Jump to content

PowerColor-მა წარადგინა Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT Red Devil


Recommended Posts

კომპანია PowerColor-მა წარადგინა ვიდეო ბარათები Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT საფირმო შესრულებით Red Devil. ბარათებს აქვთ სამქულერიანი გაგრილების მასიური სისტემა. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: PowerColor 

წარმოდგენილი ბარათების უნიკალური, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით სრულიად უსარგებლო მახასიათებელია უკანა გამაძლიერებელი ფირფიტის უჩვეულო დიზაინის მქონე მოსახსნელი თავსახური. თავად ფირფიტისგან განსხვავებით იგი დამზადებულია არა ლითონის, არამედ პლასტმასისგან, ამიტომ არ გააჩნია რაიმე დამატებითი გაგრილების უნარი, არამედ აქვს მხოლოდ დეკორატიული ფუნქცია და აღჭურვილია RGB განათებით. 

image.jpeg 

კომპანიას არ გაუზიარებია Radeon RX 7900 XTX Red Devil და RX 7900 XT Red Devil ვიდეო ბართების დეტალური ტექნიკური მახასიათებლები. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბარათებში გამოყენებული 14-ფენიანი ტექსტოლიტისგან დამზადებული PCB ისევე, როგორც ადრე წარმოდგენილ Hellhound დიზაინის Radeon RX 7900 XTX-სა და RX 7900 XT-ში. Red Devil განსხვავდება მხოლოდ 21-ფაზიანი VRM კვების ქვესისტემით. Hellhound მოდელებში იგი 20-ფაზიანია. 

image.jpeg 

კომპანიამ ასევე გააძლიერა Red Devil ვიდეო ბარათების დიზაინი ლითონის გვერდით ფირფიტით, რომელიც დამატებით იცავს ამაჩქარებლებს PCIe სლოტში ჩავარდნისაგან. ორივე ვიდეო ბარათს აქვს სამი 8-პინიანი კონექტორი დამატებითი კვებისთვის და ორმაგი BIOS სისტემის მხარდაჭერა. 

image.jpeg 

image.jpeg 

Red Devil დიზაინის მქონე ვიდეო ბარათების ყველა მოდელის დამახასიათებელი თვისებაა წითელი განათება - მწარმოებელს ამ ტრადიციისგან არ გადაუხვევია. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.