Jump to content

Dimensity 9200: პირველი მობილური ჩიპი რეითრეისინგის მხარდაჭერით


Recommended Posts

Dimensity 9000 სერიის დიდი წარმატების შემდეგ ჩიპ Dimensity 9200-ის პრეზენტაცია ელს უფრო ნაადრევი ჩანს წინა წლებთან შედარებით. ნოემბერში საბოლოოდ გახდა ცნობილი ჩიპის ფლაგმანური ბირთვების შესახებ დეტალები. ახალი Cortex-X3 სუპერ ბირთვების, Immortalis-G715-სა და მრავალი სხვა ფლაგმანური აპარატურული რესურსის წყალობით ამ დროისთვის ჩიპს საუკეთესო კონფიგურაცია გააჩნია Android-ისთვის.  

MediaTek მიიჩნევს, რომ Dimensity 9200 პოპულარული მომავალ წელს გახდება. 

Dimensity 9200-ის აპარატულ ნაწილს რაც შეეხება, ძირითადი ბირთვი განახლდა Cortex-X3-ის ბოლო ვერსიამდე სიხშირით 3.05 გჰც. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური პროცესორის მაღალი წარმადობის ყველა ბირთვს აქვს სუფთა 64-ბიტიანი აპლიკაციების მხარდაჭერა, ხოლო LPDDR5X მეხსიერების 8533 მბ/წმ სიჩქარითა და რვაარხიანი UFS4.0 ფლეშ-მეხსიერებით მოსალოდნელია, რომ აპლიკაციებთან მუშაობა, მობილური თამაშების უმეტესობის ჩათვლით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. 

ხელოვნური ინტელექტის თვალსაზრისით Dimensity 9200-ში მოცემულია მეექვსე თაობის APU MediaTek. მაღალეფექტური ხელოვნური ინტელექტის არქიტექტურის დამუშავებისას ხელოვნური ინტელექტის ჯამური წარმადობა 35%-ით გაუმჯობესდა, აგრეთვე მნიშვნელოვნად შემცირდა ენერგომოხმარება ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ სხვადასხვა აპლიკაციაში, რომ აღარაფერი ვთქვათ TSMC-ის 4-ნანომეტრიან ტექნოპროცესზე, რომელიც მთელ ჩიპშია გამოყენებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ Dimensity 9200 შესანიშნავად აერთიანებს ერთდროულად „მაღალ წარმადობას“ და „მაღალ ენერგოეფექტურობას“.  

image.png 

რაც შეეხება გრაფიკულ პროცესორს, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს გეიმინგზე, მოხდა Dimensity 9200-ის მნიშვნელოვანი მოდერნიზაცია და მასში წარმოდგენილია ახალი თაობის 11-ბირთვიანი გრაფიკული პროცესორი Immortalis-G715. წინა თაობასთან შედარებით წარმადობა გაიზარდა 32%-ით, ენერგომოხმარება კი შემცირდა 41%-ით. 

ინჟინრულ მანქანებთან მომუშავე ზოგიერთი ბლოგერის შეფასებით შესაძლებელია ვარაუდი, რომ Dimensity 9200 უკვე აღემატება Apple A16-ს გრაფიკული პროცესორის მაქსიმალური წარმადობით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ Dimensity 9200-ს საკმარისი სიმძლავრე გააჩნია ბაზარზე წარმოდგენილი თამაშების ექსტრემალური სიმძლავრით უზრუნველსაყოფად. 

image.png 

მობილური რეითრეისინგი აპარატულ დონეზე აჩქარებს ინოვაციების დანერგვას მობილურ თამაშებში 

რა თქმა უნდა, Immortalis-G715 არ არის ახალი ჩიპის ერთადერთი განსაკუთრებული მახასიათებელი. 

Dimensity 9200-ის გამოსვლასთან ერთად მობილური თამაშების მთლიანი ინდუსტრია ხელახლა დაიბადება. ეს არის რეითრეისინგის პირველი დანერგვა აპარატურულ დონეზე მობილურ ტელეფონში. 

მობილური მოწყობილობებისთვის განკუთვნილი რეითრეისინგის უახლესი და მოწინავე ტექნოლოგია უნდა განვითარდეს ფლაგმანური ჩიპის საფუძველზე პირველ რიგში სმარტფონების მაღალი დონის ბაზრის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. Dimensity ფლაგმანი ჩიპი ყველა ღონეს გამოიყენებს ამ ინოვაციური ტექნოლოგიის პოპულარიზაციისთვის და 2023 წელს გრაფიკულ პროცესორს ექნება რეითრეისინგის მხარდაჭერა აპარატულ დონეზე. იგი გახდება ფლაგმანური ჩიპებისა და მაღალი კლასის სმარტფონების მთავარი მახასიათებელი. 

image.png 

რეითრეისინგი სიახლეს არ წარმოადგენს პერსონალური კომპიუტერების სფეროში. ეს არის ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია რეალური სინათლის, ჩრდილის, პროექციისა და გარდატეხის იმიტირება. იგი უკვე დიდი ხანია პოპულარულია პერსონალურ კომპიუტერებსა და კონსოლებში, თუმცა მისი წარდგენა პირველად მოხდა სმარტფონებში. 

როგორც მობილური რეითრეისინგის ტექნოლოგიის პიონერი, MediaTek-ი თანამშრომლობდა Tencent-თან, რათა განევითარებინა ტექნოლოგია თამაშებში Dimensity 9200-ის გამოშვებამდე. 

პირველი თამაში, რომელიც გაეშვება, იქნება Tencent-ის „Dark Zone Breakthrough“. ორივე მხარემ დაამუშავა თამაშის სპეციალური ეფექტები, როგორებიცაა მსუბუქი ჩრდილები, სარკისებრი ანარეკლები და სინათლის გარდატეხა, რათა მომხმარებლებს წარუდგინონ რეალობასან დაახლოებული გამოსახულება. მიიჩნევა, რომ „ბნელი ზონის გარღვევის“ შემდეგ თამაშების მეტი დეველოპერი შეუერთდება MediaTek-ს, რათა ერთობლივად დააჩქარონ მობილური რეითრეისინგის ტექნოლოგიის კომერციალიზაცია. 

image.jpeg 

image.jpeg 

რეითრეისინგის ტექნოლოგიის გარდა Dimensity 9200-ს ასევე აქვს თამაშების ადაპტური მართვის სრულიად ახალი ტექნოლოგიის (MAGT) მხარდაჭერა, ცნობილი მობილური თამაში Honor of Kings კი გახლავთ ამ ტექნოლოგიის პირველი სტრატეგიული პარტნიორი.  

თამაშის კონტროლის ადაპტური ტექნოლოგიის მიხედვით ტერმინალურ მოწყობილობას შეუძლია რეალურ დროში დაარეგულიროს რენდერინგის ლოგიკა Honor of Kings-ის დატვირთვის მიხედვით, ეფექტურად მიაღწიოს გამოსახულების ხარისხის, კადრების სიჩქარისა და სიმძლავრის შესანიშნავ ბალანსს. მომხმარებლების რეალური შეგრძნებებით უზრუნველყოფისთვის კი Honor of Kings მუშაობს 1 საათის განმავლობაში სრულ კადრში, გამოსახულების ექსტრემალური ხარისხით 120 fps-ზე. 

image.png 

image.png 

პერიფერიული ტექნოლოგიები უზრუნველყოფს რეითრეისინგის საუკეთესო გამოცდილებას Dimensity 9200-ში 

მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორისაა vivo, OPPO, Xiaomi, Honor, Transsion, ROG და სხვები, MediaTek-ს მიულოცეს Dimensity 9200-ის გამოშვება. მოსალოდნელია, რომ Vivo X90 იქნება პირველი სმარტფონი Dimensity 9200-ით. 

  • Thanks 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.