Jump to content

GeForce RTX 4080 რეალურ სამუშაო პირობებში გამოცხადებულ 320 ვატზე ბევრად ნაკლებ ენერგიას მოიხმარს


Recommended Posts

ვიდეო ბარათ GeForce RTX 4080-ის ენერგომოხმარება რეალურ სამუშაო პირობებში აღმოჩნდა იმაზე ნაკლები, ვიდრე მის მახასიათებლებშია გამოცხადებული. ამის შესახებ გვაცნობებს კომპანია NVIDIA, აგრეთვე მოწმობს ვიდეო ბარათის დამოუკიდებელი ტესტები თამაშებში და სხვადასხვა სინთეტიკური ბენჩმარკიდან მიღებული შედეგები. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: NVIDIA 

GeForce RTX 4080-ის წინა თაობის NVIDIA გრაფიკულ ბარათებთან შედარებამ აჩვენა, რომ ახალი პროდუქტი მნიშვნელოვნად უფრო ენერგოეფექტურია Ada Lovelace-ის ახალი არქიტექტურის წყალობით, აცხადებს NVIDIA. მაგალითად, ენერგომოხმარების იდენტურ პირობებში (Total Graphics Power, TGP), რაც 320 ვატს შეადგენს, რეალურ სამუშაო სცენარში GeForce RTX 4080-ის ენერგომოხმარება გაცილებით დაბალი აღმოჩნდა წინამორბედ GeForce RTX 3080-თან შედარებით. 

image.jpeg 

NVIDIA-ს ვიდეო ბარათების ენერგომოხმარების გამოცხადებული მახასიათებლები 

ტიპური დატვირთვის პირობებში GeForce RTX 3080-ის ენერგომოხმარება გამოცხადებულ 320 ვატს შეადგენს, GeForce RTX 4080-ისა კი - საშუალოდ 251 ვატს, ანუ გამოცხადებულის 78%-ს, აცხადებს NVIDIA. ასევე აღსანიშნავია, რომ GeForce RTX 4080 უფრო მაღალი წარმადობისაა და უფრო ენერგოეფექტური, ვიდრე ფლაგმანური GeForce RTX 3090 Ti, რომლის ენერგომოხმარების საშუალო მაჩვენებელი გეიმინგში 389 ვატს შეადგენს, გამოცხადებული მაქსიმალური მაჩვენებელი კი 450 ვატია.  

გამოქვეყნდა GeForce RTX 4080-ის მაღალი ენერგოეფექტურობის დამადასტურებელი მაჩვენებლები 22 გეიმინგ ტესტში 4K, 1440p და 1080p გაფართოებებზე, აგრეთვე ვიდეო ბარათის ტესტირებისას ვიდეოს გაშვების რეჟიმში AV1 კოდეკის გამოყენებით. 

image.jpeg 

GeForce RTX 4080-ის ენერგომოხმარების ფაქტობრივი მაჩვენებლები თამაშებში 

თამაშების - Control, Cyberpunk 2077, Forza Horizon 5 და Guardians of the Galaxy Metro Exodus  ტესტებში 4K გაფართოების, რეითრეისინგისა და DLSS მასშტაბირების გამოყენებისას GeForce RTX 4080 ამაჩქარებელი მოიხმარდა არაუმეტეს 300 ვატს. ყველაზე დაბალი ენერგომოხმარება შეინიშნება Full HD გაფართოებაზე. მსგავსი შედეგები ასახულია ახალი ვიდეო ბარათის დამოუკიდებელი მიმოხილვისას. 

Link to comment
Share on other sites

ეგ კი არა და ბევრგან რომ ვუყურებ 2K მინიმუმ არც 30%+ სხვაობა არაა 4090 და მაგ კარტას შორის თამაშებში, ანუ ზოგან აღწევს მაგდენს ზოგან არა პერფორმანსში განსხვავება, ამიტომ ბევრისთვის 2k 4080 უკეთესი ვიბორი იქნება 1200$ ვიდრე 1800$ 4090 სადაც შეიძლება 20% მეტი არც დადოს წარმადობა, ან მაგაზე ნაკლებიც 2k გაფართოვებაზე, განსაკუთრებით RT ეხება, ანუ როცა იძახიან ძალიან უკან არისო ეგ კარტა 4090 მთლაც ეგრე არაა, საშვალო წარმადობა კარგათ თუ დაარაზგონე 4080 20% უფროა ვიდრე 30% და მეტიც დაჟე მაგ ორ კარტებს შორის, ფასში კი 600$ განსხვავება სადღაც თავის ფასში თუ იყიდი ორივეს, ისე 3090Ti ხომ ედო დაახლოებით 1200$-მდე და ეგ ახალი ყველაფრით ჯობია მაგ ძველს იგივე ფასში, VRAM აქვს მარტო ნაკლები მაგრამ იგრებში და RT საკმაოთ ჯაბნის 2K მაგ კარტას მაინც, 3080 გამოდის ნიტო პონტი ფასში, თავისზე სუსტ 3090Ti უკვე ვეღარ, ამდ 7900XTX რაც შეეხება კი 1000$ ჯდება მარტო მაგრამ ეგ კარტა GDDR6 24გბ რომელიც სადღაც 20% იაფი ჯდებაო GDDR6X + ამდ 5 ნანომეტრიან უფრო იაფიან ტეხპროცესზე ყოფილა, ნვიდია უფრო ახალ 4 ნანომეტრიან TSMC ჩიპებზე, ეგეც ზრდის საერთო ფასს მაგ კარტებზე,მაგას ემატება RT ბირთვებში სხვაობა და ათანსნაირი ფიშკები რასაც გრაფიკაში და რენდერში იყენებენ ეხლა და მაგ ყველაფრის გამო არც ისე მცირე სხვაობაა უკვე ამდ კარტებთან, მაგრამ რა თქმა უნდა ამდ რომ GDDR6X ყოფილიყო და იგივე ჩიპებზე 100$ მაინც ნაკლებს დაადებდა ამდ ალბათ, მაგრამ ისედაც ყოფილა სხვაობა ჩიპების და VRAM ფასში და მაგიტომაც ამდ უფრო იაფი გამოდის, იგივე რომ დაედო მაგი უფრო იქნებოდა გასაოცარი ვიდრე ეგ ფასი რაც დაადეს 7900XTX და 7900XT, ორი კაპიკი არც ეგ ჯდება ისე, RT კი გაიზარდა წარმადობა მაგრამ მაინც, მთავარი ფიშკაა მანდ GDDR6 24-20gb რაც აქამდე ამდ-ზე არ ქონია, ანუ გრაფიკაში გაიზრდება წარმადობა 6950XT-ან, მაგრამ 4090 მაინც უკან იქნება, თუ გაუტოლდა მაქს ალბათ 4080, მანდ VRAM აბიომი VS VRAM გამტარობაც იმოქმედებს წარმადობაზე, მაგ ყველაფერს კიდე ისიც ემატება რომ ჩიპების წარმოების ფასი სადღაც 20% გაიზარდაო 2 წლის უკანდელ ფასებს თუ შევადარებთ, მაგიტომ ავარდა ეგრე ფასები ნვიდიას კარტებზე, თუმცა შეიძლება შემდეგ სერიაში მეტზე აღარ გაზარდონ უკვე, თორე ეგეთი ტემპებით 5090 2000$+ დაადებენ და 5080 1500$ ლამის, 5070Ti კი 1000$ ედება

Link to comment
Share on other sites

6 hours ago, George said:

ბევრგან რომ ვუყურებ 2K მინიმუმ არც 30%+ სხვაობა არაა 4090 და მაგ კარტას შორის თამაშებში

ეგ ეხლა, რადგან ვერ ითვისებს ვერც თამაშები და ვერც პროცესორი მაგხელა სიმძლავრეს, ჰარდის დონეზე ბევრად მეტია სხვაობა ვიდრე 30%

Link to comment
Share on other sites

კი მაგრამ ეგ როცა აითვისებს მანამდე შემდეგი სერიაც გამოვიდეს შეიძლება, რაც ვნახე ეგაა რა 20%, ზოგან მაგდენიც არაა, სხვათაშორის RT ზოგან რამდნეnიმე ფპს განსხვავება 2K, ანუ რამე დიდ სხვაობას ვერ მოგცემს, 4K კი მეტია უკვე სხვაობა, რაც მთავარია ეგ ახალი 3090Ti კი ჯობია და რამდენიმე ფპს არა მეტია სხვაობა RT და მაგის გარეშეც

Link to comment
Share on other sites

4კ რეზოლუციაზეა ეგ კარტა გათვლილი და არაა მაგის წარმადობის ათვისება ძნელი საქმე

2კ-ზე ლიმიტი პროცესორი და თამაშის ძრავი იქნება უმეტეს თამაშში

Link to comment
Share on other sites

მითუმეტეს მაინდამაინც ნვიდიას აღება თუ გინდოდა 4080 უკეთესი ვარიანტი ჩანს მაგ ორიდან 2K გაფართოვებაზე, არაა მცირე სხვაობა ფასში მაინც და მაგიტომ, 600$ ფაქტიურათ განსხვავება, თან რაღაც მეეჭვება თან რომ ვინც ეგ კარტები აიღო გეიმინგისთვის ყველა 4K იჯდეს, შეიძლება კაკრაზ პირიქით ბევრი 2K იყოს, 4080 უკვე ცოტა უჭირს 4K, მაგრამ უფრო RT, მაგის გარეშე ეგეც მშვენვირათ ქაჩავს მაგრამ მანდ უფროა წარმადობაში სხვაობა + 4K ნორმა მონიკიც ეგრე ჯდება რაც ეგ კარტა, მაგაზე იაფათ ძალზე ბიუჯეტური მონიტორები იყიდება უკვე, 1200$ მონიკში გინდა კიდე, მაგიტომ არ გადასულა ბევრი 4K, რამდენიმე % ექნება მაგ გაფართოვებაზე მონიტორი ნაყიდი მსოფლიო მაშტაბით, სტიმზეც ეგეთივე სტატისტიკაა, ჯერ ძვვირია ძალიან მაგაზე თამაში და მაგიტომ, 2K უფრო კარგი ვარიანტია მაინც და ვარიაციაც გაცილებით მეტია რა კარტებზეც შეიძლება ნორმალურათ მაგ გაფართოვებაზე თამაში, მანდ ფასზე მეტათ კონექტორის პრობლემა უფრო სამარცხვინოა, მანდ მაგარი პრომახი აქვთ დაშვებული, მართლა მაგხელა ფასიან კარტას რომ ეგეთი პრობლემები აქვს

Link to comment
Share on other sites

2K-ზე თუ გინდა 4080-ში 1200+ დოლარის გადახდაც არაა გამართლებული

3080-3080Ti, 6900XT-ც მშვენივრად ართმევს თავს მცირე ხელის წაშველებით და მაგ ფასში 2 ცალი მოგდის :D 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

RT არის + დიდია ძალიან ზაპასი, ისე კი 3080 12გბ ნორმალურათ უბერავს კი, კაკ მინიმუმ რაც უკვე გამოვიდა მაგ იგრებში მაინც, პრინციპში 2K 4070Ti კარგი იქნება, მაგრამ ეგეც კარგი 800$ დაჯდება ისეთი ფასებია მაგ ახალ სერიაზე, 4080 უფრო RT გარეშე ქაჩავს ნორმალურათ ყველაფერს 4K, შემდეგ იგრებში გაუჭირდება RT თამაში DLSS გარეშე, ანუ ზაპასი არაა და ვერ ვიტყოდი რომ დიდხანს გეყოფა ეგ კარტა 4K, ეხლანდელ იგრებსაც რომ ქაჩავდეს 60ფპს, RT გარეშე კი წლები გაძლებს ალბათ ჰაი ნასტროიკებზე ულტრაზე თუ არა, აი RT 2K კარგ ფორმაშია ეგეც, ზაპასი კი უზარმაზარი რჩება მაგის გარეშე, ანუ ვისაც RT უნდოდა 4080 აღება ჯობია 4090 დიდ სხვაობას აღარ დებს და მაგიტომ ფასში კი 600$

Link to comment
Share on other sites

Just now, George said:

RT

ეგეც და დლსს-ც დაახვიოს ხუანგმა და გაიკეთოს უკან, მაგის გამო ნამდვილად არ ღირს მაგხელა ფასთა სხვაობა

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

DLSS მე არ მომწონს მაგრამ მაგას ბევრი იყენებს, ხოშიან ეფექტებს იძლევა წყალზე და ჩრდილებზე, რაც ვნახე იგივე კიბერპანკში დიდია ძალიან სხვაობა და კიდე ბევრ იგრებში კარგი ეფექტი აქვს, თუ ქაჩავს რატომაც არა, მაგრამ მაგის გამო ორმაგს კარტაში არ მივცემდი, თუმცა თუ იყიდე და ქაჩავს რატომ არ უნდა გამოიყენო, ნუ 3000 სერიაზე უფრო 1080P ქაჩავდა, 2K იგივე 3090 თუ ქონდა რამის თავი უკვე, ამ ახალ სერიაში 4080 უკვე კარგ ფორმაშია, რაღაცას ალბათ 4070Ti წაიღებს 2K, მანდ ბანალურათ თუ გაქვს 165 გერციანი 2K მონიკი ბევრ თამასში ახლოს იქნება მაქსიმალურ ფპს-ან 4080-ზე და ზაპასიც რჩება დიდი ძალიან 100ფპს-ზე ქვემოთ არც ახალ იგრებში რომ არ დაეცეს ფპს, ეგ კარტა დიდხანს გაძლებს 2K, მაგრამ 80-100ფპს-ზე 3080 12გბ დიდხანს გეყოფა ან 6800XT

Link to comment
Share on other sites

მაგ DLSS ზე ცოტა რაღაც გავერკვიესავით და რაც ვნახე მოშნად უმატებს ბევრ თამაშში FPS თან ვიზუალზეც რო არ შეეტყოს ბევრი არაფერი და ღირს ხო მაგის ჩართვა, ვინც ხმარობთ როგორია რეალში? :D

Link to comment
Share on other sites

15 minutes ago, მშვილდოსანი said:

მაგ DLSS ზე ცოტა რაღაც გავერკვიესავით და რაც ვნახე მოშნად უმატებს ბევრ თამაშში FPS თან ვიზუალზეც რო არ შეეტყოს ბევრი არაფერი და ღირს ხო მაგის ჩართვა, ვინც ხმარობთ როგორია რეალში? :D

თუ გიჭირს უნდა ჩართო სხვა რა გზაა, დიდად ნამდვილად არ აფუჭებს გამოსახულებას, ვაფშე ძაან ინტრიგანი თუ არ ხარ ვერც დაინახავ სხვაობას რეალურად ვერც dlss და ვერც fsr-ზე, ოღონდ dlss 2, 4000 სერიაზე რაც დაემატა dlss 3 ეგ სრული ქინძობაა, ან საერთოდ რატო დაარვქეს dlss საერთოდ სხვა ტექნოლოგიაა

მარა შენ რად გინდა სანამ კარტა ჩამოგივა უკვე dlss-იც ვეღარ გიშველის ისეთი მოძველებული იქნება, 4 თვეა უკვე ხო ელოდები? საღოლ შენ ნევრებს 

$#^#(^ი ეგეთ ეკომიას, მამენტ არცაა ეკონომია ამ დროში კი გაიფდა კარტები :lol2:

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, david_888 said:

მარა შენ რად გინდა სანამ კარტა ჩამოგივა უკვე dlss-იც ვეღარ გიშველის ისეთი მოძველებული იქნება

ნერვები ხო გამიფუჭდა, უკვე სხვა რაღაცეებიც ჩაითრია და მთელი სისტემის გაყიდვა მიწევს, კომპლექსური მკურნალობა რო ჩავიტარო :D

Link to comment
Share on other sites

43 minutes ago, მშვილდოსანი said:

ნერვები ხო გამიფუჭდა, უკვე სხვა რაღაცეებიც ჩაითრია და მთელი სისტემის გაყიდვა მიწევს, კომპლექსური მკურნალობა რო ჩავიტარო :D

ფულის დაბრუნება არ მოსულა?

Link to comment
Share on other sites

4 minutes ago, david_888 said:

ფულის დაბრუნება არ მოსულა?

რაღა აზრი აქ, მაინც საყიდელი მექნება და კიდე გაიწელება :D

Link to comment
Share on other sites

ბევრი არაფერი ეგ ძალიან თამამი სიტყვებია, ბევრი კი არა დობრათ რაღაცა უფუჭდება ვიზუალი იქნება თუ სხვა არტიფაქტები, თამაშზეც არის დამოკიდებული, ზოგან ისე მუშაობს ზოგან ასე, შუტერებში მოშნათ უმატებსო კიდე ინპუტ ლაგს, აბლურებს გამოსახულებას და გრაფიკასაც აფუჭებს, მცირე კი არა და დობრათ რაღაცეებს აფუჭებს საერთო ჯამში, თუ გაწყობს ეგეთ ვიდში და მაგის გარეშე ვეღარ თამაშობ მარტო მაგ შემთხვევაში თუ ღირს ჩართვა, მაგრამ მე რასაც ვუყურებ მაგის ჩართვას ჯობს ისევ შენ გემოზე დატვიკო მედიუმ სეტინგებზე მაინც ან რამე მიქსტი დააყენო და მაინც უკეთესი გრაფიკა გექნება არტიფაქტების,მაღალი ინპუტ ლაგის და ბლურის გარეშე, რავი მე არ ჩავრთავდი მაგას, RT კარგ ვიზუალს დებს მაგრამ ფპს ნახევრდება, აქტუალურია 2K მარტო 4080 ამ ეტაპზე, შეიძლება ზოგან 7900XTX კი გაუჭირდეს მაგითი, 3090Ti ვერ ქაჩავს ნორმალურათ ზოგ თამაშებში 2K, DLSS კი უკვე მაგარი ნა ლუბიტელაა, DLSS ზოგ თამასში ექსტრა ბაგები აქვს კიდე ვილეტების და სხვა გაბერვების სახით, მე მარტო სტანდარტული ბაგები ჩამოვთვალე რაც შეიძლება ზოგიერთ თამაშებში შეგხვდეს ხშირათ, სხვა მელკი ბაგებიც აქვს ზოგან მაგას თუ ჩაურთავ, 3000 სერიაზე DLSS 2.0-მდე მუშაობს მგონი, DLSS 3.0 მარტო 4000 სერიის თემაა და არა მგონია ჯერ კარგ ფორმაში იყოს, ანუ დასახვეწია ბევრ თამასში

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.