Jump to content

Seagate-მა გამოუშვა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი მყარი დისკი - 18 ტბ-მდე მოცულობა და 554 მბ/წმ სიჩქარე


Magdalena

Recommended Posts

კომპანია Seagate-მა წარადგინა MACH.2 მყარი დისკების მეორე თაობა, რომლებიც გამოირჩევა ორი დამოუკიდებელი ბლოკის მუშაობით, რის შედეგად უზრუნველყოფილია შთამბეჭდავი სამუშაო სიჩქარე. კომპანიამ გამოუშვა მოდელი Exos 2X18 16 და 18 ტბ მოცულობის ვარიანტებად. 18 ბ მოდელი გვევლინება, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი HDD-ის ტიტულის პრეტენდენტი. ორივე მყარი დისკი ხელმისაწვდომია ინტერფეისებით SATA (6 გბ/წმ) და SAS (12 გბ/წმ). 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Seagate 

16 და 18 ტბ მოცულობის Exos 2X18 მყარი დისკები ჰოსტით განისაზღვრება, როგორც ორი დამოუკიდებელი ლოგიკური დისკი 9 და 8 ტბ მოცულობით, შესაბამისად. ახალი დისკებში გამოიყენება ტრადიციული მაგნიტური CRM ჩაწერა, მათი ჰერმეტული კამერები კი ჰელიუმითაა გავსებული. დისკის ბრუნვის სიჩქარედ მითითებულია 7200 ბრუნი წამში. 

HDD-ის SAS-ვერსიის ჩაწერის მაქსიმალური სიჩქარეა 554 მბ/წმ, SATA-ვარიანტისა - 545 მბ/წმ, რაც მათ ბაზარზე ყველაზე სწრაფს ხდის ორივე შემთხვევაში. შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის ოპერაციების წარმადობა 4 კბ ბლოკებში შეადგენს 304 და 560 IOPS-ს. საშუალო შეყოვნებაა 4.16 მილიწამი. მყარი დისკების ბუფერული მეხსიერების მოცულობაა 256 მბ, სექტორის ზომა - 512 ბაიტი. აღვნიშნავთ, რომ წინა თაობის მოდელი MACH.2 Exos 2X14 უზრუნველყოფდა 524 მბ/წმ სიჩქარეს. 

image.png 

უმოქმედო რეჟიმში წარმოდგენილი მყარი დისკების SAS და SATA ვერსიების ენერგმოხმარება 8 და 7.8 ვატი, ხოლო შემთხვევითი წაკითხვისა და ჩაწერის მონაცემებით 4 კბ ბლოკებში - 11.5 / 9.6 ვატი და 11.1 / 9.2 ვატი, შესაბამისად. მოწყობილობები გათვლილია +5-დან +60 °C-მდე ტემპერატურის დიაპაზონში მუშაობაზე. დისკებს მოყვება მწარმოებლის ხუთწლიანი გარანტია. 

მწარმოებელი არ გვაწვდის ინფორმაციას Exos 2X18 მყარი დისკების ფასზე. დისკები პირველ რიგში გამიზნულია კორპორატიული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ მონაცემთა შენახვის სისტემების გაზრდილი წარმადობა 24/7 რეჟიმში. 

  • Upvote 2
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.