Jump to content

NVIDIA-მ განაცხადა, რომ უზარმაზარი მოთხოვნაა RTX 4090-სა და RTX 4080-ზე - კომპანია GeForce RTX 40-სერიის უამრავ ახალ ბარათს ამზადებს


Recommended Posts

NVIDIA-ს კვარტალური ანგარიშის კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ფინანსური დირექტორი Colette Kress, რომელმაც Ada Lovelace არქიტექტურაზე დამყარებული გრაფიკული პროცესორების დებიუტის განვლილ ეტაპებს განსაკუთრებულად წარმატებული უწოდა. GeForce RTX 4090 ოქტომბრის შუა პერიოდში ბევრ ბაზარზე გაიყიდა, გაყიდვაში უკვე გამოვიდა GeForce RTX 4080, ჯამში კი NVIDIA მზადაა შემოგვთავაზოს ამ გეიმინგ არქიტექტურის „უამრავი ახალი პროდუქტი“. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

ბოლო დაპირება უკვე გასცა NVIDIA-ს დამფუძნებელმა და მუდმივმა ხელმძღვანელმა Jensen Huang-მა. მან ხაზი გაუსვა, რომ ამჟამად Ada Lovelace-ზე დამყარებული პროდუქტები ფასის ზედა სეგმენტში პოზიციონირებენ. GeForce RTX 4090 ვიდეო ბარათები დიდი ტირაჟით გამოვიდა - განაცხადა NVIDIA-ს გენერალურმა დირექტორმა. მისი თქმით, ბაზარმა ძალიან დადებითად მიიღო GeForce RTX 4090 და GeForce RTX 4080 და ამიტომ მენეჯმენტი დიდი ენთუზიაზმით არის განწყობილი ამ დებიუტის მიმართ. გარდა ამისა, ეს ფაქტი ადასტურებს გეიმინგ ბაზრის სეგმენტის სიძლიერეს, გამძლეობას და გამჭვირვალობას, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა. 

მიმდინარე ფისკალური წლის მესამე კვარტალში, როგორც NVIDIA-ს ხელმძღვანელობამ კვარტალურ ღონისძიებაზე ანალიტიკოსების კითხვის პასუხად განმარტა, პროდუქტის მარაგის ღირებულება თანმიმდევრულად გაიზარდა 560 მლნ აშშ დოლარით. კომპანიის ფინანსური დირექტორის თქმით ეს ზრდა ნაწილობრივ იყო განპირობებული აუცილებლობით - დაგროვებულიყო ახალი არქიტექტურის მქონე პროდუქციის მარაგი: Ada Lovelace - გეიმინგ სეგმენტში და Hopper - სასერვეროში. დიდწილად ზრდაზე ასევე იმოქმედა ქსელური მოწყობილობების სეგმენტმა, რომელსაც ძირითადად Mellanox-ის პროდუქტები ემსახურება. 

კომპანიას მოუწია 702 მლნ აშშ დოლარის ჩამოწერა სასაწყობე მარაგებიდან, ამ ზარალის დიდი ნაწილი მოდიოდა სწორედ A100 ამაჩქარებლებზე. ეს ამაჩქარებლები, როგორც იცით, განკუთვნილი იყო ჩინელი მომხმარებლების სასერვერო სისტემებში გამოყენებისთვის, ხოლო მესამე კვარტალში აშშ-ის ახალი სანქციების შემოღების შემდეგ კომპანიამ ნაჩქარევად შესთავაზა მათი ჩანაცვლება A800 ჩიპით, რომლის წარმადობა შეზღუდულია აპარატულ დონეზე და, შესაბამისად, საშუალებას იძლევა თავიდან აცილებულ იქნას სანქციები. შედეგად ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნა გადავიდა ახალ „ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე“ და ძველი A100-ების მარაგის ნაწილი უნდა ჩამოწერილიყო. როგორც NVIDIA-ს ხელმძღვანელებმა კვარტალურ ღონისძიებაზე აღნიშნეს, მესამე კვარტალში სანქციების ნეგატიური ზემოქმედება დიდწილად კომპენსირდება ჩინეთის ბაზარზე A800 ამაჩქარებლების შემოტანით, რომლებიც აშკარად ადაპტირებულია აშშ-ის ექსპორტის კონტროლის ახალ მოთხოვნებთან. 

Link to comment
Share on other sites

ხო ზოგი იმას წერს ზოგი ამას, მაგრამ მე რაც შენვიშნე მაგ ორ მოდელზე თუ რამე დიდ მაღაზიიდან უკვეთავ, იგივე ნიუეგი ან ამაზონი, როგორც წესი არ იშოვება არცერთი მოდელი, ან თუ არის 1-2 შემორჩენილი 1800 ან 1200$ აღარ ღირს, გაცილებით მეტი ორჯერ მეტი თუ არა უკვე, ამიტომ არ იყიდებაო საერთოდ ეგ 130000 ცალი რაც უკვე გამოუშვა ნვიდიამ არ შეესაბამება ჯერ რეალობას და მერე ვნახოთ შემდეგი პარტიები, მემგონი რომ გამოვა ამდ კარტები და თუ ფასები არ ავარდა არც მაგ კარტებზე მოუწევს მაინც ნვიდიას ფასების დაკლება რახან მაინინგი მკვდარია და მეეჭვება 2025 წლამდე მაინც ამოქაჩოს კრიპტოს ფასებმა, მაგის ხარჯზე მაინც რომ გაიზაროს ვირუჩკა მაინინგში, მაგრამ იძახიან ეხლა სპროსი გრაფიკოსებში გაიზარდაო მაგ კარტებზე, ზოგი AI იყენებს და ვიდეო ედიტინგშიც კარგია 4090 აქვს კარგი მატება წარმადობაში და უღირთ დაჟე მაგ ფასში ყიდვა და პროფესიონალურ ორჯერ ან სამჯერ ძვირიან კარტებს აღარ იღებენ და ეგეთებიც ყოფნით ხშირათ, ანუ ძირითადათ მარტო გეიმერები იღებენო არც ეგაა სწორი უკვე, სხვა საქმისთვისაც იღებენ და მცირე დოზებში მაინერებიც იყიდიდენ თავის ფასში მაინც მაგ კარტებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.