Jump to content

Apple-ს არ წარუდგენია არც ერთი ახალი Mac გასული წლის მეოთხე კვარტალში - ეს პირველად მოხდა 2000 წლის შემდეგ


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Apple-მა პირველად 22 წლის გამავლობაში არ წარადგინა არც ერთი ახალი Mac კომპიუტერი წლის მეოთხე კვარტალში. ეს ფაქტი დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალი MacBook Pro-სა და Mac Pro-ს გამოშვება, რაც შემოდგომაზე უნდა მომხდარიყო, 2023 წლისთვის იქნა გადატანილი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: macrumors.com 

ისტორიულად, Apple ერთ ახალ Mac კომპიუტერს მაინც უშვებდა ყოველი წლის ბოლო კვარტალში. ეს ტრადიცია დაიწყო 2001 წელს, როდესაც ბაზარზე გამოვიდა iBook G3. ბაზარზე გამოსული ბოლო Mac კომპიუტერი იყო 2022 წლის ივლისში წარდგენილი ლეპტოპი MacBook Air საფირმო Apple M2 ჩიპით. MacBook Air-ის გამოშვების შემდგომი პერიოდი შეიძლება იყოს ყველაზე გრძელვადიანი Apple-ის ახალი კომპიუტერების ანონსებს შორის. 

ვრცელდებოდა ხმები, რომ Apple ახალ 14-და 16-დუიმიან MacBook Pro-ებს წლის ბოლომდე წარადგენდა, თუმცა ეს არ მოხდა. ინსაიდერების მონაცემებით, რომლებიც მიწოდების ჯაჭვთან დაკავშირებულ წყაროებს ეყრდნობიან, ახალი MacBook Pro მოდელების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა მიმდინარე წლის მარტზე ადრე არ შედგება. 

ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურა Bloomberg-ის ჟურნალისტმა მარკ გურმანმა, რომელიც ადრე წერდა, რომ ახალი Mac კომპიუტერები გამოჩნდება 2023 წლის პირველ კვარტალში. MacBook Pro ლეპტოპების შემთხვევაში თავდაპირველი მოლოდინების შეფერხება შეიძლება იყოს ექვს თვემდე პერიოდი. მოსალოდნელია, რომ Apple-ის ახალი ლეპტოპები დამყარებული იქნება  საფირმო M2 პროცესორებზე, ასევე მიიღებენ სხვა აპარატულ გაუმჯობესებას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.