Jump to content

ევროპაში გამოჩნდა Nvidia RTX 4080-ის ფასები


Recommended Posts

გასულ კვირას ცნობილი გახდა Nvidia GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის საცალო ფასი აშშ-ში. სიტუაცია არ გამოიყურება ხელსაყრელად და, როგორც ჩანს, მომხმარებლებს გაუჭირდებათ ბევრი მოდელის შეძენა სარეკომენდაციო ღირებულებასთან მიახლოებულ ფასად. ამჯერად ცნობილი გახდა ვიდეო ბარათის ევროპული ფასები და მათ შემთხვევაში ვითარება კიდევ უფრო უარესია: ყველაზე იაფი მოდელი 1166 ფუნტი სტერლინგი (1368 აშშ დოლარი) ღირს დღგ-ს გათვალისწინების გარეშე. 

image.jpeg 

RTX 4080-ის ფასების შემოწმების მიზნით პორტალ Tom’s Hardware-მა გადაამოწმა ტექნიკის პოპულარული მაღაზიები დანიაში, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში და ეს ფასები ამერიკული Microcenter-ის ფასებს შეადარა. შემოწმებულ ყველა რითეილერს შორის ყველაზე დაბალფასიანი აღმოჩნდა მოდელი Asus TUF Gaming GeForce RTX 4080, ყველაზე ძვირადღირებული კი - Asus ROG Strix RTX 4080 OC Edition. 

image.png 

უნდა გვახსოვდეს, რომ GeForce RTX 4080-ის სარეკომენდაციო საცალო ფასი 1199 აშშ დოლარს შეადგენს, ფლაგმანური RTX 4090 ვიდეო ბარათის კი - 1599 აშშ დოლარს. Tom’s Hardware-მა გამოიყენა ევროპული ფასები გაყიდვების გადასახადის გარეშე აშშ დოლარში კონვერტაციისთვის. 

image.png 

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით აშშ-ში არსებული ფასები საუკეთესოა, მათ მოსდევს ფასები დიდ ბრიტანეთში. ევროზონის მომხარებლებს შეუძლიათ მარტივად აირჩიონ ყველაზე იაფი ვარიანტი ევროკავშირის ქვეყნებიდან და არ ეშნოდეთ დამატებითი მოსაკრებლის ან იმპორტის გადასახადებისა. ამჟამად საფრანგეთს აქვს ყველაზე დაბალი ფასები ევროზონაში, თუმცა Tom's Hardware-მა ვერ შეძლო RTX 4080-ის საცალო ფასების მოძიება მეზობელ ქვეყნებში, როგორებიცაა ესპანეთი, გერმანია ან იტალია. 

GeForce RTX 4080-ის მახასიათებლებს და შესაძლებლობებს რაც შეეხება, როგორც უკვე ვიცით, მასში მოცემულია გრაფიკული პროცესორი AD103, რომელსაც დაახლოებით 60%-ით ნაკლები ტრანზისტორი აქვს RTX 4090 ბარათის შემადგენლობაში არსებულ AD102-თან შედარებით. მას ასევე აქვს მნიშვნელოვნად ნაკლები CUDA, Tensor და RT ბირთვი. RTX 4080 16 გბ მოდელს აქვს 8 გიგაბაიტით ნაკლები ვიდეომეხსიერება და მეხსიერების უფრო ვიწრო სალტე. NVIDIA-ს წინასწარი მარკეტინგული ციფრები და გაჟონვები მიუთითებს, რომ RTX 4080 16 გბ კვლავ სტაბილურად გვთავაზობს წარმადობის მნიშვნელოვან ზრდას წინა თაობის RTX 3090 Ti-სთან შედარებით. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

მაგარი არაადეკვატური ფასები ადევს, ვერ ვხდები რომელი ჭკუათმყოფელი იყიდის მაგ ქინძობას (ფასიდან გამომდინარე)

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

რამდენია თვალებზე ბინდი რომ ეკვრება ნვიადიას გაგონებაზე, ბეევრი.

https://www.amazon.it/MSI-4080-16GB-GAMING-TRIO/dp/B0BHF2FW87/ref=sr_1_1?__mk_it_IT=ÅMÅŽÕÑ&crid=10HR495AID090&keywords=rtx+4080&qid=1668670550&qu=eyJxc2MiOiI1Ljc0IiwicXNhIjoiMy41MyIsInFzcCI6IjAuMDAifQ%3D%3D&sprefix=rtx+4080%2Caps%2C136&sr=8-1

:keh2:

Link to comment
Share on other sites

Nvidia-ზე ნაბოზარი კომპანია მგონი რომ არ არსებობს და არც იარსებებებს

Link to comment
Share on other sites

ლოლ ევროპაში ვუყურებ პირველი პარტია მალე 2000 ევროთაც წავა, მითუმეტეს ზოგან უკვე 4090 2500 ევრო ადევს, არაფერი შეცვლილა მანდ ყველგან სოლდ აუტია ოფიციალურ დისტრიბუტორებში და იყიდება პაჭა-პუჭა მაღაზიებში რამდენიმე ეგზემპლიარი უკვე 1500-1700 ევროებში და ჯერ ეხლა გამოვიდა ეს დღეებია მარტო, სპეკულიანტები და ვიდეოკარტების მაფია კიდე უფრო ზრდის მაგ ძვირიან კარტებზე ფასებს და ვნახოთ რამდენი ხანი გაგრძელდება ეგრე, თორე 1200-1300 ევროთ სადაა ვერ იყიდი, და ვერც 1200-1300$ შტატებში, ორმაგ ფასში ეგრევე აიღებ ისე მაგარი რთულია დათრევა უკვე 1500$ ქვემოთ მასეთისაც კი, ეხლა წარმოიდგინე ჩინეთმა თუ გაბედა ტაივანზე თავდასხმა, ეგ ვაბშე ააგდებს ფასებს ძალზე მაღლა ვაბშე საშინელი დეფიციტი თუ არ დაიწყო ვიდეოკარტების ჩიპებზე დროებით მაინც, არადა და ემუქრება უბედურათ და ვნახოთ ეგ მუქარა რამე უფრო სერიოზულში გადაიზრდება თუ შეეშვებიან დროებით და დაანებებენ თავს ჯერ, სადღაც წავიკითხე 4090 სულ გრაფიკოსებმა იყიდესო, ანუ გეიმერებს ცოტა აუღია ეგეთები, სპეკულიანტებიც მაგიტომ ბობოქრობენ პირველ ხანებში, ეგრევე გააქრეს მაღაზიებიდან ეგ კარტები, თუმცა არანაირი მაინინგის ბუმი არაა ეხლა, პირიქით ყველაფერი დაცემულია და ეგრე დიდხანს გაგრძელდება წესით კიდე, ნვიდიადან ამ ეტაპზე 3080 12გბ ძვირათ მე კარტას არ ავიღებდი ჯერ, შემდეგ რეებს გამოუშვებენ არ ვიცი მაგრამ მაგაზე ძვირს კარტაში ვერ მივცემ

Link to comment
Share on other sites

რახან სოლდ აუტებია ეტყობა ყიდულობენ მაინც, გეიმერები თუ არა გრაფიკოსები გლობალურათ, თუმცა არ მიძებნია ზუსტათ რა უპირატესობები აქვს მაგ ახალ კარტებს წინებს თუ შევადარებთ, თუმცა გეიმერების გარკვეული ნაწილი მაინც აიღებს სადმე თუ იპოვეს გაყიდვაში თავის ფასში მაინც, ისე 1200$ ეგ რეფერანსი ღირდა, 1400$ მოდელებსაც ვხედავ ლამის, წყალზე შეიძლება 1500$ აარტყას ტოპ მოდელმა და ეგ თავის ფასია და არა პერეკუპშიკის თან, ეგრეა 4090 წყალზე, 1800-1900$ არტყამდა სანამ ეგეც ამოყიდეს, ეხლა უფრო 2300-2700$ ლოლ უკვე შტატებში ისევ პატარა მაღაზიებს აქვთ ზვერსკი ფასებში რამდენიმე ცალი გაყიდვაში, ისე ნვიდიამ 100000 მეტი მარტო 4090 გამოუშვა და სად მიდის ესე სწრაფათ მაგდენი კარტები ვერ გამოგია, ისედაც ძალზე ძვირია სტარტოვი ფასი და კიდე აძვირებენ ეგენი, ანუ ის ბაზარი აშკარათ აღარაა რაც ადრე იყო, ანუ კარტების უმრავლესობას რომ გეიმერები თრეულობდენ და რაღაც ნაწილს სხვა მომხმარებლები, ეხლა ისეთი პირი უჩანს რომ გეიმერები უმცირესობა დარჩა მაგ კარტებზე და სხვა ხალხი თრეულობს უფრო, ნუ პროფესიონალი კიბერსპორცმენები შეიძლება იყიდიდენ მაგ ფასადაც, მაგრამ სხვები მეეჭვება რაღაც, მაგრამ 1200$-მდე შეიძლება ბევრს აეღო მაინც შტატებში სანამ იყო მაგ ფასათ თავიდან, მაგრამ ეგ ის მომენტი ნამდვილათ არაა ზვერსკი ფასი რომ ადევს და კაციშვილი რომ არ ეკარება და ლპებიან კარტები მაღაზიების თაროებზე, კაკრაზ პირიქით ვაბშე ვერ იშოვი ვერსად უკვე თავის ფასში რომელიმე მოდელს მაგ ახალი კარტებიდან, მთელი ტრაგედიაც მაგაშია, ანუ კარტები ძვირია მაგრამ მაინც ვიღაცა ყიდულობს და ეგრევე დეფიციტი იწყება ისედაც ძვირიან კარტებზე, ანუ დაცემის მაგივრათ ძვირდება პირიქით

Link to comment
Share on other sites

რომ არ ეყიდებოდეს ხო ვერ დაადებდა ეგეთ ფასს?!  ანუ მომხმარებლების ბრალია ეგენი რომ ერთ ადგილს ათამაშებენ. 999$ მაქსიმუმია რაც ადეკვატურობის ზონაში დატოვებდა. უნდა დაბრუნდეს ისე როგორც ადრე მაგრამ პანდემიის დროს მაინინგის ეფექტმა დაღი დაასვა ადამიანების რეალობის აღქმას. 

Link to comment
Share on other sites

მაინინგის ეფექტი მანდ ნაკლებათ მგონია, არავის უთქვია თან მაინერებმა წაიღესო, უფრო სხვა ხალხი იღებს ამ ეტაპზე, რენდერი და გრაფიკა მგონია ყველაზე მეტათ, გეიმერების ნაწილიც დაითრევდა, მაგრამ მარტო მდიდარი გეიმერები სხვა ვერავინ, მანდ თან ბანალურათ ვიდეოკარტების მაფიაც მოღვაწეობს უკვე, ეგენი აკონტროლებენ სამწუხაროთ ფასებს მაგ კარტებზე, წინა სერიაზეც ეგრე იყო და ეხლაც ეგრე გრძელდება, ჩემი აზრით მაგი უფრო უწყობს ნვიდიას ხელს ფასები აწიოს ვიდრე რამე სხვა, მაგრამ წინა სერიაზეც მაინინგის ეფექტი სერიოზულათ ეტყობოდა, ეხლა ყველაფერი რომ ჩაკვდა მეეჭვება ათასობით კარტები დაეთრიათ მაგისთვის მაგ ახალი სერიიდან, მარტო შეიძლება იმათ აეღოთ სადაც დენი ფაქტიურათ უდასოთაა, არის ეგეთი ზონებიც მსოფლიოში, ბევრი არა მაგრამ მაინც, მაგრამ ეგ უფრო თავის ფასში, ორმაგათ რაღაც მეეჭვება, ბოლო-ბოლო 3080 აიღებ ან 3080tI მაგათ დათრევას, დიდი სხვაობა არ იქნება ჰეშრეიტებში რომ ორმაგის ან სამმაგის გადახდა ღირდეს, არა მანდ მაინინგის გარდა სხვას მიაქვს ეგ კარტები მემგონი და მაგიტომაც აქტიურობენ ეგრე ძალიან სპეკულიანტები და ვიდეოკარტების მაფია, არც ისე ცოტა კარტაა გამოსული ეგრე მალე რომ გაყიდულიყო, ვნახოთ ამჯერათ სადამდე გაგრძელდება ეგეთი ზვერსკი ფასები, თორე 3080 კი ჯდებოდა ლამის 1500$+ წლის დასაწყისში, ეხლა უკვე მაგის ნახევარი ღირს, მაგრამ მაშინ კარგ მაყუთსაც აკეთებდა მაინინგში, ეხლა მაგის მესამედიც აღარ დარჩა უკვე, ყველაზე მეტათ აქტიური გეიმერები იჩაგრებიან ეგეთი ფასებით, ისიც დიდი პროგრესია უკვე წინა სერიის კარტები რომ თავის ფასი ჯდება და არა ორმაგი თუნდაც, ეხლა მაინც აიღებდა ბევრი ვისაც მაგხელა თანხა მაინც ქონდა კარტებისთვის გამოყოფილი,  არადა ინტელის ძველი სერიის პროცესორების დეფიციტზე წუწუნებდა თავის დროზე ხალხი, თურმე ეგ ფასები მონაგონი იყო ვიდეოკარტების ფასებთან, თან პროცესორების ფასები კაკრაზ გამოსწორდა მაგრამ ვიდეოკარტებზე საშინელი ფასები ადევს და რატომღაც მგონია ეგეთი ფასების მატება ჰაი-ენდ და მიდ ენდ კარტებზე მარტო გაიზრდება და არ დაიკლებს ახლო მომავალში, ეგ კი პირველ რიგში გეიმერებისთვის იქნება ცუდი, თორე ვისაც ახსოვს 1000 სერია რომ გამოვიდა მაინინგიც ჩამკვდარი იყო და არც ვიდეოკარტების მაფია და სპეკულიანტები აქტიურობდან პირველ ხანებში, მერე გადაიჭრა ყველამ ვენები და ეგრე გრძელდება დღემდე

Link to comment
Share on other sites

მაინინგის ეფექტში ვიგულისხმე მაგ პერიოდში რომ აიწია არაადეკვატურად ფასებმა ხალხი მიეჩვია რომ ეგეთი რეალობა იდგა. არარაა მაინინგი მაგრამ ახლა ფასები მაინც მაინინგამდე პერიოდზე მაღალია და პროტესტის გრძნობა არ აქვთ ალბათ ვინც ყიდულობს. მხოლოდ მაინინგის პერიოდი ახსოვთ და არა მანამდე რაც იყო.  100+ ფპს ახალ cod-ში თუ დაიჭირა ხელშევლებულ პარამეტრებზე ჩემმა კარტამ(რაც მეტად სავარაუდოა) კიდე კარგა ხანს არ/ვერ გამოვცვლი თუ ასეთი ფასები დარჩა ახალ სერიაზე. 

ცხადია ყველაფრის ფასმა მოიმატა ზოგადად და ეგეც იქონიებს გავლენას მაგრამ ნვიდია მეტისმეტად ****-ია :D 

Link to comment
Share on other sites

მე დავიკიდე უკვე კარგა ხანია გეიმინგი, თუმცა კი მიგდია 1080Ti, ძალიან თუ მომინდა მაგას ჩავიდგამ და ეგაა, ხელის შევლებით ეგეც მათამაშებს 60ფპს-მდე 2K ბევრ თამაშს მედიუმზე მაინც, რომც ძალიან მომინდეს აღება და ფულიც მქონდეს 600-700$ მეტის მიმცემი ახალ ან თუნდაც ნახმარ კარტაში მე არა ვარ არც ეხლა და არც მერე, სისტემა მომიძველდა თან და პირველ რიგში მაგას გამოვცვლი და არა კარტას, მითუმეტეს თუ შემდგომშიც გაგრძელდა ეგეთი ზვერსკი ფასები კარტებზე, დდრ5 ფასებიც კი ეცემა ნელ-ნელა და Z690 მაზერების მაგრამ კარტებს არაფერი შველის, კი დაეცა საგრძნობლათ 3000 სერიაზე ფასები, მაგრამ ფაქტიურათ ეხლა თავის ფასში იყიდება რაც თავიდან დაადო ნვიდიამ მაგ ფასამდე ჩამოწიეს მარტო, სანამ სპეკულიანტები იარსებებენ და ვიდეოკარტების მაფია თუ რაცაა, არაფერი ეშველება მაგ ფასების გაორმაგებას მინიმუმ პირველ ხანებში, აი მაინინგი მოკვდა და ყველას ეგონა რომ გამოსწორდებოდა მალევე სიტუაცია მაგრამ ეგ ჯერ არ ჩანს + ჩიპებზე ფასებმა 20% მოიმატაო სადღაც ხოდა ეგეც მოქმედებს კარტების გაძვირებაზე, სანამ ეგეთი სპროსია მაქსიმალურათ აწევს ნვიდიაც ფასებს, მანდ ვერაფერს ვერ უშველი უკვე, უნდა აიღო იმ ფასიანი და ის მოდელი რომლის თავიც გაქვს, სხვა ვარიანტი მანდ არაა, 4070Ti კი მაგარი ძვირი ეღირება, თუმცა ალბათ ეგეც აჯობებს 3080 12გბ მოდელს, თვითონ ნვიდია კიდე ჩარტებში კარტას ზომავს სულ RT წარმადობით, მართლა აქვს სხვაობა ეგრე და საკმაოთ დიდიც და ეგეც უწყობს ხელს ამდ-ზე მეტი დაადოს კარტებს + ათასნაირი ფინტიკრუშკა აქვს ჩაკვეხებული რომელიც გრაფიკაში და ვიდეო ედიტინგში გამოიყენება და არა მარტო გეიმერები ხმარობენ

Link to comment
Share on other sites

რედითზე ხშირად იწერება პოსტები მიკროცენტრში და კანადაში ყრია ოხრად არავინ არ ეკარებაო :) 

მართლა ძაან გაისხეს თავზე რა ფასებს აფრიალებენ უსინდისოდ ! 3080/3090 ან ამ დონის AMD ბარათი თუ გიდევს დღეს კეისში აი ამ მზეობაში 1200+ დოლარი რატომ უნდა გადაიხადო? 

 

Link to comment
Share on other sites

On 11/17/2022 at 11:02 AM, david_888 said:

არაადეკვატური ფასები ადევს, ვერ ვხდები რომელი ჭკუათმყოფელი იყიდის

ენვიდია და ადეკვატური ფასები ბოლოს როდის გახსოვს? :D 

იყიდიან და ყიდულობენ კიდევაც, ევროპელ/ამერიკელისთვის არაა კატასტროფა ფასი, მაგრამ ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყნებშიც ყიდულობენ მაგაშია საქმე, თან ჯერ არ გამოსულს პრეორდერებით :D 

Link to comment
Share on other sites

8 minutes ago, Gogla1990 said:

ენვიდია და ადეკვატური ფასები ბოლოს როდის გახსოვს? :D 

იყიდიან და ყიდულობენ კიდევაც, ევროპელ/ამერიკელისთვის არაა კატასტროფა ფასი, მაგრამ ჩვენნაირ გაჭირვებულ ქვეყნებშიც ყიდულობენ მაგაშია საქმე, თან ჯერ არ გამოსულს პრეორდერებით :D 

რო იყიდიან და ყიდულობენ კიდეც ეგ მეც ვიცი, უბრალოდ ეგეთი ხალხი ჭკუათმყოფელებში არ გამყავს, ფულის ქონა არ ქონა აქ არაფერ შაუშია, მე შეურაცხჰყოფად ვიღებ ეგეთ ფასს, პრინციპულად არ ვიყიდი, თავის ჩინელ ბებიას ეკაიფოს ხუანგი

Link to comment
Share on other sites

2000 ევრო ადევს სტრიქსს, ამაზონზე. ამ ევროპაში სულ გამოშტერდნენ, გაორმაგებულია ფასები.

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.