Jump to content

Meta და Apple პირველად 10 წლის განმავლობაში გამოირიცხნენ საუკეთესო დამსაქმებლების სიიდან


Magdalena

Recommended Posts

Meta და Apple - ორი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც თავიანთი საოფისე პრივილეგიებით არიან ცნობილი - პირველად ბოლო ათწლეულის განმავლობაში ვერ მოხვდნენ აშშ-ის საუკეთესო სამუშაო ადგილების ჩამონათვალში, რომელიც შედგენილია ანალიტიკურ კომპანია Glassdoor-ის მიერ. 

image.jpeg 

გასულ წელს ორივე კომპანია სიის რეიტინგის შუაში იმყოფებოდა. სია დგება წლის განმავლობაში თანამშრომლების უკუკავშირის საფუძველზე იმ კომპანიებში, რომელთა პერსონალი მინიმუმ 1000 ადამიანია. Glassdoor-ის ანალიტიკოსმა განაცხადა, რომ წლევანდელი რეიტინგები ძირითადად ხაზს უსვამს ზოგად თემებს, როგორიცაა მოქნილობა, გამჭვირვალობა და კომუნიკაცია. იგი ასევე მიუთითებს თანამშრომლების შეხედულებებზე მათი კომპანიების ეკონომიკურ პერსპექტივის კუთხით. 

„ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ ვიღებთ გამოხმაურებას თანამშრომლებისგან, ეს არის ის, რაც აწუხებს ხალხს, როდესაც ეკონომიკა იწყებს შენელებას. ეს სია განსაკუთრებით სასარგებლოა, რადგან ჩვენ ვითვალისწინებთ, თუ როგორ აღიქვამენ თანამშრომლები თავიანთი დამსაქმებლის ბიზნესს. უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოდესმე, რომ ადამიანებმა ნამდვილად გააცნობიერონ კომპანიის სიჯანსაღე, იქნება ეს ფინანსური თუ კულტურული კეთილდღეობა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა. 

Facebook-მა დასახელება შეიცვალა Meta- 2021 წლის ოქტომბერში, რათა ხაზი გაესვა თავის დაინტერესებას მეტასამყაროთი და მას შემდეგ ღირებულების თითქმის 60% დაკარგა. 2022 წელს Meta-მ გაათავისუფლა 11 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი - ეს იყო კომპანიის ისტორიაში თანამრომლების გათავისუფლების ყველაზე დიდი ტალღა. ცნობილია 9 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ზარალის შესახებ. გასულ წელს Meta-ს თანამშრომლების ანონიმურ გამოკიხვაში რესპონდენტების 58-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ესმით ხელმძღვანელობის ამბიციები მეტასამყაროს სფეროში. 

image.jpeg 

Apple-მა, თავის მხრივ, მორატორიუმი ჩაატარა 2022 წელს სამსახურში თანამშრომლების მიღებაზე. ანალიტიკოსები თვლიან, რომ კომპანიის სწრაფვას - დაებრუნებინა თანამშრომლები ოფისში პანდემიის დროს დისტანციური მუშაობის შემდეგ - ასევე შეიძლება გამოეწვია მისი პოზიციის შემცირება საუკეთესო სამუშაო ადგილების რეიტინგში. 

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა Meta და Apple სიიდან გამოირიცხნენ, ტექნოლოგიური კომპანიები კვლავ დომინირებნენ აშშ-ის რეიტინგში და შეადგენენ ორგანიზაციების 40%-ს საუკეთესო დამსაქმებელთა სიაში. ტოპ 20-ში მოხვდნენ წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Microsoft, LinkedIn და Google. 

„ეს ვითარება უბრალოდ გვახსენებს, რომ რთულ დროს ხშირად ვხდებით მცველის შეცვლის მოწმეები. არსებობენ ძველი კომპანიები, რომლებიც შეიძება შეფერხდნენ თავიანთ გზაზე იმ დროს, როდესაც ახალ კომპანიებს შეუძლიათ გამოწვევა და მწვერვალზე ასვლა“ - განაცხადა Glassdoor-ის წარმომადგენელმა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.