Jump to content

AMD-მ განმარტა, რატომ არის Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT უკეთესი, ვიდრე GeForce RTX 4080


Recommended Posts

GeForce RTX 4080 გრაფიკული ბარათის გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე AMD-მ გადაწყვიტა პოტენციური მყიდველების ყურადღება გადაეტანა ახლახანს წარმოდგენილ Radeon RX 7900 სერიის გრაფიკულ ბარათებზე, რომლებიც დამყარებულია ახალ RDNA 3 არქიტექტურაზე. AMD-მ აღნიშნა დეტალები, რამაც, მისი აზრით, უნდა დაარწმუნოს კომპიუტერის მფლობელები - მის ამაჩქარებლებზე გააკეთონ არჩევანი. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

AMD-მ ადრე დაადასტურა, რომ GeForce RTX 4080 იქნება Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების მთავარი კონკურენტი. ამრიგად, GeForce RTX 4090 დარჩება ყველაზე სწრაფ გეიმინგ ვიდეო ბარათად, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში. 

image.jpeg 

Radeon RX 7900 XTX-ის, RX 7900 XT-ისა და GeForce RTX 4080-ის მახასიათებლები 

Radeon RX 7900 XTX-ის ეტალონურ ვერსიას აქვს ოცფაზიანი კვების ქვესისტემა VRM, რაც სამით მეტია GeForce RTX 4080 Founders Edition ეტალონურ მოდელთან შედარებით. 

image.jpeg 

AMD Radeon RX 7900 ვიდეო ბარათის დაფა 

AMD ასევე ამახვილებს ყურადღებას იმ ფაქტზე, რომ მისი ახალი ვიდეო ბარათები უფრო კომპაქტურია, ვიდრე კონკურენტის. ისინი უფრო მოკლე და თხელია, ვიდრე GeForce RTX 4080 Founders Edition. გარდა ამისა, GeForce RTX 40 სერიის ბარათებისგან განსხვავებით, Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ამაჩქარებლები აღჭურვილია DisplayPort 2.1 და USB Type-C კონექტორებით. 

image.jpeg 

AMD კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კონკურენტისგან განსხვავებით მისი ახალი ვიდეო ბარათები არ საჭიროებს რაიმე გადამყვანის და კვების ახალი კონექტორების გამოყენებას. ბარათები აღჭურვილია ორი ჩვეულებრივი 8-პინიანი PCIe კვების კონექტორით, რის შედეგად ისინი სრულად თავსებადია უმეტეს კვების წყაროსთან. 

სევე სამართლიანია აღინიშნოს, რომ 900-1200 აშშ დოლარი ფასის დიაპაზონში AMD-ის ვიდეო ბარათები გვთავაზობენ მეტ ვიდეომეხსიერებას. Radeon RX 7900 XTX-ს აქვს 24 გბ GDDR6, Radeon RX 7900 XT მოდელს - 20 გბ GDDR6. ფლაგმანურ GeForce RTX 4090-ს აქვს 24 გბ უფრო სწრაფი GDDR6X მეხსიერება, თუმცა მისი სარეკომენდაციო ფასი 1600 აშშ დოლარს შეადგენს. GeForce RTX 4080 მოდელში კი ხელმისაწვდომია მხოლოდ 16 გბ GDDR6X და მისი სარეკომენდაციო ფასია 1200 აშშ დოლარი. 

image.jpeg 

სამწუხაროდ, არც AMD და არც NVIDIA ჯერ არ არიან მზად უშუალოდ შეადარონ თავიანთი ამაჩქარებლების წარმადობა ერთმანეთს. ვინაიდან GeForce RTX 4080 გაყიდვაში ჯერ არ გამოსულა, AMD თავის RDNA 3 გრაფიკულ ბარათებს ადარებს თავის წინა თაობის ფლაგმანურ ამაჩქარებელს, Radeon RX 6950 XT-ს. 

image.jpeg 

Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ვიდეო ბარათების წარმადობა 

კომპანიამ გააზიარა ორი გრაფიკი. მათ თანახმად, ახალი თაობის ვიდეო ბარათები რასტრული წარმადობა თამაშებში 4K გაფართოებაზე 67%-ით მაღალია Radeon RX 6950 XT-თან შედარებით, ახალი ვიდეო ბარათების რეითრეისინგის წარმადობა კი 82%-ით მეტია RDNA 2 არქიტექტურის ფლაგმან Radeon-თან შედარებით. 

image.jpeg 

Radeon RX 7900 XTX-სა და RX 7900 XT-ის რეითრეისინგის წარმადობა 

Radeon RX 7900 XTX-ისა და Radeon RX 7900 XT ბარათების გაყიდვის დაწყებამდე კიდევ ერთი თვე რჩება. მათი გამოშვება 13 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.