Jump to content

Galax GeForce RTX 4090 HOF ჯერ არ გამოსულა, თუმცა წარმადობის 20 მსოფლიო რეკორდი უკვე დაამყარა


Recommended Posts

კომპანია Galax აცხადებს, რომ მის მიერ წარმოებულმა GeForce RTX 4090 HOF ამაჩქარებელმა დაამყარა ოცი მსოფლიო რეკორდი წარმადობაში სხვადასხვა ტესტში, რომელთა შორის იყო 3DMark, Unigine Superposition და Catzilla. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Benchlife 

Galax-ის GeForce RTX 4090 HOF უნიკალური ვიდეო ბარათია. ეს გახლავთ ამ დროისთვის GeForce RTX 40-სერიის ფლაგმანის ერთადერთი ვერსია, რომელსაც ორი 12+4-პინიანი 12VHPWR კვების კონექტორი აქვს და პოტენციურად შეუძლია ვიდეო ბარათისთვის 1200 ვატი სიმძლავრის მიწოდება. ამაჩქარებელი შექმნილია ერთი მიზნით - დაამყაროს ახალი მსოფლიო რეკორდები კომპიუტერის კომპონენტების ენთუაზიასტების მიერ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Galax OC Team 

წარმადობის ზემოთხსენებული პირველი ოცი რეკორდი დაამყარა Galax OC Team-ის ოვერქლოქერების გუნდმა Tobias Bergström-ის ხელმძღვანელობით, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით - Rauf. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Galax OC Team 

ცხადია, ექსპერიმენტებისთვის გამოიყენებოდა ქასთომიზებული vBIOS, აგრეთვე ვიდეო ბარათის ექსტრემალური გაგრილება თხევადი აზოტით. რეკორდების ჩამონათვალი ამგვარად გამოიყურება: 

  • 3DMark Port Royal — 31 622 ქულა; 

  • 3DMark Time Spy — 41 926 ქულა; 

  • 3DMark Time Spy Graphics Score — 44 293 ქულა; 

  • 3DMark Time Spy Extreme Graphics Score — 23 229 ქულა; 

  • 3DMark 11 Extreme — შედეგი X59575 

  • 3DMark 11 Performance — 94 414 ქულა (LOD); 

  • 3DMark Fire Strike — 74 725 ქულა; 

  • 3DMark Fire Strike Extreme — 50 941 ქულა; 

  • 3DMark Fire Strike Ultra — 30 612 ქულა; 

  • GPUPI_32B — შედეგი 49,049; 

  • GPUPI_1B — შედეგი 0,917 

  • Superposition 1080P Extreme — 29 044 ქულა; 

  • Superposition 8K — 17 896 ქულა; 

  • Catzilla 1080 — 136 920 ქულა; 

  • Catzilla 1440P — 80 417 ქულა; 

  • Catzilla 4K — 35 156 ქულა; 

  • Catzilla 576P — 19 352 ქულა; 

  • Catzilla 720 — 178 780 ქულა; 

  • Unigine Basic — შედეგი 16 802,93; 

  • Unigine Extreme — შედეგი 16 175,56. 

ამ დროისთვის GeForce RTX 4090 HOF-ს კონკურენტები უბრალოდ არ ჰყავს. ვიდეო ბარათების არცერთ მწარმოებელს ჯერ არ გამოუშვა და არც კი გამოუქვეყნებია GeForce RTX 4090-ის ვერსია 1000 ვატი და მეტი სიმძლავრის მიღების შესაძლებლობით. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.