Jump to content

Apple 2024 წლისთვის გეგმავს ჩიპების წარმოების გადატანას ტაივანიდან აშშ-ში


Magdalena

Recommended Posts

სავარაუდოდ, კომპანია ცდილობს ჩიპების ბიზნესის დივერსიფიკაციას, რადგან ტაივანზე დამოკიდებულებამ შეიძლება გამოიწვიოს ქაოსი, თუ ჩინეთი შეჭრას გადაწყვეტს პატარა კუნძულოვან ქვეყანაში. 

Apple დივერსიფიკაციას უკეთებს მიწოდების ქსელს ტაივანის ფარგლებს გარეთ და გეგმავს ჩიპების ნაწილის მიღებას არიზონაში მდებარე ქარხნიდან. ამის შესახებ განცხადება აღმასრულებელმა დირექტორმა ტიმ კუკმა გასულ თვეში გერმანიაში გამართულ შიდა შეხვედრაზე გააკეთა, ნათქვამია Bloomberg News-ის მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში. 

image.jpeg 

А და М სერიის პროცესორების წარმოება 

კომპანიის ყველა ამჟამინდელი პროცესორი ტაივანის ქარხნებიდან მოდის. მიუხედავად იმისა, რომ Apple ამჟამად აპროექტებს საკუთარ ჩიპებს, Taiwan Semiconductor Manufacturing Company (TSMC) პასუხისმგებელია A-სერიის და M-სერიის პროცესორების წარმოებაზე, რომლებზეც მუშაობს პოპულარული iPhone-ები და Mac-ები. 

თუმცა, ახლა კომპანია გეგმავს ამ წარმოების შეერთებულ შტატებში გადატანას. 

„ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება არიზონაში ქარხნის შეძენის შესახებ და ის 2024 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას, ასე რომ, წინ გვაქვს დაახლოებით ორი წელი, შესაძლოა ცოტა ნაკლები“, - განაცხადა კუკმა. 

თუმცა TSMC-ს შეხვდება გარკვეული კონკურენცია, რადგან Intel-ს ასევე აქვს ჩიპების მწარმოებელი ქარხანა არიზონაში და განაცხადა, რომ სურს Apple-ის ბიზნესის ხელში ჩაგდება. TSMC-მ ადრე გააზიარა გეგმები 2024 წელს არიზონაში და მის ფარგლებს გარეთ ორი ქარხნის გახსნის შესახებ, რათა დააკმაყოფილოს „მომხმარებლების მაღალი მოთხოვნა“. 

კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ჩიპების წარმოებაზე უახლესი საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით. გარდა ამისა, მას აქვს ამბიციური გეგმები ოჰაიოში კიდევ რამდენიმე ქარხნის აშენებასთან დაკავშირებით. 

არავინ უარყოფს, რომ მსოფლიოში ჩიპების დეფიციტია. 2021 წლის ნოემბერში იაპონიამ გამოყო 5.2 მლრდ აშშ დოლარი (დაახლოებით 600 მილიარდი იენი) ნახევრადგამტარი კომპონენტების მწარმოებლების დასახმარებლად, რათა ხელი შეეწყოს ჩიპების მიწოდების მიმდინარე გლობალური პრობლემების გადაჭრას. 

image.jpeg  

მაგრამ ეს საკმარისი არ არის. შეერთებულ შტატებში პოლიტიკოსებმა გამოხატეს შეშფოთება, რომ Apple-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ დიდი რაოდენობით კომპონენტებს ტაივანიდან, შეიძლება ქაოსი შექმნან, თუ ჩინეთი გადაწყვეტს შეჭრას პატარა ქვეყანაში. კუკის თქმით, მსოფლიოში პროცესორების 60 პროცენტი ამჟამად ტაივანში მზადდება. 

ამასთან, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჩიპების დეფიციტი გაგრძელდება 2022 და 2023 წლის ბოლომდე. Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პეტ გელსინჯერმა 2021 წლის დეკემბერში Nikkei-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პროგნოზით სიტუაცია გაგრძელდება 2023 წლამდე, ნაწილობრივ კოროვირუსის კრიზისის გამო. 

კორონავირუსმა შეაფერხა მიწოდების ჯაჭვები, რამაც გამოიწვია უარყოფითი იმპულსი. მოთხოვნა 20 პროცენტით გაიზარდა წელიწადში, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებამ ძალიან დიდი უფსკრული გააჩინა და ეს დიდი მოთხოვნა ნარჩუნდება”, - განაცხადა მან. 

მიუხედავად იმისა, რომ Apple თავის iPhone-ებსა და სხვა მოწყობილობებს ჩინეთში აწყობს, იგი კომპონენტებს მრავალი ქვეყნიდან იღებს. კუკი ამბობს, რომ ის ჩიპების შეძენას განიხილავს ევროპის ქარხნებიდანაც კი, რათა დააკმაყოფილოს მუდმივად მზარდი მოთხოვნა. 

იმავდროულად აშშ ცდილობს შეინარჩუნოს რაც შეიძლება მეტი ნახევრადგამტარების ქარხანა ქვეყნის შიგნით. მიმდინარე წლის დასაწყისში დამტკიცდა კანონი CHIPS, რომელიც ითვალისწინებს დაახლოებით 50 მლრდ აშშ დოლარის სტიმულს მსგავსი კომპანიებისთვის ამერიკის მიწაზე განვითარების მიზნით. 

Link to comment
Share on other sites

ნუ ტაივანის დაბყრობის თემაც ურევია მანდ გარკვეულ დოზებში, მარტო ტაივანზე რომ იყვნენ დამოკიდებულები არ აწყობთ ამერიკულ კორპორაციებს, რამე თუ მოიმოქმედა ჩინეთმა ძალიან დიდი დეფიციტი დაიწყოს დროებით მაინც შეიძლება ჩიპებზე და კაკრაზ ეპლი,ამდ, ნვიდია და ინტელი დაზარალდება ყველაზე მეტათ მაგ დეფიციტით და მემგონი ფასებიც ავარდება მაღლა

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.