Jump to content

Apple-მა წარადგინა MacBook Pro უახლეს M2 Pro და M2 Max ჩიპებზე 1999 აშშ დოლარიდან


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-მა წარადგინა განახლებული 14- და 16-დუიმიანი MacBook Pro ლეპტოპები, რომლებიც აგებულია ახლახანს წარმოდგენილ M2 Pro და M2 Max პროცესორებზე. ახალი მოწყობილობები გამოირჩევა ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობით და წინამორბედებთან შედარებით უფრო მაღალი წარმადობით, აგრეთვე ახალი Wi-Fi 6E სტანდარტის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

ხალ MacBook Pro-ში მოცემულია M2 Pro ჩიპი 10 ან 12 გამომთვლელი ბირთვით კონფიგურაციის შესაბამისად, ექვსი ან რვა მათგანი მაღალი წარმადობისაა, კიდევ ოთხი - ენერგოეფექტური. ინტეგრირებულ გრაფიკულ პროცესორს აქვს 16 ან 19 ბირთვი კონფიგურაციის მიხედვით. Apple-ის განცხადებით, ეს CPU 20%-ით უფრო მაღალი წარმადობისაა, ვიდრე წინა M1 Pro, GPU კი უზრუნველყოფს წარმადობის 30%-მდე ზრდას. თუ შევადარებთ Intel-ის ბაზაზე აგებულ MacBook Pro-ს, საშუალოდ 2.5-ჯერ ზრდა ფიქსირდება. 

image.jpeg 

ახალი MacBook Pro-ების უფრო მაღალი კონფიგურაციები დამყარებულია კიდევ უფრო მძლავრ Apple M2 Max პროცესორზე, რომელსაც ასევე აქვს 12 ბირთვი, მაგრამ ორჯერ მძლავრი, 38-ბირთვიანი GPU. M1 Max-თან შედარებით იგი უზრუნველყოფს წარმადობის 30%-მდე ზრდას, ხოლო Intel-ზე დამყარებულ MacBook Pro-სთან შედარებით ახალი მოდელები შეიძლება იყოს 6-ჯერ უფრო სწრაფი, კერძოდ, Cinema 4D-ში რენდერინგი დროს. 

ხალ ლეპტოპებში წარმოდგენილია 14.2- და 16.2-დუიმიანი Liquid Retina XDR დისპლეი გაფართოებით 3024 × 1964 და 3456 × 2234 პიქსელი, შესაბამისად. ეკრანების მაქსიმალური სიკაშკაშეა 1600 კდ/2, კადრის განახლების სიხშირე - 120 ჰერცამდე (დინამიური სიხშირე იცვლება გამოყენების მიმდინარე სცენარის შესაბამისად). 

image.jpeg 

M2 Pro-ზე აგებულ მოდელებს ექნება 16 ან 32 გბ ოპერატიული სიხშირე 200 გბ/წმ სიჩქარით, M2 Max ჩიპის მქონე მოდელებს კი 32, 64 ან 96 გბ ოპერატიული მეხსიერება 400 გბ/წმ სიჩქარით. SSD-ის მოცულობაა 512 გბ-დან 8 ტბ-მდე. ყველა კონფიგურაციას გააჩნია 16-ბირთვიანი ნეიროპროცესორი (თავად M2 Pro-ს ან M2 Max-ის შემადგენლობაში), რომელიც განკუთვნილია ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობისთვის. 

image.jpeg 

უსადენო დაკავშირებაზე პასუხისმგებელია Wi-Fi 6E მოდული და Bluetooth 5.3. ხელმისაწვდომია სამი პორტი Thunderbolt 4 (USB Type-C), SDXC სლოტი, 3.5-მილიმეტრიანი აუდიო კონექტორი და HDMI 2.1 პორტი 8K@60 და 4K@240 მხარდაჭერით. კვებისთვის გამოიყენება MagSafe 3 67, 96 ა 140 ვატი სიმძლავრის დამუხტვის მხარდაჭერით. Apple-ის თქმით 16-დუიმიანი MacBook Pro-ს ავტონომიური მუშაობის ხანგრძლივობაა 22 საათამდე, 14-დუიმიანის - 18 საათამდე.  

image.jpeg 

წარმოდგენილი MacBook Pro-ებიდან ყველაზე დაბალფასიანი მოდელი შეფასებულია 1999 აშშ დოლარად, ამ ფასად მომხმარებელი მიიღებს 14-დუიმიან ვერსიას custom-იზებული Apple M2 Pro ჩიპით (10-ბირთვიანი CPU და 16-ბირთვიანი GPU), მას ექნება 16 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ SSD. 16-დუიმიანი მოდელის ფასები იწყება 2499 აშშ დოლარიდან. მასაც აქვს M2 Pro ჩიპი, თუმცა 12-ბირთვიანი CPU და 19-ბირთვიანი GPU. M2 Max პროცესორის მქონე ყველაზე დაბალფასიანი MacBook Pro-ს (14 დუიმი) ფასია 3099 აშშ დოლარი, ყველაზე ძვირადღირებულის - 6499 აშშ დოლარი (16-დუიმიანი მოდელი, მეხსიერებისა და პროცესორის მაქსიმალური კონფიგურაციით). 

image.jpeg 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.