Jump to content

პიტერ შიფი: USDT და USDC გაუსწრებენ Bitcoin-ს კაპიტალიზაციის თვალსაზრისით


Recommended Posts

image.png 

ორი წამყვანი Stablecoin-ის - USDT-ისა და USDC-ის ჯამური კაპიტალიზაცია Bitcoin-ის კაპიტალიზაციას გადააჭარბებს. ეს პროგნოზი გააკეთა ოქროს მხარდამჭერმა და პირველი კრიპტოვალუტის კრიტიკოსმა პიტერ შიფმა. 

აშშ დოლარით მხარდაჭერილი ორი უმსხვილესი Stablecoin-ის ღირებულება ბაზრის 14%-ს შეადგენს. ეს არის სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, Ethereum-ის ღირებულების 80%“ - განაცხადა Euro Pacific-ის პრეზიდენტმა. 

მისი აზრით მალე USDT-ისა და USDC-ის კაპიტალიზაცია Bitcoin-ისას გადააჭარბებს. 

CoinGecko-ს მონაცემებით ციფრული ოქროს კაპიტალიზაცია წერის მომენტისთვის 317.2 მლრდ აშშ დოლარია, ორი Stablecoin-ის ერთობლივი ღირებულება 109.7 მლრდ აშშ დოლარს აღწევს. 

image.png 

წყარო: CoinGecko. 

შიფმა ყურადღება გაამახვილა კრიპტოვალუტების მიწოდების ზრდასა და მათზე მოთხოვნის ვარდნაზე. მისი გათვლებით, გასული წლის განმავლობაში პირველი მაჩვენებელი "დაახლოებით 50%-ით" გაიზარდა. 

„მაგრამ იმავე პერიოდში ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა დაახლოებით 73%-ით. Bitcoin-მანია დასრულდა. იყიდეთ ოქრო, ”- განაცხადა შიფმა. 

Euro Pacific-ის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა FTX-ის კოლაფსზე და სახელისუფლებო ზედამხედველობაზე. მან ვერ დაინახა მეტი რეგულაციის საჭიროება და ფედერალურ სარეზერვო სისტემას მოუწოდა "შეწყვიტოს სახლმწიფო სტიმულირება, სუბსიდიები, გარანტიები და გადარჩენის ოპერაციები". 

„ეს შეტყობინება შთაგონებული იყო მათ მიერ, ვინც ითხოვს მეტ სამთავრობო რეგულირებას SBF-ისა და FTX-ის თაღლითობის შესახებ. თავისუფალი ბაზრის კაპიტალიზმის სილამაზე ის არის, რომ იგი თვითრეგულირებადია. რეპუტაციისთვის კონკურენცია და მოგება-ზარალი საუკეთესო მარეგულირებელია“, - განაცხადა შიფმა. 

შეგახსენებთ, რომ მაისის დასაწყისში შიფმა Bitcoin-ის 10 ათას აშშ დოლარამდე ვარდნა დაუშვა 30 აშშ დოლარიანი დონის მკვეთრი გარღვევის შემთხვევაში. აგვისტოში მან გაიმეორა თავისი პროგნოზი და განაცხადა, რომ ეჭვი ეპარებოდა პირველი კრიპტოვალუტის ფასი ახალ სიმაღლეებზე მიღწევაში. 

Link to comment
Share on other sites

მეეჭვება რაღაც ეგ რომ მოხდეს, ჯერ ვერც ეთერეუმს უსწრებენ, მანამდე დაჟე რიპლი და ბაინანსი იყო წინ და ჩემი აზრით როგორც კი დიდი ბულრანი მოხდება შემდეგი, ისევ გადაუსწრებენ ტეტერს ეგ კოინები და შეიძლება არა მარტო ეგენი, მაგრამ მძიმე კრიზისების დროს მარტო ბიტკოინი და ეთერეუმი უსწრებს ტეტერს ჯერ, მეორე მხრივ არც ისე მცირეა ამ ეტაპზე მაინც ჩამორჩენა, მაგრამ თვითონ ტეტერმა ყველას დიდი ატრივით გაუსწრო, მარტო ბაინანსია ახლო დისტანციაზე ამ ეტაპზე ჯერ

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.