Jump to content

სათამაშო მონიტორის შერჩევა


Recommended Posts

სალამი, მოკლედ 24-27 ინჩიან მონიტორს ვეძებ, შესაბამისად 144-240 ჰერციანს, 1 მილიწამით და ფულლ ჰდ თუ 2K ეგ ვერ გადავწყვიტე, ბიუჯეტი სადღაც 800 ლარი. ვარიანტები ესენი მაქვს მე და რომელს მირჩევთ?

 

https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-27-curved-gaming-odyssey-g5-ls27ag550eixci-black.html

https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-25-odyssey-g4-ls25bg400eixci.html

https://ultra.ge/index.php?route=product/product&path=380&product_id=24967

https://ultra.ge/index.php?route=product/product&path=380&product_id=24000

https://www.mymarket.ge/ka/pr/26476965/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/monitori/iyideba-monitori-AOC-C27G2U-BK-27-Curved-165Hz-1Ms?OfferType=Basic

Link to comment
Share on other sites

არცერთი არ ვარგა 

800 ლარში მარტო ნტ მატრიცა  ისეც 24 იოანი  და ისეც ნტ ან ვა მატრიცა მოგივა. 2კ და მაგ მონაცემებით ვერ იყიდი 

Link to comment
Share on other sites

უფრო მეტს ვეღარ ვქაჩავ, ისედაც გამაღატაკა მაზერი და წყლის გაგრილება მაქ საყიდელი :D

 

ესენი არ ვარგა? ორივე IPS-ია და ფულლ ჰდ.

https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-25-odyssey-g4-ls25bg400eixci.html

https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-27-odyssey-g4-ls27bg400eixci.html

 

Link to comment
Share on other sites

მეორე იყიდე, 27იანი მაინც აღარაა ისეთი პატარა. 

Link to comment
Share on other sites

ერთი იმას ვფიქრობ, Curved რო არ არის... ეს 27-იანი მომწონს ისე მეც...

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, DavidKh said:

ერთი იმას ვფიქრობ, Curved რო არ არის... ეს 27-იანი მომწონს ისე მეც...

და რად გინდა მოხრილი 27 იანზე, ვაბშე არ ჭირდება მაგ ზომის მონიტორს მოხრა, დაჟე 32 იანსაც მე თუ მკითხავ :)

მოხრილები ძირითადად VA პანელზეა ხოლმე და ეს IPS ია ბოლობოლო :)

Link to comment
Share on other sites

მე ეგ მოღუნული მონიტორები საერთოდ არ მომწონს, არც ტელევიზორები, ჩემს ძმას აქვს 32იანი ასუსი კურვო და მაგარი არ მევასა. მატრიცა კი ვა მირჩევნია აიპისის.

Link to comment
Share on other sites

ნუ მარკეტინგს რომ დავანებოთ თავი curved ან მითუმეტეს სამსუნგის მოდელებზე რომაა 1000R მარტო იმისთვის ჭირდება რომ გვერდებზე კარგათ გამოჩნდეს ვებერთელა მოდელებზე ყველაფერი, იპს ეგ მოგრეხვა დიდათ არ ჭირდება დაჟე 34 ინჩიანზეც მშენივრათ ჩანს და არც 42 იქნება ძალზე პრობლემური მაგ მხრივ, თუმცა სამსუნგი 27 მოგრეხილს უშვებს და 49, ეგ კი მარაზმია უკვე, მარკეტინგია ჩისტი და ვინც ვერ ერკვევა ეგენი არ აქცევენ მაგას მარტო ყურადღებას, ეგ მოგრეხვა სადაც იწყება მანდ ფერებიც ფუჭდება, ანუ გრაფიკოსებისთვის არ ვარგა მოგრეხილი მოდელები, ფილმებზე და თამაშებზე კიდე ვერ შეატყო შეიძლება, იქ ეტყობა უკვე, ნუ 800 ლარათ თუ აიღე მაქს რამე ბიუჯეტური ნახმარი 2K სულ უბრალო 75 გერციანი ფრისინკით ან რავიცი ძალზე ბიუჯეტური თუ გაყიდა ვინმემ ქსიაომის ან რამე ლევი ბრენდის მთლათ, ეგეც ნახმარი, ახალის ყიდვა 144+ გაგიჭირდება, ნუ უნდა აიღო 1080P მაგ შემთხვევაში, რაც დალინკე ალბათ ესაა საუკეთესო https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-27-odyssey-g4-ls27bg400eixci.html მაგ ფასათ მართლა კარგია, ამ მონიკს მე არ გირჩევდი შეიძლება მაგარი ნიტო ეგზემპლიარიც შეგხვდეს https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-27-curved-gaming-odyssey-g5-ls27ag550eixci-black.html ნუ ვითომ HDR აქვს და არც ისე ცუდი მაჩვენებლები, მაგრამ რომ ვნახე მიმოხილვებში დიდათ არ აქებენ, კასტრატია სუფთა ძვირიანი მოდელის, ჩვენებაც უბრალო აქვს, ვაიდ გამუტ ახვატიც დაბალი და HDR შეგიძლია არც ჩართო ეგეთი მცირე პიკური სიკაშკაშით, ნუ ეგ უნდა აიღო მაინდამაინც 2K თუ გინდა და 1080P აღარ გაწყობს, ანუ ძალიან უბრალოა, აი მეორე უფრო კარგი პონტი ჩანს იპს-ზე რომაა და 240 გერცზე მაგის აღება შეიძლება 900 ლარათ ნამდვილათ, მაიმარკეტზე რა აქვთ აბა შევხედავ კიდე იქნება რამე უკეთესიც იყოს, თუმცა ალტაში სეილზე ყოფილა ეგ 900 ლარიანი, ისე მეტი ჯდება, ისე კი შედარებით ნორმალური მაჩვენებლებით და სბორკის ხარისხით, ან VESA HDR 400 სერიტიფიკატი მაინც რომ ქონდეს 165 გერციანი 2K 27-31.5 მოდელები უფრო 1500-2000 ლარის დიაპაზონში ჯდება, მაგაზე იაფათ ვერ იყიდი, მაქს ნახმარს ალბათ, მაგ 900 ლარიან 2K სამსუნგს კი ოდისეი სულ ტყვილა აწერია, სხვა ბევრ მოდელზე უბრალოა და მარტო ვიდით თუ გამოირჩევა, როგორც ვარაუდობდი მარტო ნახმარი 165 გერციანი მოგივა 27 ინჩიანი 2K 900 ლარამდე სხვა ვერაფერი ვნახე https://www.mymarket.ge/ka/pr/27065053/teqnika/kompiuterebi-aqsesuarebi/monitori/Gigabyte-G27QC-2K-1ms-165hz-Curved?OfferType=Basic 900 ლარამდე კი 1080P მოდელებში კარგი პონტი ჩანს ეგ სამსუნგის ოდისეი 240 გერცზე, 240 ლარი აქვს დაკლებული სეილზე და იჩქარე, სულ მაგ ფასათ არ იქნება ან შეიძლება გაათავონ კიდეც და აღარ დარჩეთ თუ ბოლო პარტია აქვთ შემორჩენილი, მაიმარკეტზე მაგაზე უკეთესი მე ვერაფერი ვიპოვე აგერაა მიმოხილვაც https://www.rtings.com/monitor/reviews/samsung/odyssey-g4-g40b-s27bg40 ნუ სწრაფ იპს-ზეა, მორკალური არაა ზომაც ნორმალური აქვს თუ 24-25 არ გინდოდა მაინც, სიკაშკაშეც ნორმა უჩანს, HDR აქვს დაჟე სერტიფიკატების გარეშე, თუმცა სიკაშკაშე და DCI-P3 საკმაოთ მაღალი აქვს ჩესნი 8 ბიტიანი მატრიცის ფონზე, ვაიდ გამუტ მონიკი ეგ არაა როგორც ბევრი 2K მოდელი მაინც, ანუ კასტრატი ეგ არაა სულ უბრალო მაჩვენებლებით, დაჟე ვიტყოდი რომ 1080P ნორმა მაჩვენებლები აქვს და ფასიც არ იკბინება ისე ძალიან, დიზაინიც კარგი აქვს, ოვერშუტი დიდათ არ ექნება 240 გერცზე დაბალი ინპუტ ლაგი აქვს

Link to comment
Share on other sites

მოღუნული მონიტორის მუღამი რო ვთქვა მაქვს მეთქი არა, უბრალოდ ნამეტანი დიდი როა და მაგალითად სტრატეგიას თამაშობ მაგ დროს კუთხეებში გახედვა ცოტა დისკომფორტია ალბათ. იდეაში შავ პარასკევს ველოდებოდი და თან რო ვთქვა ძალიან ბევრი დრო მაქ სათამაშოდ მეთქი არა, მაგრამ 60 ჰერციანი მონიტორის დრო წავიდა. ესეიგი G4 ავიღო ფულლ ჰდ ნაცვლად G5 2K-სა ხო? კარტა 3070 მაქვს ისე... პროცესორს და მაზერს ველოდები ამ დღეებში და სრულად დავკომპლექტდები მონიტორიანად.

Link to comment
Share on other sites

ხო იმ 2k მაგარს არ აქებენ, ის 900 ლარიანი ნახმარი გიგაბიტიც კი ჯობია მასეთს, აი 1080p უფრო ნორმალური ჩანს იპს-ზე, სწრაფი მატრიცაა და სათამაშოთ კარგი იქნება, სხვა ვერაფერი ვნახე ან 1080p მაგაზე კარგი პონტი რომ ყოფილიყო 27 ინჩიანი მაღალი გერცოვკით ან 2k ნახმარი, ეგ გიგაბიტია მარტო სხვა ვერ ვიპოვე ამ ეტაპზე ვერაფერი

Link to comment
Share on other sites

https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/samsung-32-odyssey-g5-curved-c32g54tqwi-black.html

ეს მონიტორი ამ ზომით და მონაცემებით ხელიდან გასაშვები არ არის, 31ინჩ, 144 ჰერცი, 1მს და 2K VA. HDR10-ით.

Link to comment
Share on other sites

სრული ნაგვობაა, მონიტორი კი არა და ხლამია კომენტებს თუ დავუჯერებთ, ვაბშე არავის ვურჩევდი მაგის ყიდვას კასტრატია სრული რა ძალზე შეზღუდული მაჩვენებლებით, ნუ რაც დალინკა იქ 27 ინჩიანი იდო ლინკზე ეგ მაგის 31.5 ვარიანტია, მაგრამ ორივე კარგი ქაქობაა, ჯერ ოხრათ ბრაკი ყოფილა, ხან დედ პიქსელები აქვსო ,ხან ციმციმი რომელიც არ სწორდება, ხან რაღაც ხაზები ბევრმა უკან დააბრუნა და ფული მოსთხოვა სამსუნგს, ორჯერ გამოცვალა ერთმა და არცერთმა არ ივარგაო მერე სხვა მოდელი ვიყიდე და დავისვენეო, აბზორებშიც რომ ვნახე ყველაფერი შეკვეცილი აქვს და ბუნების შეცდომა სისწრაფე თან, ძალიან ნელი, არაფერი აქვს საერთო ოდისეი g7 მასეთს, მარტო სახელი და დიზაინი უვარგა, დანარჩენი პასრედსტვენი აქვს ყველაფერი, ჩვენ ფორუმზეც აიღეს, არავინ დარჩენილა კმაყოფილი, თუ სწორათ მახსოვს ჩვენთან დედ პიქსელები აღმოაჩნდა და აღარ უცვლიდენ მერე მაღაზიაში 3 ცალი უნდა ქონდესო გამოსაცვლელათ, მე არ მირჩევია, მაინც აიღეს იაფი რომ ედო და არ გაამართლა მოლოდინებმა, მე თავიდანვე დავიწუნე ეგ g5, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მოდელია ალბათ მაგ ოდისეის სერიიდან ფასი-მაჩვენებლებით, პრინციპში ეგრე რომ ჯდება კაკრაზ შეკვეცილი მაჩვენებლების გამოა, 1100 ლარი ეგეთი ვერანაირათ ვერ ეღირებოდა კარგი მაჩვენებლებით, ჯდება 1600 მაინც ან 1700 მითუმეტეს 31.5 მოდელი, თუ ბრაკი არ აღმოჩნდა ან დედ პიქსელიანი ესე იგი მაგარი გაგიმართლა, ანუ ლატარეაა სრული მაგის აღება, ბევრი ნეგატიური ოტზივებია დიდ მაღაზიებში და გადახედე რეებსაც წერენ, თუ მაინც გარისკავ აღება ყველაფერი დასკანალნა შეამოწმე ადგილზე, ისე არ იყიდო გამოწერით, მერე გაგიჭირდება უკან მიბრუნება დედ პიქსელი თუ ექნება

Link to comment
Share on other sites

5 minutes ago, George said:

სრული ნაგვობაა, მონიტორი კი არა და ხლამია კომენტებს თუ დავუჯერებთ, ვაბშე არავის ვურჩევდი მაგის ყიდვას კასტრატია სრული რა ძალზე შეზღუდული მაჩვენებლებით, ნუ რაც დალინკა იქ 27 ინჩიანი იდო ლინკზე ეგ მაგის 31.5 ვარიანტია, მაგრამ ორივე კარგი ქაქობაა, ჯერ ოხრათ ბრაკი ყოფილა, ხან დედ პიქსელები აქვსო ,ხან ციმციმი რომელიც არ სწორდება, ხან რაღაც ხაზები ბევრმა უკან დააბრუნა და ფული მოსთხოვა სამსუნგს, ორჯერ გამოცვალა ერთმა და არცერთმა არ ივარგაო მერე სხვა მოდელი ვიყიდე და დავისვენეო, აბზორებშიც რომ ვნახე ყველაზე შეკვეცილი აქვს და ბუნების შეცდომა სისწრაფე თან, ძალიან ნელი, არაფერი აქვს საერთო ოდისეი g7 მასეთს

ვიცი ეგ სიბრაკის მასიურობის ამბავი მაგ მოდელებზე, მაგრამ საგარანტიო ჰო აქვს მერე ბრაკი თუ იქნება შეამოწმოს კარგად, მაგრამ რაც არ უნდა იყოს ეგ ფასი მაინც ღირს ეგ მონიტორი, უკეთესს 800 ლარად მაგასთან ახლოს მდგარსაც ვერ ნახავ მაგ ზომისას დღეს აქ...

Link to comment
Share on other sites

კაკრაზ მთელი პრობლემაც მაგაშია, რატომ უნდა აიტკიო აუტკივებელი თავი, ნუ ლატარეაა რა თუ გაწყობს ეგეთი აიღე, მე კი არ გიშლი, მაგრამ 250 ნიტსი 2k მონიკზე 144 გერცზე ძალიან რედკათ აქვს და მაგხელა gtg რესპონსიც არა აქვს ბევრ va მოდელებს უკვე, G7 არ ვგულისხმობ  ოდისეის, ეგ ორჯერ მაგდენი ჯდება ლამის და არც კი უნდა შეადარო უკვე იგივე ზომაა თან, უბრალოთ უკვე 240 გერცია და გაცილებით მაღალი სიკაშკაშე აქვს და სხვა პარამეტრებიც უკეთესი და ბევრათ სწრაფი მატრიცა თან, ისე არის დაჟე ოდისეი G5 მგონი იპს-ზე 165 გერციანი 2k, მაგრამ ჩვენთან ეგეთს ვერ ვხედავ, ფასის გამო აღარ შემოუტანიათ ეტყობა, 4k არის იპს-ზეც და va-ზეც, ბევრი მოდელები გამოვიდა ბოლო პერიოდში G7-ის შემდეგ უკვე მაგ სერიიდან, ისე ეგ 31.5 ინჩიანი მართლა ჯდებოდა ასე 1350 ლარი, არავინ იღებდა და დააკლეს ეტყობა ფასი, ყველას ეშინია მაგის აღება ვინც იცის მაგ მონიკის პრობლემების შესახებ, მასიურათ ქონდა დედ პიქსდელები და სხვა წვრილ-წვრილი პრობლემები მაგ მონიკს, ამ ფორუმზე ვინც დაითრია მგონი ბოლომდე კმაყოფილი არავინ დარჩენილა, რაზვოდს გავს სამსუნგისგან მეტს არაფერს, კარგი დიზაინი გეიმერული ბრენდი და ძალზე დაბალი შეკვეცილი მაჩვენებლები, მაინც თუ დააპირებ მაგ მოდელის აღებას, აგერაა მიმოხილვა და გადაავლე თვალი https://www.rtings.com/monitor/reviews/samsung/odyssey-g5-lc27g55t ნუ ეგ ოდნავ უფრო ახალი მოდელია მაგრამ რამე დიდი სხვაობა არაა მაგ ორს შორის, ლინკზე რაცაა მაგის წინა რევიზიაა უბრალოთ, მაგაზე კარგი არც ეგ იქნება, აი ერთადერთი მაგ მონიკს რაც რეალურათ უვარგა არის კონტრასტი, სხვა არაფერი აქვს ნორმალური ვიდუხის გარდა, Total Response Time 22მს ჩემი 6.5მს ფონზე ძალიან ნიტოა უკვე, ანუ ძალიან ნელი მატრიცა ქონია va სტანდარტებითაც კი ეგეთზე, როგორც სიკაშკაშე, ძველი 60 გერციანი იპს დონეზეა 10 წლის წინ რომ გამოდიოდენ სიკაშკაშით, ერთადერთი პლიუსი მაგ ყველაფერში ისაა რომ მაგ ფასათ ახლოსაც ვერაფერს აიღებ 2k 144 გერციანებში, მითუმეტეს გარანტიით და მაღაზიაში რომ ქონდეთ, გიგაბიტი დაგილინკე მაგაზე უკეთესი 27 ინჩიანი 900 ლარათ, მეტი მართლა არაფერია ამ ეტაპზე ნახმარებშიც კი, ნორმალური რომ აიღო ყველაფერი ადამიანური რომ ქონდეს ან ახლოს ადამიანურთან მინიმუმ 1700 ლარის ამბავია ეგეც უფრო ხელზე ალბათ და შეიძლება ისევ 27 ინჩიანის დათრევა მოგიწიოს 2k 165 გერციანის, ოღონდ ახალი მოგივა და უფრო კარგი მაგ 900 ლარიან გიგაბიტზე უკვე, მანდ დაჟე იმდენათ დაბალ სიკაშკაშეს და მაღალ რესპონს არ ვაბანძებ მაგ მოდელში როგორც სბორკის ხარისხს და დობრათ პრობლემებს, ანუ ბევრი დაიბრაკა და როგორც ჩანს მასიურათ აქვს პრობლემები მაგ მოდელზე, იმედია თავიდან თუ კარგი გამოდგა შენ რასაც დაითრევ ეგ ეგზემპლიარი მერე არ გაფშიკავს ფეხებს და სერვის ცენტრში სირბილი არ დაგჭირდება რომ გამოგიცვალონ ან მოაგვარონ ეგ პრობლემები, დაჟე მაგ დედ პიქსელებზე ადვილი არაა გამოცვლა, მინიმუმ 3ცალი უნდა ქონდესო ეკრანზე დედ პიქსელი, ისე არ გამოგიცვლიან, ნუ ბიუჯეტური მოდელები სხვა ბრენდებსაც აქვთ მაგრამ მაგდენი პრობლემებით არაა ისინი მაინც და მასიურათაც არ აბრუნებენ უკან, ეგ ნამეტარი პრობლემური ჩანს, მაგიტომაც ადევს ეგეთი ფასი, თუ გაწყობს ეგეთ ვიდში აიღე რა პრობლემაა, მე იმდენათ არ გაშინებ როგორც გაფრთხილებ, იქნება გაგიმართლოს და უპრობლემო გამოდგეს, 3070 ვიდეოკარტას რაც შეეხება მაგ სისტემაზე ნუ მინიმუმ მაღალ სეტინგებზე 4 მინუსზე გაგიქაჩავს უმრავლესობა თამაშს და თუ ცოტას დაუწევ სეტინგებზე 4+ მოერევა, ეგეც ზოგ თამასში დაჭირდება მარტო სეტინგების დაკლება, ისე ბევრ იგრაში 80ფპს+ მაგასაც აქვს მაინც, ეგ ყველაფერი 2k, 1080p მშვენივრათ ეყოფა უკვე ფაქტიურათ ყველაფერზე და რაც არ გამოსულა არც იმაზე დაგისტუკებს, 6700xt-3060TI ახალ ვერსიაზეც gddr6x მშვენივრათ ითამაშება დატვიკვით მაღალ ფპს-ზე 2k, არაა ეგ პრობლემა dlss გარეშეც კი და სუპერ რეზოლუციის არ უნდა მოკვდეს დიდათ ფპს და 60-70ფპს დაიჭიროს მინიმუმ, მაგრამ მაგაზე იაფიან კარტებს არავის ვურჩევდი უკვე 2k, ეგაა ყველაზე მინიმუმი, 1080tI-2070 super, 5700XT უფრო უჭირს უკვე ან ახალ ბიუჯეტურ მოდელებზე, იგივე 3060,6600XT და ეგეთები, 2080Ti აქვს ჯერ ბევრის თავი 2K, საუკეთესო პონტი ამ ეტაპზე ჩემი აზრით 3080 12გბ მოდელია და 6800XT, მაგ ორს გამოვარჩევდი ჯერ, ბევრს ვიცი ნამეტარი გაბანძება უყვარს, ან პირიქით რამე უბრალო კარტას იღებს და 2K კარგათ უბერავსო, მე ეგრე შევაფასებდი ამ ეტაპზე უკვე კარტების პერფორმანს რა სად უნდა დაითრიო, აი 4K უკვე 4080 გინდა ან 7900XT, ძველებიდან 3090Ti უბერავს ხოშიანათ ან ჯერ არ გამოსული 7900XT, სხვებს არც გავეკარებოდი, ეგ ყველაფერი DLSS და RT გარეშე, მანდ სხვა ფპს ექნება უკვე და მაგიტომ, ზაპასიც კი დარჩება გარკვეული ბევრ თამასში მაგეებზე

Link to comment
Share on other sites

     მოკლედ, ხვალ მივალ ალტაში და ამ 899 ლარიან G4-ს ვნახავ, FULL HD კი არის, მაგრამ მემგონი მაინც კარგი იქნება და თამაშის დროს დისკომფორტს არ შემიქმნის. თან ეგ იმ მხრივაც კარგია, რომ ვიდეო კარტა უფრო მეტ ხანს გამყვება სამომავლოდ Full HD შემთხვევაში. დანარჩენს რაც შეეხება, 60 ჰერციდან 240-ზე რო გადავალ უკვე დიდი სხვაობა იქნება ისედაც, დანარჩენ მაჩვენებლებს თავი რო დავანებოთ.

Link to comment
Share on other sites

მაგას ისე უკეთესი მაჩვენებლები აქვს იმ g5-ზე სიკაშკაშე იქნება თუ ფერების დამუშავება, ის VA კასტრატი, ეგ იპს 350 ნიტსიანი სიკაშკაშით, ორივე ჩესნი 8 ბიტიან მატრიცაზეა, ეგ მორკალური არაა, ის მორკალურია, ტუფიც კარგია 1000 ლარამდე თუ ქაჩავ, თუმცა სამსუნგი უფრო იაფი გამოდის + იპს-ზეა სამსუნგის 240 გერცზე, ისე 165 გერცი VS 240 იმდენათ მატრიცის სისწრაფე არ იზრდება თუ იპს-ზეა ორივე ან VA-ზე როგორც ინპუტ ლაგი, ანუ მაგი ეცემა ხოლმე უფრო, რაც მეტია გერცოვკა მით უკეთესი, მაგრამ არაა აუცილებელი 165 უფრო ნელი იყოს 240 და პირიქით, გერცოვკა არ მოქმედებს ისე ძალიან მატრიცის სისწრაფეზე თამაშებში, ონლაინში 240 აჯობებს მაინც მაგ ორიდან ისე რამე დიდი სხვაობა არ უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა ორივეზე 80-100ფპს გექნება თუ 180ფპს უკვე, მაინც უფრო კარგია 240 გერციანი ონლაინში ინპუტ ლაგის მხრივ, თან ეგ ეგეთივე კასტრატი და ძალზე პრობლემური არაა როგორც 2k va მოდელი, ნორმა მაჩვენებლები აქვს საკმაოთ 240 გერციანს, თან ბევრათ სწრაფი მატრიცაა მაგაზე უკვე დაყენებული

Link to comment
Share on other sites

13 hours ago, G1ORG1 said:

 

საბოლოო ხმები G4-ის სასარგებლოდ გადანაწილდა მემგონი, ეს რკალისებური არ მგონია დიდო უპირატესობა იყოს, თან ხედვის კუთხე ხო ნაკლები ექნება გვერდიდან.

Link to comment
Share on other sites

9 hours ago, DavidKh said:

ვიდეო კარტა უფრო მეტ ხანს გამყვება სამომავლოდ Full HD შემთხვევაში.

იასნა, 3070 უკვე 1080p - ს კარტაა, წესიერი FPS რო მოგცეს და კი გეყოფა ერთი 3 წელი კაცურად :)

9 hours ago, DavidKh said:

60 ჰერციდან 240-ზე რო გადავალ უკვე დიდი სხვაობა იქნება ისედაც

ცა და დედამიწა, 144 დან გადავედი 240 ზე და უკან დაბრუნების სურვილი აღარ მაქვს :D

Link to comment
Share on other sites

რკალისებრი მე მაგარი არ მევასება, ვერ დავუმუღანე, ეს მონიტორი აქვს ჩემს ძმას

https://alta.ge/computers-and-office/monitors-projectors-and-accessories/monitors/asus-rog-strix-31.5-xg32vc-curved-black.html

ძაან მაგარია, მაგარი ფერები აქვს, ყველაფერი კარგად ჩანს, მაგრამ ვერა რა, მაგიტომ ვიყიდე მე ჩვეულებრივი ბრტყელი. 

Link to comment
Share on other sites

მე არ მქონია მაგრამ რასაც ვუყურებ ნა ლუბიტელა რამე ჩანს, გრაფიკოსებისთვისაც არაა იდეალური ეგეთი, სადაც დიდი შეზნექვა აქვს მაგ ადგილას ფერები უფუჭდებაო გრაფიკაზე ვინც მუშაობს და არ ყოფილა იდეალური ვარიანტი, ბრტყელზე ეგ პრობლემა არა აქვს იპს-ზე

Link to comment
Share on other sites

Full HD ავიღო თუ 2K? 3070 ხო არ მექნება თან სულ და მონიტორი კი მექნება კაი ხანს :დ 

 

Link to comment
Share on other sites

თუ დიდი ხანი ან აპირებ კარტის შეცვლას fill hd გირჩევდი, თუ აპირებ და 2k რა თქმა უნდა :)

Link to comment
Share on other sites

ხო ეგ პონტია, მაგრამ ცუდი 2K აღებას, მე შედარებით ნორმალური 1080P მოდელის აღებას გირჩევდი მაინც, იგივეს ვიტყოდი 2K და 4K შემთხვევაშიც დაჟე ძალზე ძლიერი კარტაც თუ გიყენია არ ღირს მთლათ უბრალო 600$ 4K მოდელის აღება, ჯობია რამე კარგი 2K აიღო მაინც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ რაც უფრო ბიუჯეტური მოდელია მით უფრო მალე გაფუჭდეს შეიძლება და გაბერვები დაეწყოს, ხშირათ ემართება იაფიან მოდელებს რაღაც დონეზე გაბერვები, საერთოდ თუ არ დალია სული მოულოდნელათ ერთ მშვენიერ დღეს, ისე შემდეგი წლისთვის პირველი 8K მონიტორებიც გამოდიან, ეგ ვაბშე ერთეულების თემა იქნება, დაჟე მთლიანათ რომ დავანებოთ გეიმინგს თავი 4090+ DLSS ბევრ რამეს კი გათამაშებს, მაგრამ ფასი ექნება ზაპრედელნი და მემგონი გრაფიკოსებიც არ აიღებენ მაგ გაფართოვებაზე მონიკებს, მაგას ისევ კარგი 4K ჯობია, ისე 2K საკმაოთ კარგი კომპრომისია 1080P და 4K შორის, ულტრავაიდსკრინ მოდელებიც ნა ლუბიტელა რამეა, თუმცა ბოლო პერიოდში საკმაოთ სერიოზული მოდელები გამოუშვეს 34 ინჩიანები, 2K ეხლა საკმაოთ კარგი მინი ლედები და ოლედებიც კი გამოვა მალე, 27 ინჩიანები და არა მარტო

Link to comment
Share on other sites

1 hour ago, მშვილდოსანი said:

თუ დიდი ხანი ან აპირებ კარტის შეცვლას fill hd გირჩევდი, თუ აპირებ და 2k რა თქმა უნდა :)

2-3 წელი მაინც... 3080-ზე გადასვლა ახლავე სისულელეა, ალბათ უფრო 5060-ზე გადავალ მერე :დ ახლა მივდივარ ალტაში და ორი დილემის წინაშე ვარ,

1080პ ვს. 2კ

რკალისებური ვს. ბრტყელი

Link to comment
Share on other sites

Archived

This topic is now archived and is closed to further replies.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.