Jump to content

2022 წელს ელექტრომობილებმა დაიკავეს ახალი ავტომობილების გლობალური გაყიდვების 10%


Recommended Posts

ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრომობილები ნელა ზრდიან ბაზრის წილს აშშ-ში, მათი წილი ჩინეთსა და ევროპაში უფრო სწრაფი ტემპით იზრდება. ამ ფონზე ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა 2022 წელს პირველად მიაღწია გაყიდული ახალი მანქანების მთლიანი რაოდენობის 10%-ს. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

ამის შესახებ LMC Automotive-ისა და EV-Volumes.com-ის მონაცემები მიუთითებს, რომლებიც აკონტროლებენ ავტომობილებისა და ელექტრომობილების გლობალურ გაყიდვებს. ანალიტიკოსების შეფასებით ელექტრომობილების გლობალურმა გაყიდვებმა საანგარიშო პერიოდში შეადგინა დაახლოებით 7.8 მილიონი ერთეული, რაც 68%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 

Volkswagen AG-ის ჩინური განყოფილების ხელმძღვანელმა Ralf Brandstätter-მა გასულ კვირას ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ელექტრომობილების ბაზარი გააგრძელებს ზრდას. მისი აზრით ჩინეთის ბაზარი მალე მიაღწევს იმ დონეს, რის შემდეგაც შიდაწვის ძრავების მქონე მანქანების გაყიდვები მუდმივად შემცირდება, რადგან ელექტრო ქსელთან დაკავშირებული მანქანები ბაზრის დიდ ნაწილს დაიკავებენ. „შარშან ყოველი მეოთხე მანქანა, რომელიც ჩინეთში გავყიდეთ, ელექტრო ქსელთან იყო დაკავშირებული, წელს კი ეს იქნება ყოველი მესამე. ჩვენ ჯერ არ მიგვიღწევია გარდატეხის წერტილისთვის, მაგრამ ველით, რომ მივაღწევთ მას 2025-დან 2030 წლამდე“, - განაცხადა Brandstätter-მა. 

image.png 

ფოტოს წყარო: LMC Automotive / EV-Volumes.com 

LMC Automotive-ის მონაცემებით ევროპაში გაყიდული სრულიად ელექტრომობილების წილი გასულ წელს 11% იყო, ხოლო ჩინეთში - 19%. EV-Volumes.com-ის მიხედვით გასულ წელს ევროპაში გაყიდული ელექტრო და ჰიბრიდული მანქანების წილი 20.3%-მდე გაიზარდა. გერმანიის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (VDA) მონაცემებით გერმანიაში, რეგიონში უმსხვილეს ავტომობილების ბაზარზე, ელექტრომობილების წილმა შეადგინა გაყიდული მანქანების მთლიანი რაოდენობის 25%. აღინიშნება, რომ დეკემბერში გერმანიაში მეტი ელექტრომობილი გაიყიდა, ვიდრე შიდაწვის ძრავით აღჭურვილი მანქანები. 

LMC Automotive-მა გამოთვალა, რომ მთლიანობაში ახალი მანქანების გლობალური გაყიდვები დაახლოებით 1%-ით, 80.6 მილიონ ერთეულამდე შემცირდა. ამავდროულად, გაყიდვების თითქმის 4%-ით ზრდამ ჩინეთში დააკომპენსირა გაყიდვების შემცირება 8%-ით აშშ-ში და 7%-ით ევროპაში. ევროპის უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ ახალი მანქანების გაყიდვები 2022 წელს 7%-ით 8.3 მილიონამდე შემცირდა, თუმცა ელექტრომობილების გაყიდვები 26%-ით გაიზარდა და 572.100 ერთეულს მიაღწია. იმისდა მიუხედავად, რომ Volkswagen-მა თავისი ელექტრომობილების დიდი ნაწილი ევროპაში გაყიდა, ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში. ზოგიერთმა სხვა ავტომწარმოებელმა აღნიშნა მსგავსი დინამიკა - ჩვეულებრივი მანქანების გაყიდვები შემცირდა, მაგრამ ელექტრომობილების გაყიდვები გაიზარდა. 

image.png 

ფოტოს წყარო: Center of Automotive Management 

ჩინეთში, რომლის წილზე გასულ წელს ელექტრომობილების მსოფლიო გაყიდვების მესამედი მოდიოდა, ადგილობში მწარმოებლები მუდმივად იპყრობენ ბაზრის წილს. Stefan Bratzel-ის მონაცემებით ამერიკული Tesla რჩება გლობალურ ლიდერად ელექტრომობილების გაყიდვაში, მას მოსდევს ჩინური BYD და SAIC, ასევე Volkswagen-ის საკუთრებაში არსებული ბრენდები. აშშ ჩამორჩება ევროპასა და ჩინეთს ელექტრომობილების წარმოებაში, მაგრამ გასულ წელს ქვეყანაში გაიყიდა 807.180 მთლიანად ელექტრო მანქანა, რამაც მისი ბაზრის წილი 5.8%-მდე გაზარდა წინა წელს არსებული 3.2%-დან. 

ნალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გასული წლის მაღალი მაჩვენებლების გამეორება ელექტრომობილების ბაზარზე შესაძლოა რთული იყოს, რადგან არასტაბილური ეკონომიკა ზეწოლას ახდენს მომხმარებელზე, ელექტრომობილებზე ფასდაკლებები კი მცირდება ან საერთოდ ქრება. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.