Jump to content

Intel-მა გამოუშვა სასერვერო პროცესორები Xeon Sapphire Rapids და გამოთვლების ამაჩქარებლები Data Center GPU Max


Recommended Posts

კომპანია Intel-მა გამოუშვა მეოთხე თაობის სასერვერო პროცესორები Xeon Scalable, კოდური დასახელებით Sapphire Rapids. ისინი ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჩვეულებრივი ვერსიების, ისე HBM2e  მეხსიერების მქონე Xeon Max ვარიანტების სახით. გარდა ამისა, კომპანიამ განაცხადა, რომ გამოუშვა სასერვერო გამოთვლების ამაჩქარებლები Data Center GPU Max კოდური სახელწოდებით Ponte Vecchio. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Intel-ის პორტფოლიო შეივსო მეოთხე თაობის 52 მოდელი Xeon Scalable სერვერული პროცესორით. კონკურენტ AMD EPYC Genoa ჩიპებისგან განსხვავებით, რომელთაც 96 გამომთვლელი ბირთი აქვთ, Intel-ის ჩიპებს მხოლოდ 60-მდე ფიზიკური ბირთვი გააჩნია. თუმცა, მეოთხე თაობის Xeon Scalable-ის ბირთვების რაოდენობის ზრდამ მესამე თაობის Xeon Scalable-სთან (Ice Lake) შედარებით გამოიწვია გამომთვლელი წარმადობის 53%-იანი ზრდა, აცხადებს Intel. 

image.jpeg 

Sapphire Rapids-ის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია სპეციალური აპარატურული ბლოკები, რომლებიც შექმნილია კონკრეტული ტიპის ამოცანების დასაჩქარებლად, როგორიცაა მონაცემთა გადაცემა, შეკუმშვა, დაშიფვრა, მონაცემთა ანალიზი და ა.შ. კომპანია მათ "აჩქარებლებს" უწოდებს. 

image.jpeg 

Intel-ის თქმით Sapphire Rapids-ის საშუალო წარმადობა ვატზე 2.9-ჯერ აღემატება წინამორბედებს; ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებში წარმადობა იზრდება 10-ჯერ; ანალიტიკურ სამუშაოებთან დაკავშირებულ დატვირთვებში კი - სამჯერ. 

Intel 7 ტექნოპროცესზე აგებულ Xeon Sapphire Rapids-ზე სხვა დანარჩენთან ერთად გამოცხადებულია PCIe 5.0 ინტერფეისის, DDR5-4000, DDR5-4400 და DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერებისა და CXL 1.1 სალტის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მეოთხე თაობის Xeon Scalable პროცესორების სერია წარმოდგენილია 52 მოდელით. ზოგიერთი მათგანი განკუთვნილია ზოგადი გამოთვლითი დატვირთვისთვის, ზოგიერთი მოდელი სპეციალიზებულია და განკუთვნილია თხევადი გაგრილების სისტემებში გამოსაყენებლად, სხვა მოდელების გამოყენება შესაძლებელია ქსელის ინფრასტრუქტურაში, HPC-ში, მონაცემთა ბაზებსა და ქლაუდ გამოთვლებში. Sapphire Rapids პროცესორები წარმოდგენილია სხვადასხვა რაოდენობის ბირთვის მქონე Max, Platinum, Gold, Silver და Bronze მოდელებით. 

image.jpeg 

ხალ მოწყობილობებზე მხარდაჭერილია AVX-512 ინსტრუქციები, Deep Leaning Boost (DLBoost) და Advanced Matrix Extensions (AMX). ეს უკანასკნელი მნიშვნელოვნად ზრდის პროცესორების წარმადობას ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების მუშაობასა და მანქანურ სწავლებასთან დაკავშირებულ ამოცანებში. 

image.jpeg 

 

როგორც წინაზე, მეოთხე თაობის Xeon Scalable-ს აქვს სისტემების მხარდაჭერა ერთი, ორი, ოთხი და რვა პროცესორის სოკეტით. AMD Genoa პროცესორები მასშტაბირდება მხოლოდ ორ სოკეტზე, თუმცა კონკურენტის მოწყობილობებს PCIe 5.0 ხაზების დიდი რაოდენობის - 128-მდე, მხარდაჭერა აქვთ. Intel-ის პროცესორებში მხარდაჭერილია ახალი ინტერფეისის 80 ხაზი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Tom's Hardware 

კომპანია აღნიშნავს, რომ მეოთხე თაობის Xeon Scalable-ს მხარდაჭერილი აქვს 1.5 ტბ-მდე რვაარხიანი DDR5-4800 მეხსიერების დაყენების შესაძლებლობა ერთ სოკეტზე. AMD Genoa-ს შემთხვევაში შესაძლებელია 6 ტბ-მდე DDR5-4800 ოპერატიული მეხსიერების დაყენება ერთ არხზე. 

image.jpeg 

ხალი, მეოთხე თაობის Intel Xeon Scalable პროცესორების ფასების დიაპაზონი შემდეგია: 

  • ყველაზე მცირე: 8-ბირთვიანი Xeon Scalable Bronze 3408U, სიხშირე 1.9 გჰც-მდე, 22.5 L3 ქეშ-მეხსიერება, TDP-ის დონე 125 ვატი - 415 აშშ დოლარი; 

  • ყველაზე დიდი: 60-ბირთვიანი Xeon Scalable Platinum 8490H, 120 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერა, 112.5 მბ L3 ქეში, TDP 350 ვატი - 17 ათასი აშშ დოლარი.  

შედარებისთვის, AMD Genoa-ს ენერგომოხმარების მსგავსი დონე აქვს - 360 ვატამდე, თუმცა ამ შემთხვევაში საუბარი ეხება 96-ბირთვიან პროცესორს. 

image.jpeg 

პროცესორების ფასები დამოკიდებულია არა მხოლოდ ბირთვების რაოდენობაზე, არამედ გამოთვლების აჩქარებისთვის განკუთვნილი სწორედ იმ აქტიური აპარატული ბლოკების რიცხვზე, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ პროცესორების საჭირო მოდელები თავიანთი მოთხოვნილებების შესაბამისად, და საჭიროების შემთხვევაში გაააქტიურონ დამატებითი აჩქარების ბლოკები Intel On Demand სალიცენზიო ხელშეკრულებით. ბოლო მათგანის ფასს კომპანია ჯერ არ აცხადებს, თუმცა მათი შეძენის სერვისი ხელმისაწვდომია, მაგალითად, სასერვერო სისტემების OEM-დეველოპერების მეშვეობით, აქტივაცია კი - სოფტისა და პროგრამის ლიცენზიით.  

მთელი იდეა გამოთვლითი ოპერაციებისთვის აჩქარების ბლოკების გააქტიურებასთან დაკავშირებით გულისმობს იმ ფაქტს, რომ მომხმარებელი მეოთხე თაობის Xeon Scalable პროცესორის ამა თუ იმ მოდელის პირველადი შეძენისას გადაიხდის მხოლოდ იმ აჩქარების ბლოკების ღირებულებას, რომლებიც მას იმ მომენტში სჭირდება და არ გადაიხდის დამატებით არასაჭირო ფუნქციების ფასს. მაგრამ საჭიროების შემთხვევაში გი შეძლებს გადაიხადოს საჭირო ფუნქციების მისაღებად. 

image.jpeg 

Sapphire Rapids პროცესორების აპარატული ბლოკები ოთხ სახეობად იყოფა: 

  • Data Streaming Accelerator (DSA) - აუმჯობესებს წარმადობას მონაცემთა გადატანისას, ჩვეულებრივი პროცესორის გამოთვლითი ერთეულების გადმოტვირთვისას მონაცემთა კოპირებისა და მონაცემთა ტრანსფორმაციის ოპერაციებიდან; 

  • Dynamic Load Balancer (DLB) - შექმნილია პაკეტების პრიორიტეტიზაციისა და ქსელური ტრაფიკის გადანაწილებისთვის CPU-ის ბირთვებს შორის სისტემის დატვირთვის რყევების შემთხვევაში; 

  • In-Memory Analytics Accelerator (IAA) - აჩქარებს ანალიტიკის ამოცანებს და განტვირთავს CPU-ს ბირთვებს, რითაც ზრდის მოთხოვნის სიჩქარეს მონაცემთა ბაზის მოთხოვნების მიმართ და სხვა ფუნქციებში; 

  • Quick Assist Technology (QAT) - აჩქარებს კრიპტოგრაფიასთან დაკავშირებულ, შეკუმშვის/დეკომპრესიის ამოცანებს. ადრე ეს აპარატული აჩქარების ბლოკი ჩიპსეტის ნაწილი იყო. Intel უკვე დიდი ხანია იყენებს მას და აქვს ფართო პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

Xeon Max სერიის პროცესორები კომპანია Intel-მა გასული წლის შემოდგომაზე წარადგინა. ეს არის Sapphire Rapids 64 გბ HBM2e მეხსიერებით. ამ სერიის ჩიპებში წარმოდგენილია 32-დან 56-მდე ბირთვი 112 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და 350 ვატი TDP-ის მაჩვენებლით. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

ეს პროცესორები შექმნილია ჰიდროდინამიკის, კლიმატისა და ამინდის პროგნოზირებისთვის, ხელოვნური ინტელექტისა და ნეიროქსელების სწავლებისთვის, დიდი მოცულობის მონაცემების ანალიტიკაში, რეზიდენტულ მონაცემთა ბაზებში გამოყენებისთვის და სხვა. 

image.jpeg 

Xeon Max პროცესორების ძირითადი მახასიათებელია PCIe 5.0 და CXL 1.1 ინტერფეისების მხარდაჭერა. HBM2e მეხსიერება შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც დამატებითი ქეშის, ისე დამატებითი ოპერატიული მეხსიერების სახით. გარდა ამისა, Xeon Max-ის მქონე სერვერში შესაძლებელია საერთოდ არ იქნას გამოყენებული ოპერატიული მეხსიერება - სისტემა დაეყრდნობა უშუალოდ მხოლოდ HBM-ს. Intel Xeon Max-ის მთავარი კონკურენტი იქნება AMD EPYC Milan-X პროცესორები 3D V-Cache ქეშ-მეხსიერების გაზრდის ტექნოლოგიის მხარდაჭერით. 

image.jpeg 

მეოთხე თაობის Intel Xeon Scalable პროცესორებთან ერთად კომპანიამ ფორმალურად გამოაცხადა, რომ ხელმისაწვდომია გამოთვლების ამაჩქარებლები Data Center GPU Max კოდური დასახელებით Ponte Vecchio. მათი ანონსიც რამდენიმე თვის წინ შედგა. 

image.jpeg 

image.jpeg 

ეს ამაჩქარებლები გამოვა როგორ PCIe გაფართოების ჩვეულებრივი ბარათების ფორმატში, ისე OAM-მოდულების სახით. Intel აცხადებს, რომ ისინი 2.4-ჯერ უფრო სწრაფია NVIDIA A100-თან შედარებით.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.