Jump to content

Cooler Master-მა წარადგინა Orb X, ნახევრად დახურული კაფსულა გეიმერებისა და პროფესიონალებისთვის


Recommended Posts

კომპანია Cooler Master-მა განაცხადა, რომ მალე გამოუშვებს უჩვეულო კომპიუტერ Orb X-ს, რომელიც პირველ რიგში ორიენტირებულია გეიმერებზე, თუმცა ასევე გამოდგება სერიოზული სამუშაოებისა და სხვადასხვა ამოცანის შესრულებისთვის. ახალ მოწყობილობას აქვს კაფსულის ფორმა და მასში წარმოდგენილია პერსონალური კომპიუტერი, სავარძელი, სამაგრი სამი მონიტორისთვის, აუდიოსისტემა, რამდენიმე USB-პორტი და უამრავი შუქდიოდი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Cooler Master 

Orb X-ის კონსტრუქცია მომხმარებელს საშუალებას მისცემს იზოლირდეს გარე სამყაროსგან, რათა გაზარდოს პროდუქტიულობა სამუშაოს შესრულებისას. მოწყობილობაში შესაძლებელია ერთ 34-დუიმიანი ან სამ 27-დუიმიანი მონიტორის განთავსება. ასევე ხელმისაწვდომია ადგილი ლეპტოპის ან გეიმინგ კონსოლისთვის. 

მოწყობილობაში წარმოდგენილია ჩაშენებული USB ჰაბი ოთხი USB Type-A და ორი USB Type-C პორტით, რომელთაგან ერთი გასცემს 60 ვატ სიმძლავრეს. მაუსის განთავსების სივრცე დაფარულია ნაჭრის ხალიჩით. ინტეგრირებული აკუსტიკური სისტემა მოიცავს ორ დინამიკსა და საბვუფერს. 

image.jpeg 

კაფსულაში განთავსებულია მოსახერხებელი სავარძელი წელისა და კისრის მდებარეობის რეგულირების მხარდაჭერით, აგრეთვე აქვს ფეხების საყრდენი. კომპანიის თქმით Orb X უზრუნველყოფს „პირად გარემოს“, რომელშიც მომხმარებელს ყურადღებას არ გაუფანტავს გარე ფაქტორები. თუმცა მოწყობილობის გარეგნული იერსახე ყველას ყურადღებას მიიპყრობს იმის მიუხედავად, სად იქნება განთავსებული, რასაც ხელს უწყობს არა მხოლოდ უჩვეულო დიზაინი, არამედ გარე LED განათება, რომლის კონფიგურირება შესაძლებელია მომხმარებლის სურვილის მიხედვით. 

image.jpeg 

Orb X-ის ზომაა 2088 × 1881 × 1810 მმ, წონა - 345 კგ. კაფსულის ზედა ნაწილში მოცემულია ელექტრო ამძრავი, მართვისთვის კი გათვალისწინებულია სპეციალური დისტანციური მართვის პულტი. ამ ეტაპზე ახალი პროდუქტის შეძენის მსურველებს შეუძლიათ ჩაეწერონ მოლოდინის რიგში. ზუსტად როდის დაიწყება Orb X-ის მასობრივი წარმოება, ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ ცხადდება კაფსულის ზუსტი ღირებულება, თუმცა ადრე მწარმოებელმა განაცხადა, რომ მისი ფასი 12-14 ათასი აშშ დოლარის ფარგლებში შეიძლება იყოს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.