Magdalena Posted January 14, 2023 Share Posted January 14, 2023 როგორც უკვე ვიცით, Intel-მა განაცხადა მე-4 თაობის Xeon Scalable სერვერის პროცესორების გაყიდვის დაწყება, კოდური სახელით Sapphire Rapids. მათ გარდა, მწარმოებელი ემზადება დააანონსოს Xeon Sapphire Rapids-WS HEDT მოდელები სამუშაო სადგურებისთვის. ამ სერიაში შევა Xeon W-3400 და Xeon W-2400 მოდელები, მათი პრეზენტაცია 15 თებერვალს გაიმართება. ფოტოს წყარო: Intel როგორც ადრე გახდა ცნობილი, Xeon W-2400 სერია წარმოდგენილი იქნება 6-დან 24-მდე ბირთვის მქონე ჩიპებით, რომელთაც ექნება 12-დან 48-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა. ჩიპებს ექნება 15-დან 45 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი იქნება 110-დან 225 ვატამდე. Xeon W-2400 სერიის მოდელების ნაწილს ასევე ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორი. ამ პროცესორებში მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 2ტბ-მდე ოთხარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 64 არხი. Xeon W-3400 მოდელებს ექნება 12-დან 56-მდე ბირთვი 24-დან 112-მდე ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და იმუშავებენ 4.8 გჰც-მდე სიხშირეზე. ამ პროცესორებს ექნება 30-დან 105 მბ-მდე L3 ქეშ-მეხსიერება და TDP-ის ნომინალური მაჩვენებელი 220-დან 350 ვატამდე. მათ ნაწილსაც ექნება განბლოკილი მულტიპლიკატორები, რაც მათი მექანიკური აჩქარების შესაძლებლობას იძლევა. ჩიპებზე მხარდაჭერილია DDR5-4400 და DDR5-4800 სტანდარტების 4 ტბ-მდე რვაარხიანი ოპერატიული მეხსიერების დაყენება, აგრეთვე PCIe 5.0 ინტერფეისის 112 არხი. Xeon W-2400 და Xeon W-3400 პროცესორებისთვის გამოვა ახალ Intel W790 ჩიპსეტზე დამყარებული დედა ბარათები. მოსალოდნელია, რომ Xeon W-2400 და Xeon W-3400 კონკურენციას გაუწევენ Zen 4 არქიტექტურაზე დამყარებულ Ryzen Threadripper-ს, რომელსაც AMD გამოუშვებს ახლო მომავალში. https://tinyurl.com/t53f26fp Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.