Jump to content

Intel-მა წარადგინა მობილური Raptor Lake პროცესორები ლეპტოპებისთვის - 24-მდე ბირთვი, 5.6 გჰც-მდე სიხშირე და 157 ვატამდე ენერგომოხმარება

Recommended Posts

კომპანია Intel-მა წარადგინა მე-13 თაობის Core მობილური პროცესორები. ახალი პროდუქტების დებიუტი შედგა ოთხ სერიაში: გეიმინგ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი ყველაზე მძლავრი ჩიპები წარმოდგენილია სერიაში Raptor Lake-HX, ასევე გეიმინგ ლეპტოპებისთვის განკუთვნილი, შედარებით ნაკლებად ძლიერი ჩიპები - Raptor Lake-H სერიაში, თხელი ლეპტოპებისთვის განკუთვნილი მაღალი წარმადობის ჩიპები - Raptor Lake-P სერიაში და ყველაზე სუსტი ჩიპები თხელი ლეპტოპებისთვის - Raptor Lake-U სერიაში. 

image.jpeg 

დესკტოპ Raptor Lake პროცესორების მსგავსად მობილურ ვერსიებსაც ჰიბრიდული არქიტექტურა აქვთ: მათში გაერთიანებულია მძლავრი P-ბირთვები Raptor Cove და ენერეგოეფექტური E-ბირთვები Gracemont. ყველაზე მაღალი წარმადობის მოდელებში მოცემულია რვა P-ბირთვი და 16-მდე E-ბირთვი, ასევე შესაბამისად 32-მდე ნაკადი. ახალ პლატფორმას აქვს 16-მდე PCIe 5.0 ხაზისა და 128 გბ DDR5-5600 (ასევე DDR4-3200) ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა.  

image.jpeg 

Raptor Lake-HX სერიაში წარმოდგენილია მე-13 თაობის Core ჩიპები, რომლებიც ადაპტირებულია ლეპტოპებში გამოყენებაზე, რაც მიღწეულ იქნა TDP-ის 55 ვატამდე შემცირების შედეგად (დესკტოპ მოდელების TDP-ის დონე 125 ვატია), მაქსიმალური ენერგომოხმარებაა 157 ვატამდე (253 ვატი დესკტოპ მოდელებში), შედეგად შემცირებულია სამუშაო სიხშირეები. სერიაში შემავალი პროცესორების ბირთვების რაოდენობაა 10-დან 24-მდე. P-ბირთვების მაქსიმალური ტაქტის სიხშირე აღწევს 5.6 გჰც-ს Turbo-რეჟიმში. ინტეგრირებულ გრაფიკას გააჩნია 32-მდე ბლოკი (EU) და 1.65 ჰერცამდე სიხშირე. მესამე დონის ქეშ-მეხსიერების მოცულობა აღწევს 36 მბ-ს. 

image.jpeg 

image.jpeg 

image.jpeg 

Intel აცხადებს, რომ ახალი Core-HX პროცესორები თამაშებში 12%-ით სწრაფია წინა თაობის Alder Lake-HX-თან შედარებით, თუმცა რატომღაც ადარებენ Core i9-12900HX-სა და Core i9-13950HX-ს, რომლებიც არც თუ ისე ექვივალენტურია. ასევე გამოცხადებულია მნიშვნელოვანი ზრდა პროფესიონალურ აპლიკაციებში, განსაკუთრებით რენდერინგში. ახალი პროცესორები კიდევ უფრო მეტად აღემატება Zen 3+ არქიტექტურაზე დამყარებულ კონკურენტ Ryzen 6000 პროცესორებს - AMD-ს ჯერ არ წარუდგენია Zen 4 არქიტექტურის მქონე მობილური Ryzen 7000. 

image.jpeg 

Raptor Lake-H, Raptor Lake-P და Raptor Lake-U პროცესორები აგებულია მობილურ კრისტალებზე. მათ აქვთ 14-მდე ბირთვი, 24 მბ-მდე მესამე დონის ქეში და ინტეგრირებული გრაფიკა Intel Iris Xe, რომელიც მოიცავს 96-მდე EU-ს და მუშაობს 1.5 გჰც-მდე სიხშირეზე. ბევრ მოდელს აქვს უფრო სწრაფი ოპერატიული მეხსიერების მხარდაჭერა - LPDDR5X-6400 სტანდარტამდე. 

image.jpeg 

Raptor Lake-H ჩიპებში მოცემულია 8-დან (ოთხ-ოთხი P- და E-ბირთვი) 14-მდე ბირთვი (6 P-ბირთვი და 8 E-ბირთვი). ტაქტის სიხშირეები აღწევს 5.4 გჰც-ს. TDP დონეა 45 ვატი, ხოლო ენერგიის მაქსიმალური მოხმარება - 95 ვატი Core i5 მოდელების  და 115 ვატი -  Core i7 და Core i9 მოდელების შემთხვევაში. წარმადობის ზრდა წინა თაობის Core-H ჩიპებთან 10-11%-ს შეადგენს. 

image.jpeg 

Raptor Lake-P სერიაში შევიდა მხოლოდ ოთხი მოდელი, რომელთაგან სამ აქვს 12 ბირთვი (4+8), ერთს კი - 14 ბირთვი (6+8). მაქსიმალური ტაქტის სიხშირე შეადგენს 5.2 გჰც-ს, TDP-ის სტანდარტული დონე - 28 ვატს. მაქსიმალური ენერგომოხმარება 64 ვატს არ აღემატება. 

image.jpeg 

და ბოლოს, Raptor Lake-U-ში მოცემულია 5-დან 10 ბირთვი, რომელთაგან მხოლოდ 1 ან ორია მაღალი წარმადობის, დანარჩენები კი - ენერგოეფექტური. ასეა თუ ისე, მათ შემთხვევაში სიხშირეები შთამბეჭდავია - 5.2 გჰც-მდე. TDP-ის დონე შეადგენს 15 ვატს, მაქსიმალური ენერგომოხმარება - 55 ვატს. 

image.jpeg 

Intel Core 13 თაობის ყველა მობილურ პროცესორზე მხარდაჭერილია Wi-Fi 6E, Bluetooth LE Audio და Thunderbolt 4 - ბოლო მათგანს აქვს DisplayPort 2.1 მხარდაჭერა. Intel-ის თქმით 2023 წელს მოსალოდნელია 250-ზე მეტი ლეპტოპის გამოშვება ახალი პროცესორებით, ასევე 60-ზე მეტი მოდელის გამოსვლა მძლავრი Raptor Lake-HX სერიის ჩიპებით. 

ყველა მობილურ Raptor Lake-ს აქვს ტექნოლოგია Endurance gaming-ის მხარდაჭერა ბატარეის მუშაობის გასახანგრძლივებლად FPS-ის შემცირების ხარჯზე, ასევე ზოგიერთი ჩიპი ფლობს დისკრეტულ ხელოვნური ინტელექტის ამაჩქარებელ Movidius VPU-ს ხმაურის შემცირებისა და ვებ-კამერის გამოსახულების გაუმჯობესებისთვის. 

Link to comment
Share on other sites

Გეიმინგ ლეპტოპი მაგარი ღადო თემაა კიდე😁

რაც არ უნდა ძლიერი იყოს მე ვერ ვთამაშობ ლეპტოპის ფორმის აპარატზე

Link to comment
Share on other sites

ბევრი სმარტფონზეც მშვენივრათ უბერავს (მე რა თქმა უნდა არც მიცდია) ლეპზე კი არა, მანდ გაგრილება კიდე უფრო სპეციფიკური თემაა დიდ ვებერთელა თანამედროვე კეისებზე ხოშიანი გაგრილებით რაცაა, დაჟე ჰაერზეც კი სხვაობა კოლოსალურია, მანდ 150 ვატიო და იქ 700 ვატიანსაც აგრილებს მაგაზე ბევრათ კარგათ, ეგ კარტა+პროცესორი და მაგაზე ხმაურიანიც არაა დაჟე, ანუ მე უბრალოთ მაგალითი მოვიყვანე რა კოლოსალური სხვაობაა ტპდ-ვატებში და მაინც უფრო ცხელი ლეპია, მანდ ეგ რომ გააგრილო საჭიროა დაუწიო სიხშირეს, დაუკლო  ვოლტი პროცესორ-ვიდეოკარტაზე და ასე 15% კარგავ საერთო წარმადობის, ეგ კიდე ნორმალურია თუ გსურს კარგი კულერებით 70 გრადუსი შეინარჩუნო თამაშებში, ისე 80-85 და ზევით უბერავს თუ არაფერს შეუცვლი, ამიტომ დაწვის შანსი მატულობს, მაგრამ ეგ მართლა ძალზე მოშლი ლეპია დაჟე მაგ 15% პერფორმანსის დაკლებითაც ძალიან სერიოზული წარმადობა აქვს მაგ პატარა ყუთისთვის, მაგ მხრივ ვერაფერს დაუწუნებ მაგრამ ტემპები მაინც მაღალი აქვს, აქვს რაღაც ეგეთი ამდ-აც, გამოუშვეს მაგათმაც 7000 სერიის 16 ბირთვიანი პირველი მობილური პროცესორი, ექნებათ 7000 სერიის მობილური გეიმერული კარტაც, ოღონდ რა თქმა უნდა 4090 დონის არ იქნებაო, უფრო სუსტი, ისე ცალკე რენდერში და მძიმე ტასკებში სადაც ვიდეოკარტა არ გამოიყენება ტემპები 15-20 გრადუსით ნაკლები ყოფილა პროცესორზე, ეგრე იზრდება ვიდეოკარტაც რომ ხურდება პროცესორის ტემპერატურაც მასეთ ლეპტოპებზე, ანუ რენდერისთვის ეგეთი პაჟარი აღარაა როცა თამაშობ მინიმუმ 20 გრადუსი ემატება პროცესორზეც, ეგ ეგეთი ფიშკაა მაგ თანამედროვე ლეპტოპების ბოლო სერიებზე ძლიერი ვიდეოკარტა რაზეც აყენია ყველა დუღილს იწყებს პარარელურათ პროცესორიც რომ იგრუზება და ვიდეოკარტაც და ეგ 200 ვატსაც არ ცდება პიკზე საერთო დენის მოხმარება VS 700 და მეტ ვადებს თუ შევადარებთ იგივე 13900K+4090 თამაშებში საშვალოთ, ნუ 700 თუ არა 500 ცდება ეგეთი ნამდვილათ

Link to comment
Share on other sites

3 hours ago, George said:

Მაგას ვამბობ მეც. ტელეფონში თამაში ნუ ეს ყველამ ვიცით რომ არაა ეს ის რასაც გეიმინგი ქვია. Ლეპტოპის სიმძლავრეზე არაა უბრალოდ მაგხელა ეკრანზე და დაბლა რომ იყურები ვერაა კომფორტული. Პლიუს მაგ კლავიატურაზე თამაში უბრალოდ კატასტროფაა.

სითბოს გამოყოფა და სითბოს ართმევა უზარმაზარი პრობლემაა. Ისე ადრე ვიყიდე სამუშაოდ i7 3630qm-ზე სონის ლეპტოპი. 100-102 გრადუსზე მუშაობდა რენდერზე. Ერთი 7 წელი მე მქონდა და რავი არ დამწვარა.  ხელზე რომ მციოდა გვერდიდან გამოსულ ცხელ ჰაერზე ვთბებოდი😁

Link to comment
Share on other sites

მეც მქონდა და მალევე დალია სული 1 წლის შემდეგ, არ უყვარს საშინლათ კიდე ტრანსპორტიროვკა, სოფელში რომ წაათრიო თუნდაც შეიძლება გზაში დალიოს სული და მერე გადაიწვას კარტა, ცხელებია ძალიან და თუ არ დაგეწვა მინიმუმ იზრდება დაწვის შანსები, ვიდრე იგივე დესკტოპზე ძლიერ სისტემებზე, თან 80 გრადუსს როცა ცდება ხმაურობს ძალიან ყველაფერი, დესკტპპზე არაა დიდათ ეგ პრობლემა და მაგდენზეც არ ხურდება მაინც ნორმა გაგრილებით, ეხლა უბრალოთ უფრო დაიხვეწა გაგრილება მასეტ ლეპტოპებში და შეიძლება უფრო დიდ ტემპებზეც იმუშავოს გადაწვის გარეშე, მაგრამ მაინც ზღვარზეა და არანაირი ლიმიტი აღარ რჩება გაგრილების მხრივ, ბანალურათ არ გრილდება ჰაერზე მაგ პატარა ყუთში რომ მაგხელა ფპს გქონდეს თამაშებში და შედარებით დაბალი ტემპერატურა არ ხერხდება ეგ ამბავი, უნდა შეამცირო წარმადობა და მაშინ შეიძლება იმუშავოს უკვე 70-75 გრადუსზე კარგი პადით

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.