Jump to content

კრიპტობირჟა FTX-მა გაკოტრების პროცედურა დაიწყო


Recommended Posts

კრიპტობირჟა FTX-მა, რომელსაც 8 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური ხვრელი გაუჩნდა, გაბანკროტების პროცედურა დაიწყო. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა Sam Bankman-Fried-მა, რომელმაც ცოტა ხნის წინ აღიარა ბრალეულობა კომპანიის დაშლაში და მისი გადარჩენა სცადა, თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ კრიპტო ბირჟამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე განაცხადა. 

image.jpeg 

ცნობილია, რომ FTX-მა გაბანკროტებისგან დაცვის განაცხადი გააკეთა აშშ-ის გაბანკროტების კოდექსის მე-11 თავის შესაბამისად, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირჟა გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა ახალი ხელმძღვანელით. პროცედურა გულისხმობს კომპანიის რეორგანიზაციას და ვალების რესტრუქტურიზაციას, რაც იმედს იძლევა, რომ ამ პროცესში კომპანია შეძლებს ყველა პრობლემის გადაჭრას და მწყობრში დაბრუნებას. თავის დროზე მე-11 სტატიით გაბანკროტების პროცედურა გაიარეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიცაა Apple და General Motors. თუმცა ამავდროულად გაკოტრების პროცედურამ შეიძლება გავლენა იქონიოს მომხმარებლებზე: ჯერ ერთი, რადგან კომპანია ახლა არ დაიხურება, ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლები ვერ მიიღებენ ანგარიშებზე ჩარჩენილ აქტივებს და მეორეც - რესურსების დაბრუნებისას პრიორიტეტი ინვესტორებს მიენიჭება. 

ბენკმენ-ფრიდი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე John J. Ray III-მ ჩაანაცვლა, თუმცა ყოფილი ხელმძღვანელი კომპანიაში დარჩება, რათა გარდამავალ პერიოდშ დაეხმაროს. მე-11 თავის მიხედვით გაკოტრების ამოქმედება FTX-ის გუნდს შესაძლებლობას მისცემს შეაფასონ სიტუაცია და განავითარონ პროცესი დაინტერესებული მხარეებისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად გამოსწორების მიზნით, აღნიშნა ახალმა აღმასრულებელმა. 

„FTX ჯგუფს აქვს ღირებული აქტივები, რომელთა ეფექტურად მართვა შესაძლებელია მხოლოდ ორგანიზებული თანამშრომლობითი პროცესის მეშვეობით. მინდა დავარწმუნო ყველა თანამშრომელი, მომხმარებელი, კრედიტორი, კონტრაქტორი, აქციონერი, ინვესტორი, სამთავრობო ორგანო და სხვა დაინტერესებული მხარეები, რომ ჩვენ განვახორციელებთ ამ სამუშაოს გულმოდგინებით, ზედმიწევნით და გამჭვირვალობის დაცვით“, - განაცხადა რეიმ. 

მან დაამატა, რომ დაინტერესებულ მხარეებს უნდა ესმოდეთ, რომ ყველაფერი სწრაფად ვითარდება, ახალმა გუნდმა ახლახან დაიწყო მუშაობა და უახლოეს დღეებში უნდა განიხილოს დოკუმენტები დამატებითი ინფორმაციისთვის. 

გარდა ამისა, Bankman-Fried-ის მფლობელობაში არსებულმა კომპანია Alameda Research-მა, რომელმაც, ფაქტობრივად, პრობლემები შეუქმნა FTX-ს, ასევე მიმართა გაკოტრებისგან დაცვის პროცედურას. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.