.