Jump to content

Razer-მა წარადგინა გეიმინგ ლეპტოპები Blade 16 და Blade 18 - მე-13 თაობის CPU Intel Core-ით და GPU NVIDIA GeForce RTX 40-სერიით


Recommended Posts

Razer-ისთვის უცხო არ არის მაღალი წარმადობის გეიმინგ ლეპტოპების წარმოება. მე-13 თაობის Intel Core პროცესორების და NVIDIA GeForce RTX 40 სერიის გრაფიკული ამაჩქარებლების დანერგვით, როგორც ჩანს, დეველოპერები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი სიმძლავრე მოათავსონ ახალ Blade 16 და Blade 18 გეიმინგ ლეპტოპებში, რომლებიც გაყიდვაში მიმდინარე წელს მოგვიანებით გამოვა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Engadget 

Razer-ის ახალი ლეპტოპები ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა კონფიგურაციაში, მათ შორის ვერსიები მე-13 თაობის Intel Core HX პროცესორებითა და GeForce RTX 4090 მობილური გრაფიკით. საინტერესოა, რომ გეიმინგ ლეპტოპების ზოგიერთი მწარმოებელი ცდილობს შეზღუდოს GPU-ის ენერგიის მოხმარება ავტონომიის გაზრდის მიზნით. Razer არ მიჰყვება ამ გზას - Blade 16-სა და Blade 18-ში გამოყენებული იქნება გრაფიკულ ბარათები 175 ვატამდე TGP-ის დონით. 

Blade 16 ზომით ოდნავ განსხვავდება Blade 15-ისგან. ლეპტოპის სიგანე გაიზარდა მხოლოდ 5 მილიმეტრით 21.99 მმ-მდე ( Blade 15-ის ზომაა 16.99 მმ). Blade 16 იწონის 2.4 კგ-ს და მას ვერ ვუწოდებთ მძიმეს განსაკუთრებით მის მიერ უზრუნველყოფილი წარმადობის გათვალისწინებით.  

image.jpeg 

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს Blade 16 მოდელის mini-LED დისპლეი, რომლის გვერდების შეფარდებაა 16:10, მაქსიმალური სიკაშკაშე - 1000 კდ/² და მხარდაჭერილი აქვს მუშაობის ორი რეჟიმი: 4K რეჟიმი 120 ჰერცი კადრის განახლების პირობებში და FHD+ გაფართოება - 240 ჰერცის შემთხვევაში. Blade 18-ს ეკრანის მუშაობის რეჟიმის არჩევანი არ აქვს. რეჟიმების არჩევის შესაძლებლობა შესაძლოა მოსახერხებელი იყო იმის მიხედვით, რისთვის გამოიყენება ლეპტოპი. აღინიშნება, რომ FHD+ და 240 ჰერცი რეჟიმის პირობებში მაქსიმალური სიკაშკაშე 600 კდ/²-მდე მცირდება. რეჟიმების ცვლილებისთვი საჭიროა მოწყობილობის გადატვირთვა, რაც შესაძლოა არც ისე მოსახერხებელი იყოს ყველა მომხმარებლისთვის. 

image.jpeg 

რაც შეეხება Blade 18-ს, Razer-ის თქმით, იგი კომპანიის მიერ წარმოებულ ყველა დროის ლეპტოპებს შორის ყველაზე მძლავრია. მოწინავე დონის აპარატულ უზრუნველყოფის გარდა ლეპტოპს აქვს QHD+ გაფართოების მხარდაჭერის მქონე დისპლეი 240 ჰერცი კადრის განახლების სიხშირითა და 5-მეგაპიქსელიანი ვებ-კამერით. აუდიოსისტემა აგებულია ექვს დინამიკზე სივრცითი THX ხმის მხარდაჭერით. 16-დუიმიანი მოდელის მსგავსად Blade 18-საც აქვს ინტერფეისების დიდი რაოდენობა დამატებითი მოწყობილობების დაკავშირებითვის - ინტერფეისებს შორისაა USB Type-C, HDMI 2.1 და Ethernet (აქვს მხოლოდ Blade 18-ს). 

როგორც მოსალოდნელი იყო, Razer-ის ახალი ლეპტოპების ფასები ვერ გაახარებს პოტენციურ მყიდველებს. Blade 16-ის ფასი იწყება 2700 აშშ დოლარიდან, ყველაზე იაფი Blade 18-ის ფასი კი 2900 აშშ დოლარს შეადგენს. ორივე მოდელის მაქსიმალური კომპლექტაციის ფასი 3500 აშშ დოლარს აღემატება. ახალი ლეპტოპები გაყიდვაში წლის პირველ კვარტალში გამოვა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.