Jump to content

GeForce RTX 4080-ის შედარება RTX 4090-თან თამაშებში - ფლაგმანი 38.8%-მდე მაჩვენებლით უფრო სწრაფია


Recommended Posts

GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათის გრაფიკული პროცესორის აჩქარება მხოლოდ 10 ვატი სიმძლავრის ლიმიტის გაზრდით წარმადობას 9%-მდე ზრდის. ამას მოწმობს უახლესი ცნობები, რომელთა პორტალი VideoCardz ეყრდნობა. გარდა ამისა ქსელში გამოჩნდა მონაცემები ახალი ვიდეო ბარათის გეიმინგ წარმადობის შესახებ. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

GeForce RTX 4080 ვიდეო ბარათი შემოწმდა 3DMark-ის სინთეტიკურ ტესტებში სამ რეჟიმში: GPU-ის სტანდარტული სიხშირეებითა და ენერგომოხმარებით, ენერგომოხმარების გაზრდილი ლიმიტით, აგრეთვე გაზრდილი სიხშირეებითა და მაქსიმალური ენერგომოხმარებით 

image.jpeg 

GeForce RTX 4080-ის შედარება აჩქარების გარეშე (მარცხნივ), გაზრდილი ენერგომოხმარებით (ცენტრში) და მექანიკური აჩქარებით (მარჯვნივ) 3DMark Time Spy Extreme-ში 

image.jpeg 

3DMark Time Spy Extreme სცენარში ვიდეო ბარათის წარმადობა გაიზარდა 9%-მდე, ხოლო 3DMark Port Royal-ში - 7%-მდე. 

image.jpeg 

GeForce RTX 4080-ის შედეგები 3DMark Speed Way-სა და 3DMark Port Royal-ში მექანიკური აჩქარების შემდეგ 

image.jpeg 

ინტერნეტში ასევე გამოჩნდა GeForce RTX 4080-ის პირველი დამოუკიდებელი გეიმინგ ტესტები. შეგახსენებთ, რომ თავად NVIDIA-მ ადრე გააზიარა ვიდეო ბარათის გეიმინგ წარმადობის ლაბორატორიული ტესტის შედეგები. 

image.jpeg 

GeForce RTX 4080 დაფა Cyberpunk 2077-ში ჩართული რეითრეისინგით 4K და 1440p გაფართოების პირობებში. ფოტოს წყარო: MEGAsizeGPU 

ახალი მონაცემები GeForce RTX 4080-ის წარმადობის შესახებ გააზიარა ჩინურ ფორუმ Chiphell-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა. ტესტი ჩატარდა თამაშებში - Forza Horizon 5, Call of Duty: Modern Warfare 2, Cyberpunk 2077, Borderlands 3 და Shadow of the Tomb Raider. ტესტირებისთვის გამოყენებულ იქნა კომპიუტერი პროცესორ Ryzen 7 7600X-ის ბაზაზე. 

image.jpeg 

GeForce RTX 4080 თამაშ Forza Horizon 5-ში 

image.jpeg 

GeForce RTX 4080 თამაშში Call of Duty: Modern Warfare 2 

image.jpeg 

GeForce RTX 4080 თამაშში Borderlands 3 

image.jpeg 

GeForce RTX 4080 თამაშში Shadow of the Tomb Raider 

იმავე ფორუმზე სხვა მომხმარებელმა განათავსა ფლაგმანური GeForce RTX 4090 გრაფიკული ბარათის წარმადობის მონაცემები კომპიუტერის შემადგენლობაში, რომელიც დამყარებული იყო Intel Core i9-12900F პროცესორზე. პლატფორმის განსხვავებების გათვალისწინებით შესაძლებელი ხდება ორივე ამაჩქარებლის შედარება იმავე თამაშებში. GeForce RTX 4090 აღემატება GeForce RTX 4080-ს 7,9-დან 38.8 პროცენტამდე: 

  • Forza Horizon 5 — 147 FPS - 127 FPS-ის წინააღმდეგ (+15,7 %); 

  • Shadow of the Tomb Raider — 179 FPS - 129 FPS-ის წინააღმდეგ (+38,8 %); 

  • Red Dead Redemption 2 — 129 FPS - 99 FPS-ის წინააღმდეგ (+30,3 %); 

  • Cyberpunk 2077 — 111 FPS - 83 FPS-ის წინააღმდეგ (+33,7 %); 

  • Call of Duty: Modern Warfare 2 — 137 FPS -127 FPS-ის წინააღმდეგ (+7,9%). 

GeForce RTX 4080 გრაფიკული ბარათი გაყიდვაში 16 ნოემბერს გამოვა. ბარათს აქვს AD103 GPU 9728 CUDA ბირთვი და 16 გბ GDDR6X მეხსიერებით. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.