Jump to content

Nvidia-მ მოხსნა AMD-ის მსოფლიო რეკორდი სუპერკომპიუტერის ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით


Recommended Posts

Nvidia H100 გამომთვლელი გრაფიკული პროცესორების ბაზაზე დამყარებულ სუპრკომპიუტერებს ჯერ კიდევ არ დაუმყარებია აბსოლუტური წარმადობის რეკორდები, თუმცა უკვე დემონსტრირებენ სიმძლავრეს „წარმადობა ვატზე“ თვალსაზრისით. 

image.jpeg 

მიმდინარე კვირაში Top500 და Green500 რეიტინგებში შედგა ფლეტაირონის უნივერსიტეტის სუპერკომპიუტერ Henri-ს დებიუტი, რომელშიც წარმოდგენილია პროცესორი Intel Xeon Platinum 8362 (Ice Lake) და აჩქარებული გამომთვლელი გრაფიკული პროცესორი Nvidia H100.  

სუპერკომპიუტერი Henri შექმნა Lenovo-მ და იგი ამჟამად Top500 სიაში სიმძლავრით 405-ეა მაქსიმალური წარმადობით Rmax 2,04 FP64 PFLOPS, რაც დიდად შთამბეჭდავი არ არის. თუმცა აღსანიშნავია, რომ კომპიუტერი მოიხმარს მხოლოდ 31 კვტ ენერგიას და დემონსტრირებს ენერგეტიკულ ეფექტურობას 65.091 GFLOPS/ვატი, რაც მსოფლიო რეკორდია. რიცხობრივ კონტექსტში რომ ვთქვათ, კომპიუტერი Frontier TDS აღწევს 62.684 PFLOPS/ვატი წარმადობას. Frontier, მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი, აღწევს 52.227 PFLOPS/ვატს, ხოლო სისტემა Lumi 58.021 PFLOPS/ვატს. 

Henri არის შედარებით მარტივი სუპერკომპიუტერი დღევანდელი სტანდარტებით: მასში გამოყენებულია წინასწარ ჩაშენებული Lenovo ThinkSystem SR670 V2 - ჰაერით გაგრილებადი სერვერები, რომლებიც აღჭურვილია 32-ბირთვიანი Intel Xeon Platinum 8362 პროცესორები (სულ 5920 ბირთვი) და 80 Nvidia H100 80 GB გრაფიკული ბარათი Hopper არქიტექტურის ბაზაზე. რა თქმა უნდა, შედარებით მცირე სისტემაში ჰაერით გაგრილების გამოყენებამ შეიძლება განსხვავებული გავლენა მოახდინოს ვატი/წარმადობაზე. ჯამში Nvidia-ს უახლესი გამოთვლითი გრაფიკული პროცესორები მთლიანობაში შთამბეჭდავ წარმადობას უზრუნველყოფს. 

„ეს სუპერკომპიუტერი ახალ შესაძლებლობებს უხსნის მეცნიერებას“ - განაცხადა იან ფისკმა, ფლეტაირონის უნივერსიტეტის სამეცნიერო გამოთვლების ცენტრის თანადირექტორმა. „ახალი სისტემით ჩვენს მკვლევარებს საშუალებას მივცემთ ახალი ინსტრუმენტები მოსინჯონ და გააკეთონ აღმოჩენები. კომპიუტერი გვთავაზობს ძალიან მაღალ წარმადობას და ეფექტურობას. სისტემის ჩატვირთვას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი დასჭირდა. ასეთი ეფექტურობა ახლა ხელმისაწვდომია ბევრად უფრო დიდი რაოდენობის ჯგუფებისთვის და არა მხოლოდ უმსხვილესი სუპერგამოთვლითი ცენტრებისთვის“. 

Nvidia-ს სუპერკომპიუტერები (რომლებიც ხშირ შემთხვევაში შედგება სტანდარტული სერვერებისგან), გარკვეული დროის განმავლობაში ჩემპიონები იყვნენ წარმადობა/ვატით Green500-ის ჩამონათვალში, ამიტომ ლოგიკურია ველოდოთ, რომ H100 გააგრძელებს Nvidia-ს გამარჯვების სერიას. 

მავე დროს, AMD EPYC-სა და Instinct MI250X-ზე დამყარებული კომპიუტერები აუტსაიდერები არ არიან წარმადობა/ვატის თვალსაზრისით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ გავითვალისწინებთ იმ სუპერკომპიუტერების მასშტაბებს, როგორებიცაა Frontier, Lumi, AdAstra, Setonix და Dardel, რომლებიც AMD-ის ტექნოლოგიების ბაზაზე მუშაობენ. გარდა ამისა, Green500 სიის 10 საუკეთესო სუპერკომპიუტერიდან ექვსი იყენებს AMD-ის ცენტრალურ და გრაფიკულ პროცესორებს, სამში გამოყენებულია Nvidia-ს გამომთვლელ გრაფიკულ პროცესორს, ხოლო ერთი მათგანი იყენებს Intel Xeon Platinum 8260M-ზე დამყარებულ ნოუდებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.