Jump to content

Intel 15 თებერვალს წარადგენს Xeon W-3400 და Xeon W-2400 პროცესორებს სამუშაო სადგურებისთვის


Recommended Posts

როგორც უკვე ვიცით, Intel-მა განაცხადა მე-4 თაობის Xeon Scalable სერვერის პროცესორების გაყიდვის დაწყება, კოდური სახელით Sapphire Rapids. მათ გარდა, მწარმოებელი ემზადება დააანონსოს Xeon Sapphire Rapids-WS HEDT მოდელები სამუშაო სადგურებისთვის. ამ სერიაში შევა Xeon W-3400 და Xeon W-2400 მოდელები, მათი პრეზენტაცია 15 თებერვალს გაიმართება.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

როგორც ადრე გახდა ცნობილი, Xeon W-2400 სერია წარმოდგენილი იქნება 6-დან 24-მდე ბირთვის მქონე ჩიპებით, რომელთაც ექნება 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა. ჩიპებს ექნება 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 110-დან 225 ვატამდე. Xeon W-2400 სერიის მოდელების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ პროცესორებში მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 64 არხი. 

image.jpeg 

image.jpeg 

Xeon W-3400 მოდელებს ექნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. მათ ნაწილსაც ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორები, რაც მათი მექანიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა. ჩიპებზე მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 112 არხი. 

image.jpeg 

image.jpeg 

Xeon W-2400 და Xeon W-3400 პროცესორებისთვის გამოვა ახალ Intel W790 ჩიპსეტზე დამყარებული დედა ბარათები. 

image.jpeg 

მოსალოდნელია, რომ Xeon W-2400 და Xeon W-3400 კონკურენციას გაუწევენ Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen Threadripper-ს, რომელსაც AMD გამოუშვებს ახლო მომავალში. 

 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.