Jump to content

ამაზონიდან გამოწერა


Recommended Posts

გამარჯობათ

მოკლედ  მონიტორის გამოწერას ვაპირებ ამაზონიდან და გაფრთხილება ამომიგდო ნივთის ჩაბარებისას ხელმოწერა აუცილებელიაო. ადრეც გამომიწერია მაგრამ ეტყობა ნივთის ღირებულებიდან გამომდინარე ითხოვენ. რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება როგორ ფიქრობთ? Maleo თი ვაპირებ გამოწერას.

კიდევ მაინტერესებს 32 ინჩია და 11 კილომდე იწონის განბაჟებას დაახლოებით რამდენი მოუწევს? ფასი დისქაუნთის შემდეგ 320 $

Link to comment
Share on other sites

10 hours ago, david_888 said:

+- 75$

ვთქვათ და ტექნიკური წუნი თუ აღმოაჩნდა და დაბრუნებას თუ გადავწყვეტ განბაჟების თანხა მაინც უნდა გადავიხადო? ნივთის გადაცვლის შემთხვევაში ორჯერ მომიწევს განბაჟება?

და კიდევ ტრასპორტირებისას თუ დაზიანდა როგორ უნდა მოვიქცე?

იმედია უპრობლემო იქნება ვრისკავ მაგრამ რა ვქნა 32 იან IPS პანელს აქ 1000$+ უწევს მაგალითად BenQ PD3205U 31.5 ულტრაში 2790 ლარია

Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, Phoenix1892 said:

ვთქვათ და ტექნიკური წუნი თუ აღმოაჩნდა და დაბრუნებას თუ გადავწყვეტ განბაჟების თანხა მაინც უნდა გადავიხადო? ნივთის გადაცვლის შემთხვევაში ორჯერ მომიწევს განბაჟება?

ეს არ ვიცი დაზუსტებით, მარა დიდი ეჭვი მაქ რო თავიდან გაგაბაჟებინებენ

10 minutes ago, Phoenix1892 said:

და კიდევ ტრასპორტირებისას თუ დაზიანდა როგორ უნდა მოვიქცე?

ვერანაირად, შეგრჩება დაზიანებული, თუ დააზღვიე ეგეთ შემთხვევაში აგინაზღაურებენ ზარალს ოღონდ ყუთიც დაზიანებული უნდა იყოს გარედან, სიტყვაზე უბრალოდ თუ რაღაც მომენტში წონისგან ჩაიზნიქა შეფუთვა და დაზიანდა ეკრანი მარა ყუთი არაა გახეული მაშინ არ აგინაზღაურებენ

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, david_888 said:

თუ დააზღვიე ეგეთ შემთხვევაში აგინაზღაურებენ

• დაზღვევა არ ვრცელდება მსხვრევადი სახის ნივთებზე (ეკრანი, ჭურჭელი, ჭაღი, ბრა, სუნამო; მინისგან დამზადებული ნებისმიერი ნივთი ან/და სხვა);

მგონი Maleo ზე არ არის შესაძლებელი

მოკლედ ბედს უნდა მივენდო.

აქ იყიდება სადმე კალიბრაციის ხელსაწყო აი მიმოხილვებში რომ ტესტავენ მონიტორებს მგონი ქოლორიმეტერ ქვია. თან რო გაზომოს რამდენი % sRGB და Adobe RGB აქვს?

Link to comment
Share on other sites

მაიმარკეტზე აქვთ ხოლმე ძირითადათ, ფასი საკმაოთ მაღალი ადევს 200$+ მინიმუმ ეგეც, გააჩნია რა მოდელს ყიდიან, უნდა გადაამოწმო ამაზონზე რა ჯდება და ღირს თუ არა ეგეთის აღება, ეგეც 1-2 აქვს ხოლმე დიდი ვიბორი ნამდვილათ არაა, მაგრამ მომიძებნია ადრე და ამოუგდია, ეხლაც რაღაცა ექნება ვიღაცას გაყიდვაში ალბათ, მოძებნა უნდა, რაც შეეხება ტელევიზორების და მონიტორების ჩამოტანას, კი როგორ არა ჩამოაქვს ჩვენთან ბევრს, მათ შორის ამ ფორუმზეც ჩამოუტანიათ, გამართლებაზეა ბევრი რამე, მაგრამ იმის რისკი რომ შენ არ გაგიმართლოს არის ყოველთვის, შეიძლება სამჯერ შეუკვეთო და კარგი ეგზემპლიატი გამოვიდეს და წლები იმუშაოს, ანუ გარანტია არც დაგჭირდეს, შეიძლება ცუდი დეფექტიანი ვარიანტი შეგხვდეს და მალევე მოკვდეს ან თავიდანვე პრობლემები ქონდეს, მაგის უკან დაბრუნება მერე ზედმეტი ტვინის ჭ#$%ტვაა და დროც ჭირდება თან, მეორეჯერ განბაჟების შანსიც საკმარისზე მაღალია, აქ არავინ არაფერს არ აგინაზღაურებს, მარტო მაშინ თუ დაზვღვევა გქონდა და დაზიანებული ყუთი ჩამოვიდა

Link to comment
Share on other sites

3 minutes ago, George said:

მაიმარკეტზე აქვთ ხოლმე ძირითადათ

Colorimeter ასე ჩავწერე მაგრამ არაფერი ამომიგდო არვიცი როგორ ჩავწერო სწორად ფერების გასაზომი ხელსაწყო? შანსი არ არის მოძებნოს მეც თუ შემთხვევით წავაწყდები თორემ..

google-მ საერთოდ კუთხის საზომი და ბარგალკა მომიძებნა :)) 

Amazon ზე ახალი 150$ ყველაზე იაფად რაც ვნახე. როგორც ჩანს ძვირია 

Link to comment
Share on other sites

კი ძვირია იქაც ადგილზე, ხანდახან სეილზე შემხვედრია 100$ 150-180$ ვერსიები, მოვძებნი აბა ამომიგდებს თუ არა რამეს მაინც მაგ ფასათ მაიმარკეტზე ეხლა, ნუ რა ბრენდებია მანდ ხოდზე, იგივე X-rite, Spyder DataColor-ის და LaCie მაგეები თუ ექნება ვინმეს და ვიპოვი თუ უწერიათ სწორათ უნდა გამოაგდოს რამე, pantone და cromix ყოფილა კიდე, მაგრამ ყოველთვის შეიძლება არც კი ქონდეთ, მე ეგრევე ამიმიგდო და ჯდებოდა ლამის 1000 ლარი, ანუ 250$+ იმ კურსით მგონი, ეგ პრო ვერსია იყო ძვირიანი, მაგრამ შეიძელბა 500 ლარამდეც ქონდეთ რამე

Link to comment
Share on other sites

27 minutes ago, George said:

გამართლებაზეა ბევრი რამე

კი ნამდვილად რისკია 500$ მაინც დამიჯდება მაგას შემეძლო ცოტა დამემატებინა და BenQ Design PD2700U 27" 4K UHD IPS შემეძინა 1600 ლარად საკმაოდ კარგია.

თუმცა გავრისკე თან მიმოხილვაც არ დევს ამისი იეს გამოვიწერე იმედი მაქვს რომ იგივე იქნება რაც innocn 27c1u

  https://innocn.com/products/innocn-32-4k-monitor-32c1u 

27 ინჩიანს საკმაოდ კარგი მიმოხილვები და გამოხმაურებები აქვს 90+ Adobe RGB მაგრამ 32 იანი არ ვიცი რა იქნება ალბათ ვინმე დადებს კარგ მიმოხილვას

1.07B (8bits+FRC) colors ასე უწერია ანუ 8 bits + 2 FRC = 10 bit  (1.07B)

ესე ხომ აღიქმება როგორც 10 bit

Link to comment
Share on other sites

მგონი არაფერი არაა, ვერაფერი ვერ ამომიგდო ამ ეტაპზე, არავინ ყიდის ეტყობა ან არასწორათ უწერიათ სერჩში რომ გამოეჩინა რამე, რაც შეეხება მაგ მონიკს ცუდი არ ჩანს ნამდვილათ, მაგ ზომის და გაფართოვების თუ გინდოდა, ეხლა ძალიან კარგი მონიკები გამოვიდა მაგრამ შტატებში ეგეთს ვერ ვხედავ, მარტო ბრიტანეთში აქვთ გაყიდვაში ჯერ:

https://tftcentral.co.uk/reviews/cooler-master-tempest-gp27q

https://tftcentral.co.uk/reviews/cooler-master-tempest-gp27u

ორივე 27 ინჩიანია, პირველი 4K მეორე 2K, ჯდება 800 და 500 ფუნტი, მაღალი ფერების ახვატი აქვს ორივეს, კვანტუმ დოტ მატრიცაზეა იპს-ის და მაღალი სიკაშკაშე-კონტრასტი აქვს HDR-ზე, მაგრამ გრაფიკისთვისაც მშვენიერია ეგეთი, ნუ შენ რაც დადევი კარგი იქნება ეგეც ძალიან, მიმოხილვა მართლა არსად არაა ნორმალური, ზუსტათ რომ დაგედგინა რისი თავი აქვს, ბრენდია ცოტა პადაზრიტელნი, არ ვიცი რამდენათ გამძლე იქნება მაგ ბრენდის მონიკი, თუმცა კულერ მასტერიც საკმაოთ ახალი ხილია მონიკებში, თუმცა მაგ ფასათ ეგეთი შიკარნი მაჩვენებლები მინი ლედზე მე ჯერ არ მინახია, ორჯერ და მეტჯერ ძვირი ჯდება და მაგიტომ 

Link to comment
Share on other sites

12 minutes ago, George said:

მე ეგრევე ამიმიგდო და ჯდებოდა ლამის 1000 ლარი

ვისაც კარგი მონიტორი აქვთ და საქმისთვის სჭირდებათ მაგათ უღირთ ეგ ფასი 

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა+ მანდ ერთხელ იღებ და წლები შეგიძლია კალიბრაცია უკეთო თან 1 კი არა და ლამის 10 მონიკს პარარელურათ თუ გჭირდება ოფისი იქნება თუ რამე გრაფიკული ფირმა თუნდაც

Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, George said:

160Hz + 4K + IPS + 27' + 10 Bit სიგიჟეა რაღაც 

Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა და 800 ფუნტიო აქვთ გაყიდვაში ეხლა ბრიტანეთში, შტატებში ეგრევე ააორთქლეს ორივე მოდელი: https://www.scan.co.uk/products/27-cooler-master-gp27u-ips-3840x2160-160hz-1ms-freesync-576-dimming-zones-hdr-10001-1200cd-m-hdmi-dp იქ ვაბშე 500 და 800$ ედო და რამდენიმე დღეში უკვე აღარსად აღარ იყო, ამაზონზეც ქონდათ 2 თვის უკან სადღაც ცოტა ხნით, 500$ ეგეთში მისწრება რამეა მართლა, არა აქვს თითქმის მინუსები თან მაგ 500$ 2K ტოპია ამ ეტაპზე არა მარტო 27 ინჩიანებში ალბათ, ტელევიზორისნაირი HDR აქვს ლამის 576 ლოკალ დიმინგ ზონით 1300 ნიტსიანი პიკური სიკაშკაშით და 750 ნიტსიანი მინიმალური სიკაშკაშით + 2200:1 კონტრასტი იპს-ზე ეგ მარტო მინი ლედის თემაა, სხვა მოდელებზე მაგდენი არა აქვს გეიმერულებზე, თან ემულაციის სეტინგები ქონია ორივეს ARGB,SRGB,DCI-P3, Rec 2020-ზე თავისი პრავკები და კალიბრაცია აქვს მაგ რეჟიმებში, კაკრაზ გრაფიკოსებს გამოადგება ეგ მემგონი, არ ვიცი რანაირათ ღირს ეგრე იაფი, მაგრამ ეგ მონიკი მგონი გრაფიკოსებისთვისაც მისწრებაა და გეიმერებისთვისაც + ხოშიანი HDR აქვს, შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესოც კი მინიმუმ იპს მოდელებში, მათ შორის მინი ლედზეც რაც გამოვიდა უკვე

Link to comment
Share on other sites

15 minutes ago, George said:

კაკრაზ გრაფიკოსებს გამოადგება ეგ მემგონი

მე იშვიათად ვთამაშობ eFootball 2023 დაბალ ხარისხზე. მონიტორის კონტრასტს 25 ვაყენებ განათებასაც 25 თვალები რომ არ გამიფუჭდეს. მაგრამ მადლობა გეიმერებს რომ აფასებენ 3D არტისტების შრომას აბა რა აზრი აქვს ჩემსავით ჩამქრალ ეკრანზე თამაშს. 160hz არ მჭირდება მაგრამ ასეთ ფასში ნაჩუქარია.

რაღაც მიმოხილვას წავაწყდი თითქოს 160hz და HDR ს ერთად ვერ რთავდნენ თუ რაღაცა ზუსტად მართალი ვთქვა ვერ მივხვდი რაზე იყო საუბარი თან Flicker ის პრობლემაზე საუბრობდა 160hz სტრესის დროს

Link to comment
Share on other sites

ხო პრაშვიკაზე ქონდა ბაგები თავიდან, აი ესენი უკვე დაუფიქსიათ ბოლო პრაშივკაში, რომელიც ადვილათ ყენდება :

 

Changelog:

Adaptive Sync (VRR) and Local Dimming can now be enabled together.
Fixed some instances where the KVM would not automatically switch to a new signal input.
More overall flexible color adjustments in all picture modes.
Enabling Adaptive Sync will no longer limit the refresh rate to 144Hz, and instead works up to 160Hz (both HDMI 2.1 and DP).
Fixed issues with 160Hz not activating when using DisplayPort.
Fixed black screen issues when using DisplayPort.
Fixed PS5 black screen issues.
HDR Gamma issue is now corrected where gamma mode was sometimes selectable in HDR mode when it shouldn’t be
Fixed an issue where color space would not change even when selecting a new color space in OSD.

დობრათ ფიქსხებია რას ერჩი, თუმცა შეეძლოთ არაფერი დაეფიქსათ დიდათ მაგ ფასათ მაინც ბევრი იღებს ეტყობა, უმრავლესობა ბაგი გამოუსწორებიათ, შეიძლება კიდე დაფიქსონ რამე შემდეგ პრაშივკებში, მანდ მთავარია ეხლა სხვა ბრენდებიც თუ გამოუშვებენ წელს ეგეთი მაჩვენებლებით და რაც მთავარია ეგრე იაფათ გეიმერულ მოდელებს, თუ ეგ გამონაკლისია გაკეთებული და კულერ მასტერმა მოინდომა გამორჩევა, მეც მაქვს 2k 165 გერციანი იპს მილიარდი ფერის საპორტით, ჩემი ნანო იპს მატრიცაა ფსევდო 10 ბიტიანი, აქვს vesa hdr 400 სერტიფიკატიც, მაგრამ მაგას გაცილებით უფრო სერიოზული მაჩვენებლები აქვს და მაქს 100$+ ნაცენკა ფასის, ძალიან მაგარია ნამდვილათ, შემდეგ ჯერზე შეიძლება ეგეთი ვიყიდო, მინი ლედი იპს-ზე ასწორებს ბრტყელ ეკრანზე განსაკუთრებით მაღალი კონტრასტი თუ გინდოდა და მაღალი სიკაშკაშე hdr, სისწრაფეც საკაიფო აქვს თან და გოსტინგიც არა აქვს და არც აგრესიული კარვი როგორც va მოდელებზე, მსგავსი პრობლემები ქონდა 2k მოდელებზეც და მანდაც დაიდო უკვე ფიქსები ბოლო პრაშივკაში:

 

Changelog:

Adaptive Sync (VRR) and Local Dimming can now be enabled together.
Fixed some instances where the KVM would not automatically switch to a new signal input.
More overall flexible color adjustments in all picture modes.

ანუ 4k მოდელში უფრო მეტი პრობლემები ქონდა მაინც თავიდან, პრობლემების ნაწილი ახალი AU Optronics კვანტუმ ტონ იპს  მატრიცის ბრალი მგონია მინი ლედზე,  ნაწილი ალბათ კულერ მასტერსის ინჟინრებმა მიქარეს რაღაცა, მაგრამ რაც მთავარია დაფიქსეს უკვე ბევრი რამე, ძალიან დაბალანსებული მაჩვენებლები აქვს ზომას რომ დავანებოთ თავი ორივე მოდელზე, ეგეთი პარამეტრებიანი გაცილებით მეტი ჯდება, მითუმეტეს 31.5 ინჩიანები უკვე, ზოგს 1000$+ და 1500$ მეტიც ადევს ფასი დაჟე

Link to comment
Share on other sites

მოკლედ იგივე მომწერა ამაზონმა რომ ნივთის ჩაბარებისას ჩემი ხელმოწერაა საჭირო. მერე დავუკავშიდი ჩატის მეშვეობით და ავუხსენი რომ პირადად მე არ შემეძლო ნივთის ჩაბარება რომ გადამზიდი კომპანიის საწყობში მაქვს ოთახი რომელიც აწარმოებს გადმოზიდვებს ამერიკიდან საქართველოში და ვინმე იქნებოდა ვინც ნივთს ჩაიბარებდა ისინი დამთანხმდნენ.

მერე ''მალეო''ს დავურეკე და ვკითხე თუ ვინმე იქნებოდა ვინც ნივთს ჩაიბარებდა და ვერაფერი ვერ გავაგებინე ასე მითხრეს რომ მათ არ ეხებათ ამაზონის ხელმოწერები. მერე მითხრეს რომ იმეილი მიმეწერა და ჩემს რიგს უნდა დაველოდო პასუხი რომ მომწერონ

ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა?

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, Phoenix1892 said:

მოკლედ იგივე მომწერა ამაზონმა რომ ნივთის ჩაბარებისას ჩემი ხელმოწერაა საჭირო. მერე დავუკავშიდი ჩატის მეშვეობით და ავუხსენი რომ პირადად მე არ შემეძლო ნივთის ჩაბარება რომ გადამზიდი კომპანიის საწყობში მაქვს ოთახი რომელიც აწარმოებს გადმოზიდვებს ამერიკიდან საქართველოში და ვინმე იქნებოდა ვინც ნივთს ჩაიბარებდა ისინი დამთანხმდნენ.

მერე ''მალეო''ს დავურეკე და ვკითხე თუ ვინმე იქნებოდა ვინც ნივთს ჩაიბარებდა და ვერაფერი ვერ გავაგებინე ასე მითხრეს რომ მათ არ ეხებათ ამაზონის ხელმოწერები. მერე მითხრეს რომ იმეილი მიმეწერა და ჩემს რიგს უნდა დაველოდო პასუხი რომ მომწერონ

ვინმეს გქონიათ ასეთი შემთხვევა?

მეეჭვება რამე გაარკვიო ჩამომტანებთან. აზრი არ აქვს არავინ დაიწყებს მაგ გზავნილზე ლოდისნ რომ ხელი მოაწეროს. არც ამაზონზე გამოვა რამე მემგონი მაგ ახსნით. გადამზიდავებს ვაბშე იკიდებენ უკვე კაი ხანია. მექანიკურად ჩამოაქვთ. მივიდა ნივთი, აისხა ჩამოვიდა. არანირი ინდივიდულური მიდგომა ან დახმარება. დაივიწყე. რაც შეეხება წუნიანს და განბაჭებას. თუ პრობლემატურია და უკან აგზავნი კეთდება საბუთი რომ ნივთი უკან გადის და არ მოგიწევს გადახადა. მაგრამ მაგხელა წონის უკან გაგზავნა არ იქნება იოლი. ბრაკი პროცეოსრი 2-3 წლის წინ გავაგზავნე ბარამით უკან და 200 გრამში გადავიხადე 15 ლარი მგონი. 11კგ-ზე დაახლოებით შენ იანგარიშე და შემცვლელის ჩაოსვლის შემთხვავში კიდე რა გრანტია გაქ რამე პრობლემაა რ იქნება? მოკლედ ეგეთი ნივთების გამოწერა ლატარიაა.

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

კი ეგრეა ნადვილათ, რომც არ გადაგახდევინონ მარტო ცალ გაგზავნა-გამოგზავნაზე არ მოგთოვენ ცოტას ალბათ, ეხება დიდი ზომის მონიკებს და ტელევიზორებს პირველ რიგში, ანუ წონაში კიდე მოგაყაჭიებენ ბევრს, 10 დოლარში ვერ ჩაეტევი აშკარათ, ანუ პრობლემური მოდელი თუა მე არც გავეკარებოდი, მანდ გამართლებაზეც არაა საქმე, შარში ამოყოფ თავს დიდი ალბათობით უკვე, თუ მაინც ბევრათ იაფი გამოდის აქაურ ფასებზე, კიდე შეიძლება გამოწერა ეგეთი ნივთის, ისე არ ღირს მასე აქეთ-იქით გზავნა და ნერვიულობა და მაგ ყველაფერში როცა მიიღებ უკვე მუშა ტავარს შეიძლება 2 თვეც დაგეხარჯოს მეტი თუ არა საერთო ჯამში, ეგ კიდე სადმე პრაზნიკები თუ არ დაემთხვა ან გაიჭედა ცუდი ამინდობის გამო ნივთი, მეორე ოპტიმისტიკური ვარიანტია 2-3 კვირაში რომ მიიღებ და წლები იმუშავებს, ბევრს მაგის იმედი აქვს ეგრე როცა უკვეთავს, რომ იცოდენ წინასწარ 2 თვე ლოდინი თუ დაჭირდება და კიდე 100$+ მეტის გადახდა და ნერვიულობა შეიძლება ნაწილს აღარც გამოეწერა ტელევიზორი იქნება თუ დიდი ზომის მონიტორი, ნუ რაღაცა საშვალოც დაჯდეს შეიძლება, თუმცა მაინც გაწვალდე

  • Like 1
Link to comment
Share on other sites

  • 3 weeks later...

დღეს ჩამოვიდა უნაკაწროდ დეფექტების გარეშე

რაღაცეებში ჯერ ვერ გავერკვიე

1. HDR ი ჩავრთე და სამივე მოუდი მუშაობს Standard, Movie და Design მაგრამ დისფლეი სეთინგში Windows 11 (Home) მიწერს რომ HDR Certification Not Found რამე დრაივერი ხომ არ უნდა? თავისით აპდეიტმა რაღაც დააყენა Generic PnP Monitor მოდელის სახელი სწორად იპოვა (32C1U) მაგრამ დარწმუნებული არ ვარ რომ ეს ამის დრაივერია.

2. 8-bit with dithering (60Hz) აჩვენებს და არ ვიცი 10-bit ზე როგორ ჩავრთო  GPU არ მიყენია მარტო i7 12700 ის გრაფიკაა UHD 770

3. 100% 32' 4K ძაან პატარა ტექსტია და სკელინგი აყენია 150% (Recommended)

5. USB Type C ით ვერ დავაკავშირე კომპიუტერს, HDMI 2.0* მაქვს ჩართული.

6. კედელზე დასაყენებელი არ მოყვება მარტო სტენდი აქვს და კიდე შესაერთებლის გადამყვანის ყიდვა მომიხდა უცნაური კაბელი აქვს

სხვა ჯერ არ ვიცი მაგრამ კმაყოფილი ვარ რასაც ველოდი ისაა sRGB და Adobe  მოუდი აქვს 

 

1. განბაჟების გადახდის ვადა მარტის თვემდე მაქვს 200₾ მდე უწევს Maleo_ თი ჩამოტანა კი 100$ დამიჯდა (270₾)

2. ჩამოტანას შაბათ-კვირა დაემთხვა და 12 + 6 უქმე დღე 18 დღე დასჭირდა

 

ცოტა დამაგვიანდა პასუხის დაწერა მაგრამ ვცდილობდი არც მეფიქრა მადლობა ყველას დახმარებისთვის

Link to comment
Share on other sites

არა მგონია მაგ მოდელზე VESA HDR 400 სერტიფიკატი ქონდეს, აი აქაა პოლნი სპისოკი და ეგ მოდელი არ ფიგურირებს: https://displayhdr.org/certified-products-list/ HDR400 კიდე მაგათი ინტერპრეტაციაა ალბათ მსგავსი სეთინგებით, ვინდოუს 11 სერტიფიკატი კაკრაზ მე რომ ლინკი დავაგდე მაგ მონიტორებზე ექნება და მართლა უნდა დრაივერი, ისე ვერ დაინახოს შეიძლება, ჩემზეც ეგრე იყო, ისე ეხლა ვუყურებ და მინი ლედი იპს-ზე მაგათაც გამოუშვიათ 27 ინჩიანი 4K მოდელი 700$ https://innocn.com/products/innocn-27-4k-mini-led-monitor-27m2u?pr_prod_strat=copurchase_transfer_learning&pr_rec_id=47399fd30&pr_rec_pid=7830778380512&pr_ref_pid=7886522908896&pr_seq=uniform ალბათ მაგას ისევ ეს აჯობებს მაჩვენებლებით 800 ევროთ რაც იყიდება კულერ მასტერსის იგივე ზომა-გაფართოვებაზე: https://www.scan.co.uk/products/27-cooler-master-gp27u-ips-3840x2160-160hz-1ms-freesync-576-dimming-zones-hdr-10001-1200cd-m-hdmi-dp აი მაგ მინი ლედს მართლა ქონია VESA HDR 1000 სერტიფიკატი რაც უწერიათ საიტზე, მაგ უფრო იაფიან მოდელს კი არ გააჩნია HDR 400 სერტიფიკატიც კი, თუმცა HDR საპორტი ქონია, შეიძლება არც ისეთი ცუდი, სიკაშკაშე-ვაიდ გამუტ ახვატზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული ივარგებს რაღაც დონეზე მაინც მაგ მოდელზე HDR თუ არა, ანუ ნათელ სცენებში მაინც კარგი გამოსახულება რომ დაგიდოს სიბნელეში რომ უჭირდეს უკვე, როგორც ეგ უმრავლესობა VESA HDR 400 სერტიფიკატიან მოდელებზეა

Link to comment
Share on other sites

30 minutes ago, George said:

HDR 400 სერტიფიკატიც კი, თუმცა HDR საპორტი ქონია, შეიძლება არც ისეთი ცუდი, სიკაშკაშე-ვაიდ გამუტ ახვატზე იქნება ბევრი რამე დამოკიდებული

არა მართლა მაგარი განათება აქვს

ანუ ჯერ მონიტორზე გადამყავს HDR ზე და შემდეგ ჩავრთე ვიდუსზე და დისპლეიში მაჩვენებს 418 nits საკმაოდ კარგი განათება აქვს. სერთიფიკატი არ ვიცი დავარესტარტებ იქნებ იპოვოს და სხვა კაბელით ჩავრთავ HDMI 2 ით მაქვს ჩართული

8-bit როგორ გადავიყვანო 10 ზე

დისპლეი პორტ 1.4 ით ჩავრთავ იქნებ უკეთესია

Link to comment
Share on other sites

კი 418 ნიტსი ნორმალურია უკვე, ჩემსასაც სადღაც ეგრე აქვს 2k მოდელს, თუმცა ჩემსას აქვს vesa Hdr 400 სერტიფიკატი, თან ახალი DisplayHDR version 1.1 ვარიანტი დამატებითი პრავკებით, ისე კვანტუმ დოტი რომ აქვთ oled,va (qled სახით) და ზოგიერთ იპს, მაგის ანალოგი lg ნანო იპს ყოფილა, მაგაზე უფრო სოჩნი ფერები აქვს და გაზრდილი ვაიდ გამუტ ახვატი, აი მინი ლედი მართლა სხვა განზომილებაა,რამდენჯერმე იზრდება hdr როგორც სიკაშკაშე ასევე კონტრასტი რაც პოზიტიურათ მოქმედებს ჩვენების ხარისხზე

Link to comment
Share on other sites

9 minutes ago, George said:

ჩემსას აქვს vesa Hdr 400 სერტიფიკატი

მეც გამიგია ეს სერთიფიკატი მემგონი BENQ ის დიზაინის მონიტორებს აქვს

Link to comment
Share on other sites

52 minutes ago, Phoenix1892 said:

დისპლეი პორტ 1.4 ით ჩავრთავ იქნებ უკეთესია

არ მოყვება თურმე ვერ ვიპოვე. დარესტარტებამ ვერ უშველა რათქმაუნდა

ახლა 8 ბიტის გადაყვანს ვცდილობ 10 ზე და არ ვიცი როგორ 60hz სიხშირეს დაწევა ხომ არ უნდა ცოტათი რატომ არ არის 10ბიტზე არ ვიცი

ვინდოუს 11 კიდევ საშინელებაა სად მალავენ ამ სეტინგებს ვერ გავიგე ამ Home ს კიდევ საერთოდ ყველაფერი შეუზღუდეს. (სიგიჟეა 2 დღეა რა არ ვცადე ენკრიპტი რომ გავაკეთო და ბოლოს გამოდგა რომ თურმე modern standby 0s დაყოვნება არ აქვს ჩემს კომპიუტერს. ასეთ მოთხოვნებს უყენებენ Windows Home ის მომხმარებლებს და სეტინგებს უზღუდავენ მაგაზე ახალი პოსტი უნდა დავდო თუ ვერაფერი მოვიფიქრე)

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.