Jump to content

Ryzen 9 7900, Ryzen 7 7700 და Ryzen 5 7600 მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვა


Recommended Posts

ბოლო თვეებში ჩნდება დეტალები Ryzen 7000 პროცესორების შესახებ, რომლებიც „X” სერიას არ მიეკუთვნება. ადრე ცხადდებოდა, რომ Ryzen 5 7600 გამოჩნდა SiSoftware Sandra Benchmark-ზე, რის შედეგად ცნობილი გახდა პროცესორის აპარატული მახასიათებლები და წარმადობა. Ryzen 7 7700 მოდელი გამოჩნდა Geekbench-ის ტესტებში, სადაც ჩიპი 5%-ით ნელი აღმოჩნდა ერთნაკადიან ტესტში და 11%-ით ნელი - მრავალნაკადიან სამუშაო დატვირთვებში Ryzen 7 7700X-თან შედარებით. 

image.png 

მჟამად მორიგი ინსაიდერის ახალი ინფორმაციით მეტი რამ გახდა ცნობილი მოსალოდნელი სამომავლო პროცესორების ტაქტის სიხშირეების, გამოშვების თარიღისა და ფასების შესახებ. 

chi11eddog-ის ცნობებით Ryzen 5 7600-ს ექნება Ryzen 5 7600X-თან (5.3 გჰც) შედარებით 5.1 გჰც-მდე შემცირებული ტაქტის სიხშირე. თუმცა ალტერნატიული ინფორმაციით ორივე ხსენებულ პროცესორს აქვთ ბირთვების იდენტური კონფიგურაცია და ქეშის მოცულობა, ამიტომ ახალი პროცესორის წარმადობამ დიდად არ უნდა მოიკლოს, ყოველ შემთხვევაში, თეორიულად. ასევე მოსალოდნელია, რომ Ryzen 5 7600-ს TDP-ის უფრო დაბალი მაჩვენებელი - 65 ვატი უნდა ჰქონდეს. 

Ryzen 7 7700-ის შემთხვევაში ინსაიდერი აღნიშნავს, რომ ჩიპის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5.3 გჰც და TDP-ის დონე - 65 ვატი. თუ ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ამ მოდელს ექნება 100 მჰც-ით ნაკლები ტაქტის სიხშირე ანალოგიური მოცულობის ქეშიდა და ბირთვების რაოდენობის მქონე Ryzen 7 7700X მოდელთან შედარებით. 

და ბოლოს, 12-ბირთვიანი, 24-ნაკადიანი Ryzen 9 7900-ის მაქსიმალური სიხშირე იქნება 5,4 გჰც, რაც 200 მჰც-ით ნაკლებია Ryzen 9 7900X-თან შედარებით. ისევე, როგორც Ryzen 7000 სერიის სხვა პროცესორებს, რომლებიც “X”სერიას არ მიეკუთვნება, Ryzen 9 7900-ის TDP-ის დონე იქნება 65 ვატი. შედარებისთვის, Ryzen 9 7900X-ის TDP-ის დონე 170 ვატია. 

chi11eddog-ის ინფორმაციით Ryzen 5 7600, Ryzen 7 7700 და Ryzen 9 7900 მომავალი წლის პირველ კვარტალში გამოვა და მათი ფასები იქნება 229, 329 და 429 აშშ დოლარი, შესაბამისად. ამ სარკომენდაციო ფასების შედეგად შესაძლებელი იქნება 70, 70 და 120 აშშ დოლარის დაზოგვა Ryzen 7000 X სერიის მოდელებთან შედარებით. 

Link to comment
Share on other sites

წარმადობით კარგი გამოუვიდათ, მაგრამ ნამეტანი ხელს წვავს, ტემპერატურაც და ფასიც :) 

Link to comment
Share on other sites

  • 1 month later...

ვერსად ვერ ვნახე მაგაზე ინფო, მაგრამ ოთხივე X მოდელზე რაც უკვე გამოვიდა ქონდა ინტეგრირებული ვიდეოკარტა, არ ექნებაო არც ეგ უთქვიათ სადმე, წესით მაგეებსაც უნდა ქონდეთ ინტეგრირებული ვიდეოკარტები, შეიძლება ყველა მოდელზე უყენია მაგ სერიაში არ ვიცი ზუსტათ, ერთადერთი 10 იანვარს გამოდიან მგონი უკვე გაყიდვაში და რამდენიმე დღით ადრე იდეაში დაიდება სრული ინფო უკვე ან ამდ საიტზე დადებენ უკვე მაგ მოდელების ოფიციალურ ინფოებს

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.