Jump to content

Intel-მა დააანონსა Xeon Max - მსოფლიოში პირველი x86-პროცესორები HBM მეხსიერებით


Recommended Posts

Intel-მა წარადგინა Xeon Max - პროცესორების სერია, რომელთაც აქვთ მაღალი წარმადობის HBM2e მეხსიერება და კომპანიის თქმით ესენია მსოფლიოში პირველი CPU HBM მეხსიერებით. ამ დრომდე ჩიპები ფიგურირებდა კოდური დასახელებით Sapphire Rapids HBM. პროცესორებში მოცემულია 65-მდე გამომთვლელი ბირთვი 112 ვირტუალური ნაკადის მხარდაჭერით და აქვთ 350 ვატი TDP, პროცესორები განკუთვნილია მაღალი წარმადობის სერვერული სისტემებისთვის. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Intel 

Xeon Max პროცესორებში გამოყენებულია EMIB ინტერფეისი, რომელიც ოთხ კრისტალს აერთიანებს გამომთვლელ ბირთვებთან, აგრეთვე 64 GB მაღალსიჩქარიან HBM2e მეხსიერებას, რომელიც დაყოფილია ოთხ კლასტერად - თითოეული 16 გბ მოცულობით. ჯამური სიჩქარეა დაახლოებით 1 ტბ/წმ. ამრიგად, პროცესორის თითო ბირთვზე მოდის 1 გბ-ზე მეტი HBM2e მეხსიერება. 

image.jpeg 

Xeon Max-ის ძირითადი მნიშვნელოვანი მახასიათებლებია PCIe 5.0 და CXL 1.1 ინტერფეისების მხარდაჭერა. HBM2e მეხსიერების გამოყენება შესაძლებელია როგორც დამატებითი ქეშის, ასევე დამატებითი ოპერატიული მეხსიერების სახით. გარდა ამისა, შესაძლებელია Xeon Max სერვერი საერთოდ არ აღიჭურვოს ოპერატიული მეხსიერების მოდულებით - სისტემა დაეყრდნობა მხოლოდ HBM-ს. 

image.jpeg 

კომპანია აცხადებს, რომ Xeon Max-ის ენერგომოხმარება 68%-ით ნაკლებია AMD Milan-X-თან შედარებით იმავე წარმადობის პირობებში. ახალი AMX ინსტრუქციების მხარდაჭერა Xeon Max-ზე აჩქარებს ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ამოცანებს და რვაჯერ აღემატება AVX-512 ინსტრუქციების მაქსიმალურ წარმადობას INT8 და INT32 ოპერაციებში. 

image.jpeg 

image.jpeg 

Intel აცხადებს, რომ Xeon Max ხუთჯერ უფრო სწრაფია ზოგიერთ ოპერაციაში, ვიდრე Intel Xeon 8380 ან AMD EPYC 7773X (Milan-X 3D V-Cache ტექნოლოგიით). პრეზენტაციაზე Xeon Max ასევე შეადარეს AMD EPYC 7763 მოდელს, სადაც Intel-ის სიახლე აფიქსირებს 3.6-ჯერ მაღალ წარმადობას. 

image.jpeg 

NVIDIA A100 Server Accelerator-თან შედარებით Xeon Max 1.2-ჯერ უფრო სწრაფია MLPerf DeepCAM ტესტში, რომელიც ეხება სუპერკომპიუტერული სიმულაციების ამაჩქარებელ და გამაძლიერებელ გამოთვლებს. 

image.jpeg 

სერვერული პროცესორების Xeon Max სერია ბაზარზე 2023 წლის იანვარში გამოვა. Xeon Max-ის მთავარი კონკურენტები იქნება ახალი AMD EPYC Genoa პროცესორები. არაოფიციალური ცნობებით ეს პროცესორებიც HBM მეხსიერებით იქნება წარმოდგენილი. 

  • Upvote 1
Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.