Jump to content

Intel-მა წარადგინა გეიმინგ მინი კომპიუტერი NUC 13 Extreme „Raptor Canyon“, რომელსაც i9-13900K-ს მხარდაჭერა აქვს


Recommended Posts

Intel აცხადებს, რომ ნაკრები NUC 13 Extreme Kit ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პროცესორებით: Intel Core i5-13600K, Core i7-13700K ან Core i7-13900K, 1179-დან 1549 აშშ დოლარამდე ღირებულებით.  

image.jpeg 

Intel NUC 13 Extreme - ეს არის მოდულური დესკტოპ კომპიუტერი, რომელიც ზომით დაახლოებით გეიმინგ კონსოლის ტოლია, თუმცა უზრუნველყოფს გაცილებით მეტ სიმძლავრეს, ვიდრე ამჟამინდელი თაობის ნებისმიერი კონსოლი. 

ეს კომპიუტერი მაღაზიებში წლის ბოლომდე გამოჩნდება. Intel-მა განაცხადა, რომ NUC 13 Extreme-ს ექნება 24-ბირთვიანი Intel Core i9-13900K-ის მხარდაჭერა და სამსლოტიანი, 12-დუიმიანი დისკრეტული ვიდეო ბარათის ადგილი, აგრეთვე შესაძლებელია 64 გბ DDR5-5600 ოპერატიული მეხსიერებისა და ხუთამდე SSD-ის დაყენება. 

image.jpeg

Intel NUC 13 Extreme Raptor Canyon 

Intel უკვე ათი წელია ყიდის კომპაქტურ დესკტოპ კომპიუტერებს NUC ბრენდით. ამ ხაზის პირველი კომპიუტერები ძალიან პატარები იყო, შესაძლებელი იყო მათი ცალ ხელში დაჭერა, თუმცა მოდულური კომპიუტერების ფორმატი შეიცვალა სერია „Extreme“-ში, რომელიც ძირითადად განკუთვნილია გეიმერებისთვის და ამჟამად აქვს დიდი ზომის კორპუსი, მაღალი წარმადობის პროცესორებისა და ფლაგმანური დისკრეტული ვიდეო ბარათების მხარდაჭერა. 

როგორც მოსალოდნელი იყო, NUC 13 Extreme, ასევე ცნობილი, როგორც „Raptor Canyon“, ამჟამად ყველაზე დიდი მოდულური კომპიუტერია. თუმცა ამასთან იგი ყველაზე მძლავრი და უნივერსალურია ხსენებული სერიიდან.  

კომპიუტერის ზომაა 337 x 318 x 129 მმ და განკუთვნილია 125-ვატიანი მე-13 თაობის Intel Core K პროცესორებთან მუშაობისთვის. PCIe 5.0 x16 კონექტორისა და 313 მმ-მდე სიგრძის სამსლოტიანი ვიდეო ბარათის (12.3 დუიმი) მხარდაჭერის, აგრეთვე 750 ვატი სიმძლავრის კვების ბლოკის წყალობით სისტემის მიერ ასევე მზარდაჭერილია 450 ვატამდე სიმძლავრის ვიდეო ბარათის დაყენება. 

სხვა NUC Extreme სისტემების მსგავსად მოდელ Raptor Canyon-ს მოდულური კონსტრუქცია აქვს. კორპუსს გააჩნია საბაზისო დაფა, რომელიც განკუთვნილია მოხსნად გამომთვლელ ელემენტ Intel NUC 13 Extreme Compute Element-თან ურთიერთქმედებისთვის, რაც არსობრივად სრულადფუნქციურ კომპიუტერს წარმოადგენს. 

image.jpeg

Intel NUC 13 Extreme Compute Element 

Compute Element არსობრივად არის დედა დაფა, რომელზეც დაყენებულია პროცესორი. გარდა ამისა, დაფას აქვს ორი SODIMM სლოტი ოპერატიული მეხსიერებისთვის, სამი PCIe Gen 4 M.2 2280 სლოტი NVMe ან SATA-სთვის, ასევე მრავალი პორტი და დაკავშირების ვარიანტი, რომლებიც ჩამოთვლილია ქვემოთ:  

  • 1 х HDMI 2.1 

  • 2 х Thudnerbolt 4 

  • 1 x 10 Gbps Ethernet port 

  • 1 x 2.5 Gbps Ethernet port 

  • 6 x USB 3.2 Gen 2 Type-A ports 

  • 1 х 3.5 მმ მიკროფონის კონექტორი 

  • 1 х 3.5 მმ ხაზობრივი შემავალი კონექტორი 

  • 1 х 3.5 მმ გამომვალი კონექტორებისთვის 

  • Intel Killer AX1690i WiFi 6E და Bluetooth 5.2 

კორპუსს და დედა დაფას აქვთ დისკრეტული გრაფიკული ბარათის მხარდაჭერა, ასევე მხარდაჭერილია 3.5-დუიმიანი მყარ დისკი ან SSD და რამდენიმე დამატებით პორტი კომპიუტერის წინა მხარეს (ორი USB 3.2 Gen 1 Type-A პორტი, ერთი USB 3.2 Gen 2 Type- C პორტი და ყურსასმენის კონექტორი). 

სისტემას აქვს ორი 120-მილიმეტრიანი ქულერი და RGB კონექტორები 120 შუქდიოდთან დაკავშირებისთვის. 

Intel აცხადებს, რომ NUC 13 Extreme Kit ნაკრებში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი პროცესორების არჩევანი: Intel Core i5-13600K (14 ბირთვი, 20 ნაკადი), Core i7-13700K (16 ბირთვი, 24 ნაკადი), ან Core i7-13900K (24 ბირთვი, 32 ნაკადი), ფასით 1179-დან 1549 აშშ დოლარამდე. მომხმარებელს დასჭირდება საკუთარი ვიდეო ბარათი, მეხსიერება, მყარი დისკი და ოპერაციული სისტემა.  

მომხმარებლებს, რომლებსაც სურთ NUC Extreme Compute Element, შეძლებენ მისი შეძენას 760-დან 1100 აშშ დოლარამდე ფასად. 

იმის გათვალისწინებით, რომ Intel-ის მოდულური კომპიუტერები ზომაში შეუჩერებლად იმატებს, ჩნდება კითხვა - რატომ უნდა იყიდოს მომხმარებელმა NUC და არა სრული ზომის გეიმინგ სამუშაო სადგური. Intel აცხადებს, რომ Raptor Canyon სისტემები თავდაპირველად ხელმისაწვდომი გახდება ჩინეთში, შემდეგ კი გამოჩნდება სხვა ბაზრებზე მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალსა და 2023 წლის დასაწყისში.  

image.png 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.