Jump to content

AMD-მ დრაივერების მეშვეობით შეამცირა Radeon RX 7900 XT-ისა და XTX-ის ენერგომოხმარება თამაშებში, თუმცა მხოლოდ კადრების სიხშირის შეზღუდვით


Recommended Posts

დეკემბერში გამოშვებულმა ვიდეოდრაივერმა Adrenalin 22.12.1 (RX 7900) გაზარდა Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების ენერგოეფექტურობა. ამის შესახებ განაცხადა ComputerBase-ის გერმანულმა გამოცემამ, რომელიც ადარებდა ამ ამაჩქარებლების ენერგომოხმარებას მინიმალური დატვირთვით, ასევე ძველ და ახალ დრაივერებთან ერთად თამაშებში. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: ComputerBase 

ხალი თაობის Radeon ვიდეო ბარათების გამოსვლისას მიმომხილველებმა აღნიშნეს, რომ ახალი ბარათები გაუმართლებლად ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარდნენ მცირე დატვირთვის პირობებშიც კი და ამ მაჩვენებლით წინა თაობის Radeon მოდელებსაც  აღემატებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ვიდეო ბარათების ტესტირება მოხდა დრაივერის გამოყენებით, რომელიც მხოლოდ მედიისთვის და ბლოგერებისთვის იყო მოწოდებული. მას შემდეგ AMD-მა გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფის ორი ოფიციალური სამომხმარებლო ვერსია, Adrenalin 22.12.1 და უახლესი Adrenalin 23.1.1. ისინი განკუთვნილია მხოლოდ Radeon RX 7900 სერიის გრაფიკული ბარათებისთვის. 

Adrenalin 22.12.1 (RX 7900) დრაივერის გამოშვებამდე Radeon RX 7900 XT ბარათი YouTube-ვიდეოს გაშვებისას მოიხმარდა 71 ვატს, RX 7900 XTX – 81 ვატს. დეკემბრის დრაივერით ამ ვიდეო ბარათების ენერგომოხმარება იდენტურ პირობებში შემცირდა 46 და 54 ვატამდე, შესაბამისად. მიუხედავად ამისა, ახალი ბარათების ენერგომხმარება მაინც აღემატება Radeon RX 6900 XT-ს (34 ვატი YouTube-ზე) და GeForce RTX 4080-ს (30 ვატი). 

image.png 

ფოტოს წყარო: ComputerBase 

აღსანიშნავია, რომ Adrenalin 22.12.1 (RX 7900) დრაივერის პრეს-რელიზში ნახსენებია მხოლოდ Radeon RX 7900 XT და RX 7900 XTX ბარათების ენერგომოხმარების ოპტიმიზაცია ვიდეოს გაშვების დროს, მაგრამ არაფერი თქმულა თამაშებში მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ. თუმცა, როგორც ComputerBase-ის ექსპერიმენტმა აჩვენა, ახალი დრაივერით ვიდეო ბარათების ენერგმოხმარება გეიმინგშიც შემცირდა, თანაც ძალიან შესამჩნევად. კერძოდ, Radeon RX 7900 XTX-ის ენერგოეფექტურობა 57%-მდე უმჯობესდება Doom Eternal-ში 144p გაფართოებაზე, Radeon RX 7900 XT-ში ამავე თამაშში ანალოგიურ გრაფიკაზე ენერგოეფექტურობის ზრდამ 34% შეადგინა. სხვა სიტყვებით, ბარათები მოიხმარენ 57-დან 90 ვატამდე ნაკლებ ელექტროენერგიას, ვიდრე ადრე. თუმცა, ეს ტენდენცია შეინიშნება ერთი პირობით, როდესაც თამაშის პარამეტრებში ჩართულია კადრების მაქსიმალური სიხშირის შემზღუდველი. 

image.png 

ფოტოს წყარო: ComputerBase 

4K გაფართოების პირობებში ენერგომოხმარების სხვაობა ძველ და ახალ დრაივერთან თამაშებში ნაკლებად თვალშისაცემია. 

image.png 

ფოტოს წყარო: ComputerBase 

ასევე, გერმანული გამოცემის მიერ ვიდეო ბარათების ტესტირებამ არ გამოავლინა რაიმე ცვლილება Radeon RX 7900 XT-ისა და RX 7900 XTX-ის ენერგომოხმარებაში Adrenalin 23.1.1 (RX 7900) დრაივერის უახლესი ვერსიის გამოშვების შემდეგ.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.