Jump to content

აშშ-ის სენატი განიხილავს CFTC უფლებამოსილების ხარვეზებს FTX-ის კოლაფსის ფონზე


Recommended Posts

image.png 

FTX-ის კოლაფსის შესწავლისას სერიოზული ჩავარდნები შეინიშნება მოქმედ კანონმდებლობაში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ აშშ-ის სენატის კომიტეტის წევრები (რომლები კურირებენ დერივატივებით ვაჭრობას) და CFTC -ის ხელმძღვანელი Rostin Behnam 

Behnam-მა განაცხადა, რომ კომისიის წესები შეიცავს „ბაზრებზე ათწლეულების განმავლობაში მოქმედ ძირითად ელემენტებს“, რომლებიც არასაკმარისი აღმოჩნდა FTX-ის კრახის კონტექსტში. კერძოდ, SEC-ს, CFTC-სგან განსხვავებით, აქვს უფლებამოსილება - განახორციელოს ისეთი ძირითადი გარანტიების დაცვა, როგორებიცაა მომხმარებლების სახსრების სეგრეგაცია და გარიგებების საუკეთესო სახით შესრულება. 

”ახალი სააგენტოს უფლებამოსილების გარეშე ხარვეზები იქნება ფედერალურ ნორმატიულ-უფლებრივ ჩარჩოში მაშინაც კი, როდესაც სხვა მარეგულირებლები იმოქმედებენ თავიანთი მანდატების ფარგლებში”, - მიუთითა Behnam-მა. 

ჩინოვნიკმა წამოჭრა თემა სააგენტოებს შორის სავარაუდო კონფლიქტების შესახებ და უპასუხა ეჭვებს "ძალაუფლების ხელში ჩაგდების" სურვილის შესახებ. მისი თქმით, SEC-სა და CFTC-ს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება, თუმცა მისი ხელმძღვანელობით კომისიის უფლებამოსილების გაფართოება „შეავსებს ჩავარდნებს“. 

„მე ვთვლი, რომ ვალდებულებები შეიძლება იდენტური ყოფილიყო კომპლექსური რეგულირების მქონე სააგენტოებს შორის. CFTC-ის რეგულირება კარგად მუშაობს, როცა მისაღებია“ - განმარტა Behnam-მა. 

ზედამხედველობის წარმატებულ მაგალითად მან მოიყვანა FTX-ის შემადგენლობაში შემავალი პლატფორმა LedgerX, რომელიც მომხმარებლებს მომსახურებას უწევს კრიპტოდერივატივების ბაზარზე. მან აღნიშნა, რომ კომისიას არ ჰქონდა უფლებამოსილება - შეესწავლა არარეგულირებადი ორგანიზაციების არასწორი ქმედებები [FTX-ის გუნდში]. 

Behnam-მა ასევე ყურადღება გაამახვილა რეიტინგული სააგენტოების ზედამხედველობის სფეროში არსებულ ხარვეზებზე, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს სემ ბენკმენ-ფრიდის კრიპტო ბირჟის მართვის ხარისხს. 

ფინანსური ინოვაციების შესაბამისი კანონების თანაავტორმა სენატორმა კრისტენ ჯილიბრანდმა მიუთითა, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უცხოური კომპანიების გავლენა მათ ამერიკულ კონკურენტებზე, მათ შორის ოფშორებზე. მან აგრეთვე ახსენა კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის გარიგებებთან დაკავშირებული რისკები. 

Behnam-მა აღნიშნა, რომ CFTC-ისთვის განკუთვნილი FTX-ის დოკუმენტები LedgerX-ის შეძენის შესახებ საუკეთესო შემთხვევაში წარმოადგენდა „შეტყობინების გაგზავნას“. 

მანამდე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრმა ტომ ემერმა FTX-ის კრიზისს კრიპტო ინდუსტრიის რეგულირების წარუმატებლობა უწოდა. 

შეგახსენებთ, რომ ივლისში Behnam-მა გამოაცხადა ტექნოლოგიური ინოვაციების ოფისის შექმნის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს კრიპტო ინდუსტრიას. 

ოქტომბერში ოფიციალურმა წარმომადგენელმა ციფრული აქტივების სფეროს მონაწილეები გააფრთხილა, რომ რეგულაცია გარდაუვალი იყო. SEC-ის ხელმძღვანელმა გერი გენსლერმა მხარი დაუჭირა CFTC-ის მანდატის გაფართოებას ინდუსტრიაში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.