Jump to content

Changpeng zhao-მ გაფრთხილება გამოთქვა კრიპტოინდუსტრიაში „კასკადური“ კრიზისის შესახებ


Recommended Posts

image.png 

კრიპტოვალუტების ინდუსტრიაში არსებული ვითარება ეხმიანება 2008 წლის ფინანსურ კრიზისს და უახლოეს კვირებში შესაძლოა მეტმა კომპანია განიცადოს კრახი. ეს მოსაზრება გამოთქვა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng zhao-მ, წერს Financial Times. 

ინდონეზიაში გამართულ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ბაზარს ჯერ კიდევ არ უგრძვნია კრიპტო ბირჟFTX-ისა და მასთან დაკავშირებული Alameda Research-ის კრიზისის შედეგები. 

„FTX-ის დაცემასთან ერთად ჩვენ დავინახავთ კასკადურ ეფექტებს. განსაკუთრებით დაზარალდებიან ისინი, ვინც ახლოს არიან ეკოსისტემასთან“, - აღნიშნა Zhao-მ. 

ანალოგიური აზრი გამოთქვა ჟურნალისტმა კოლინ ვუმ მას შემდეგ, რაც FTX Group-მა გადახდისუუნარობის შესახებ შეიტანა განცხადება. მისი თქმით, პროექტები და ტოკენები, რომლებშიც Sam Bankman-Fried-ის ბირჟამ და Alameda Research-მა ინვესტიცია მოახდინეს, რისკის ქვეშ იყო. 

მიუხედავად პესიმისტური პროგნოზისა, Binance-ის ხელმძღვანელმა გამოხატა რწმენა, რომ ინდუსტრია საბოლოოდ აღდგება. 

6 ნოემბერს Zhao-მ განაცხადა კომპანიის სურვილი - თავიდან მოეშორებინა ბირჟა FTX-ის utility-ტოკენი FTT. აქტივები, BUSD-თან ერთად, საერთო ჯამში  დაახლოებით 2.1 მლრდ აშშ დოლარის ოდენობით, იყო კომპანიის მიერ პლატფორმის პორტფელის ინვესტიციიდან გასვლის შედეგი. 

8 ნოემბერს Bankman-Fried-მა და Zhao-მ გამოაცხადეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, მაგრამ 10 ნოემბერს Binance-მა უარი თქვა FTX-ის შთანთქმაზე. კომპანიაში განაცხადეს, რომ ბირჟაში არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ შეძლებდნენ. 

ინდუსტრიის მონაწილეები სწრაფად დისტანცირდნენ Sam Bankman-Fried-ისა და Alameda Research-ისგან. FTX-ის ერთ-ერთმა ინვესტორმა, ვენჩურული კომპანია Sequoia Capital-მა აღიარა, რომ 213.5 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის დაბრუნება შეუძლებელი იყო. 

საინფორმაციო მედიის ცნობით, აშშ-ის მარეგულირებლებმა დაიწყეს FTX-ის კავშირების გამოძიება აშშ-ში არსებულ ქვეგანყოფილებასა და Alameda Research-თან. პლატფორმის საქმიანობით იუსტიციის სამინისტროც დაინტერესდა. 

9 ნოემბერს Circle-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯერემი ალეირმა FTX-ის პრობლემები შეადარა საინვესტიციო ბანკ Lehman Brothers-ის დაშლას, რომელც 2008 წლის კრიზისის კატალიზატორი გახდა. 

Link to comment
Share on other sites

ხვონებს და ბანკმან-ფრაიდებს სანამ არ შეაჩერებენ უკვე დაწყებით პროცესში ან უფრო სერიოზულ რეგულაციებს არ დააწესებენ სამწუხაროთ ეგეთი ინციდენტები კიდე განმეორდება რაც სერიოზულ კრიზისებს იწვევს და დიდი კაპიტალის გატანას მინიმუმ შორტ რანში კრიპტოინდუსტრიაში და ლონგ რანშიც ეცემა გაზრდა მაგ კრახების გამო, ანუ უკვე მერე არ უნდა დასდევდენ ეგეთებს დასაჭერათ ბევრი ხალხი რომ დაზარალდება, მანამდე არ უნდა მიცენ ნება ეგეთი კრიზისის მოსაწყობათ და უფრო მკაცრი კონტროლი ჭირდება და შესწავლა მაგ პროცესებს

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.