Magdalena Posted December 8, 2022 Share Posted December 8, 2022 კომპანია ASUS-მა გააზიარა გასულ თვეში დაანონსებული Radeon RX 7900 XTX TUF Gaming და Radeon RX 7900 XT TUF Gaming ვიდეო ბარათების ტექნიკური მახასიათებლები. ორივე მათგანს ექნება გრაფიკული პროცესორის მცირე ქარხნული აჩქარება ეტალონურ სიხშირეებთან შედარებით. ფოტოს წყარო: ASUS ASUS მიუთითებს თითოეული ვიდეო ბარათის ორ სამუშაო რეჟიმზე: „სტანდარტული“ და „OC”. ბოლო მათგანი აქტიურდება საფირმო პროგრამულ უზრუნველყოფა ASUS GPU Tweak-ით და საშუალებას იძლევა კიდევ ოდნავ გაიზარდოს GPU-ის მაქსიმალური სიხშირე. შეგახსენებთ, რომ Radeon RX 7900 XTX-ის გრაფიკული პროცესორის ეტალონური გეიმინგ სიხშირე 2300 მჰც-ს შეადგენს, Boost რეჟიმში კი აღწევს 2500 მჰც-ს. ფლაგმანური ამაჩქარებელი აგებულია GPU Navi 31-ის ბაზაზე 6144 ნაკადური პროცესორით. ვიდეო ბარათს აქვს 24 გბ GDDR6 მეხსიერება 20 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე 384-ბიტიანი სალტით. Radeon RX 7900 XT-ის ეტალონური ვერსია აგებულია 5378 ნაკადური პროცესორის მქონე GPU Navi 31-ის ბაზაზე, მისი გეიმინგ სიხშირეა 2000 მჰც, Boost სიხშირე კი 2400 მჰც-ს შეადგენს. ბარათს აქვს 20 გბ GDDR6 მეხსიერება 20 გბ/წმ სიჩქარით კონტაქტზე და 320-ბიტიანი სალტე. ASUS TUF Gaming Radeon RX 7900 XTX OC Edition-ის GPU-ის სიხშირეები: „OC” რეჟიმი: 2615 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 4.6%-ით მაღალი; 2455 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) – ეტალონურ მაჩვენებელზე 6.7%-ით მაღალი. „სტანდარტული“ რეჟიმი: 2565 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 2.6%-ით მაღალი; 2395 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) — ეტალონურ მაჩვენებელზე 4.1 %-ით მაღალი. ASUS TUF Gaming Radeon RX 7900 XT OC Edition-ის GPU-ის სიხშირეები „OC” რეჟიმი: 2535 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 5.6 %-ით მაღალი; 2175 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 8.7%-ით მაღალი. „სტანდარტული“ რეჟიმი: 2500 მჰც-მდე (Boost-სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 4.1 %-ით მაღალი; 2130 მჰც-მდე (გეიმინგ სიხშირე) - ეტალონურ მაჩვენებელზე 6.5 %-ით მაღალი. ASUS-ის ორივე ვიდეო ბარათს აქვს გაგრილების მასიური სისტემა სამი ქულერით. თითოეული ამაჩქარებელი 3.6-სლოტიანია. ორივეს აქვს სამი 8-პინიანი დამატებითი კვების კონექტორი. გარდა ამისა, ვიდეო ბარათებზე წარმოდგენილია ერთი HDMI 2.1 და სამი DisplayPort 2.1. Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების გაყიდვა 13 დეკემბრიდან დაიწყება. https://tinyurl.com/yuvaya3y 1 Quote Link to comment Share on other sites More sharing options...
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.