Jump to content

Tesla Model Y-ის საბაზისო ვერსია აშშ-ში 13 ათასი აშშ დოლარით გაიაფდა


Recommended Posts

გასული წლის გაზაფხულიდან Tesla თავის ელექტრომობილებზე ფასებს ზრდიდა ჩვეულებრივზე ხშირად და ძლიერად, თუმცა იმ დროს ილონ მასკმა პირობა დადო, რომ ამ არაპოპულარულ ცვლილებებს უკან დააბრუნებდა ელექტრომობილებისა და ბატარეების წარმოებისთვის საჭირო ჩიპებისა და მასალების მიწოდების სიტუაციის მოგვარების შემთხვევაში. მიმდინარე კვირაში Tesla Model Y-ის საბაზისო ვერსიის ფასი ერთბაშად 13 ათასი აშშ დოლარით შემცირდა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tesla 

ფაქტობრივად, როგორც Electrek განმარტავს, ეს კონკრეტული მანევრი გამოწვეული იყო მიზნით - Model Y-ის ფასი გამხდარიყო აშშ-ის ახალ კანონთან მორგებული, რომლის თანახმად ქვეყნის გარკვეულ მოქალაქეებს ენიჭებათ 7500 აშშ დოლარის ოდენობის ბეგარის გამორიცხვას ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილის შეძენის შემთხვევაში, რომლის საბაზისო ღირებულება 55 ათას აშშ დოლარს არ აღემატება. ამჟამად Tesla Model Y-ის ხუთადგილიანი ვერსიის ფასი იწყება 52990 აშშ დოლარიდან, რის შედეგად იგი ექცევა ხსენებული ლგოტის გავლენაში მიუხედავად იმისა, რომ ერთი დღით ადრე ელექტრომობილი 65990 აშშ დოლარი ღირდა და ვერ მოახერხებდა მის პრეტენდენტობას. 

მრიგად, Tesla Model Y აშშ-ში 20%-ით ანუ 13 ათასი აშშ დოლარით გაიაფდა. ამავე დროს შემცირდა ფასები Tesla-ს ადგილობრივი აწყობის სხვა ელექტრომობილებზეც. Tesla Model 3-ის საბაზისო ვარიანტის ფასი 46990-დან 43990 აშშ დოლარამდე, 6%-ით შემცირდა, ფლაგმანური Tesla Model S (94990$) და Model X (109990$) გაიაფდა 10 და 11 ათასი აშშ დოლარით, შესაბამისად, ე.ი. მათი ფასები შემცირდა 9% და 10%-ით. 

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ Tesla Model Y ამჟამად ხვდება ლგოტების პროგრამაში, ქროსოვერის საბაზისო ვერსიის შეძენას ამერიკელი მომხმარებელი 20500 აშშ დოლარით იაფად შეძლებს, ვიდრე ადრე. თუმცა არის ნეგატიური სიახლეც: ადრე სავარძლების რაოდენობის გაზრდა Tesla Model Y-ში ღირდა 3 ათასი აშშ დოლარი, ამჟამად მისი ღირებულება 4 ათასი აშშ დოლარია. 

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ Tesla ცდილობს სტიმულირება მოახდინოს თავის ელექტრომობილებზე ფასების შემცირების გზით სხვა ბაზრებზეც: ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ავსტრალიასა და სინგაპურში. ახლახანს ამ სიას გერმანია დაემატა, სადაც Tesla Model 3-ის და Model Y-ის ღირებულება 1-დან 17%-მდე შემცირდა, კონფიგურაციის მიხედვით. ამ ელექტრომობილების საბაზისო ვერსიები 43990 და 44890 ევრო ღირს, შესაბამისად. Model Y ქროსოვერები ადგილობრივად მზადდება ბერლინის მახლობლად მდებარე ობიექტში, მაგრამ გერმანიაში გაყიდული მანქანების უმეტესი ნაწილი ჩინეთიდან მოდის, სადაც მათი ფასები ასევე ცოტა ხნის წინ 24%-ით შემცირდა გასული წლის სექტემბერთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.