Jump to content

ანალიტიკოსებმა დააფიქსირეს Bitcoin-ინვესტორების კაპიტულაციის შესუსტება


Recommended Posts

image.jpeg 

FTX-ის კოლაფსის შემდეგ რეალიზებული დანაკარგების დინამიკამ კლება დაიწყო და დაფიქსირდა პოზიტიური ცვლილება onchain-აქტივობაში. ასეთია Glassnode-ის ანალიტიკოსების დასკვნები. 

FTX-ის კრახმა ხელი შეუწყო რეკორდულ დღიურ რეალიზებულ ზარალს 4.435 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით. მომდევნო დღეებში კაპიტულაციის ხარისხი შემცირდა ყოველკვირეული მოძრავი საშუალო მაჩვენებლის მიხედვით. 

ანალიტიკოსებმა გაიხსენეს, რომ Terra-ს ეკოსისტემის დაშლის შემდეგ რეალიზებულმა ზარალმა შეადგინა დაახლოებით 700 მლნ აშშ დოლარი ყოველდღიურად მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

სპეციალისტებმა გამოიკვლიეს შეფარდება რეალიზებულ მოგებასა და ზარალს შორის, რომელმაც მიაღწია რეკორდულად დაბალ მაჩვენებელს - პირველი მათგანი აღმოჩნდა 14-ჯერ ნაკლები მეორესთან შედარებით. წინა მსგავსი სიტუაციები წინ უძღოდა ბაზრის ფაზების ცვლილებას - ასეთი გაფრთხილება გამოთქვეს მათ. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

რეალიზებული კაპიტალიზაციის მეტრიკის საფუძველზე ანალიტიკოსებმა დაადგინეს, რომ 2022 წლის მაისში Terra-ს დაშლის შემდეგ კაპიტალის გადინება შენარჩუნებულია - მონაწილეებ ბაზრის პიკისას შესრულებულ შესყიდვებ ზარალზე ხურავენ. 

ინდიკატორი დაუბრუნდა ბაზრის ისტორიულ მაქსიმუმზე გადასვლამდე არსებულ დონეს (2021 წლის ნოემბერში), რაც მიუთითებს ამ ჭარბი ლიკვიდობის თითქმის სრულ „დეტოქსიკაციაზე“, აღნიშნეს სპეციალისტებმა. ფაქტობრივად, დაკვირვების ქვეშ არსებული გადინება ისტორიაში სიდიდით მესამეა და გადააჭარბა 2018 წლის მაჩვენებლებს, რაც ყველაზე აქტუალურია ბაზრის ციკლის სიმწიფის კონტექსტში. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

ფასების შემცირება გახდა კატალიზატორი on-chain-მეტრიკის გაუმჯობესებისთვის. პირველად 2022 წლის აპრილის შემდეგ, როდესაც Bitcoin 48 000 დოლარად შეფასდა, აქტიური მისამართების კლასტერების რაოდენობის ყოველთვიურმა საშუალო მოძრავმა საშუალომ წლიურ მოძრავ საშუალო მაჩვენებელს გადააჭარბა. მსგავსი ვითარება შეინიშნება მაინერების საკომისიოს ინდიკატორშიც, რაც მიუთითებს ბლოკის შევსების ხარისხის ზრდაზე. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

Onchain ღირებულებაზე გადაცემული მაჩვენებლის მოცულობის დინამიკა სუსტი რჩება - ის იმყოფება მინიმუმთან ახლოს მიმდინარე ციკლის ფარგლებში. აქტიური მისამართების ზრდისა და ტრანზაქციული აქტივობის ფონზე ეს ვითარება მიუთითებს კრიპტო ვეშაპების დომინირების შემცირებასა და ბაზრის მცირე მონაწილეების მიერ ბლოკჩეინის გამოყენებაზე. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

და ბოლოს ანალიტიკოსებმა განიხილეს მოკლე- და გრძელვადიანი ინვესტორების ფლობაში არსებული Bitcoin-ების „თვითღირებულება“. პირველმა მათგანმა შეადგინა 18700 აშშ დოლარი, მეორემ - 22900 აშშ დოლარი. 

ნოემბერში სპეკულანტების მიერ პირველი კრიპტოვალუტის შესყიდვის ფასის მკვეთრი ვარდნა ბოლო დროს აისახა დიდი მოცულობის მოენეტებზე, რომლებიც ხელიდან ხელში გადავიდა. მაჩვენებლების ერთმანეთთან მიახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ბაზრის უფრო შეთანხმებული და თანმიმდევრული ქცევა არასტაბილურობის საპასუხოდ. 

„აღქმული რისკი და შესაძლებლობა ყველა მონაწილეს შორის, ძველებსა თუ ახლებში, ერთნაირი გახდა. ეს უზრუნველყოფს ბაზრის სრული „დეტოქსიკაციის“ გაგრძელებას“, - განმარტეს ანალიტიკოსებმა. 

image.png 

წყარო: Glassnode. 

Bitcoin-ის კაპიტალიზაციასთან მიმართებაში ყველა ტიპის ინვესტორების არარეალიზებულმა ზარალმა შეადგინა 56%. წინა დათვური ფაზების უკიდურესობების ფონზე მაჩვენებელი ასევე აჭარბებდა 50%-ს.  

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.