Jump to content

Dell-მა წარადგინა გაუმჯობესებული ეკოლოგიური ლეპტოპი Concept Luna, რომლის სწრაფად აწყობა შესაძლებელია ინსტრუმენტების გარეშე


Recommended Posts

Dell-მა გააზიარა პროექტ Concept Luna-ს ფარგლებში ბოლო მიღწევა ეკოლოგიურად სუფთა ლეპტოპის შემუშავების კუთხით. პირველი კონცეპტი წარდგენილ იქნა გასულ წელს და იმ დროს გამოცხადდა, რომ პროექტის მიზანი იყო საიმედო ლეპტოპის შექმნა, რომელიც დამზადებული იქნებოდა ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან, მინიმალური რაოდენობის ხრახნებისა და კომპონენტებისგან, რომელთა შეცვლა განახლებისა და უტილიზაციისას მარტივი იქნებოდა. პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს კომპანია Intel-თან თანამშრომლობით. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Dell 

Dell-მა განაცხადა, რომ ბოლო წლის განმავლობაში მისმა გუნდმა „იმუშავა Concept Luna-ს მოდულური კონსტრუქციის გაუმჯობესებაზე, აღმოფხვრეს წებოს გამოყენებისა და სადენების საჭიროება და უზრუნველყვეს ხრახნების მინიმალური რაოდენობ“. ამჟამად კონცეპტის დაშლა შესაძლებელია „სულ რამდენიმე წუთში“, თანაც სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე. ამგვარი რამ მიღწეულ იქნა მოწყობილობის მოდულური კონსტრუქციის წყალობით. შედარებისთვის, Concept Luna-ს პირველი ვერსიის აწყობისთვის საათანხევარი იყო საჭირო. 

სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://tinyurl.com/y8mwb53h 

ვიდეოში ნაჩვენებია, როგორც შლის Dell-ის წარმომადგენელი Concept Luna-ს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. კლავიატურის განბლოკვის შემდეგ მან ამოიღო ორი დინამიკი, ბატარეა, ცენტრალური პროცესორის ქულერი და დედა ბარათი. შესაძლებელია დისპლეის შეცვლაც ცენტრალური პანელის განბლოკვის შემდეგ. კონცეპტში ასევე გათვალისწინებულია პროცესორის მეორე ქულერის განთავსების შესაძლებლობა, რაც მასში უფრო მძლავრი პროცესორის გამოყენების საშუალებას იძლევა. 

გარდა ამისა, შესაძლებელია Luna სერიის მოწყობილობების აწყობისა და დაშლის ავტომატიზება და ამ პროცესის დროს მოხდება ცალკეული კომპონენტების ტესტირება ჩანაცვლების საჭიროების დასადგენად. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Owen Grove / The Verge 

Dell-ს არ დაუსახელებია თარიღი, თუ როდის გამოვა ეს კონცეპტი კომერციული პროდუქტის სახით. ჯერჯერობით ისიც კი უცნობია, გეგმავს თუ არა კომპანია მის გამოშვებას. სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პროექტის ტექნოლოგიები გამოყენებულ იქნას კომპანიის სხვა მოწყობილობებში. 

აღსანიშნავია, რომ მოდულური ლეპტოპის დიზაინის იდეას ბაზარზე უამრავი მომხრე ყავს. მაგალითად, Framework-მა მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოუშვა მოდულური Chromebook. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.