Jump to content

Radeon RX 7900 XTX GeForce RTX 4080-ის კონკურენტია, FRS 3.0-მა კი შესაძლოა მიიღოს ძველი ვიდეო ბარათების მხარდაჭერა


Recommended Posts

პორტალ PCWorld-ის ჟურნალისტებმა მოახერხეს AMD-ის გეიმინგ პროდუქტებისა და მარკეტინგის მთავარ არქიტექტორთან საუბარი და გაეცნენ ახალ RDNA 3 არქიტექტურაზე დამყარებული Radeon RX 7000 ვიდეო ბარათების რამდენიმე დეტალს. AMD-ის წარმომადგენელმა განმარტა, პრეზენტაციაზე რატომ არ მოხდა ახალი Radeon RX 7900 XTX და RX 7900 XT ბარათების შედარება NVIDIA GeForce RTX 40 სერიის მოდელებთან. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: VideoCardz 

კომპანიის წარმომადგენლის თქმით AMD-ის ფლაგმანური ამაჩქარებელი Radeon RX 7900 XTX პოზიციონირებს GeForce RTX 4080 მოდელის კონკურენტად, რადგანაც NVIDIA-ს ეს ვიდეო ბარათი გაყიდვაში ჯერ არ გამოუშვია, AMD არ ფლობდა ინფორმაციას ამაჩქარებლის წარმადობის შეახებ, რათა მისთვის საკუთარი შედარების გრაფიკი დაემატებინა. 

[Radeon RX 7900 XTX] შემუშავებულია RTX 4080-თან კონკურენციისთვის. ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია მისი წარმადობის შესახებ. ეს არის მთავარი მიზეზი იმის, რატომ ვერ იხილეთ NVIDIA-სთან ვერანაირი შედარება. 999 აშშ დოლარი ღირებულების ბარათი ვერ იქნება RTX 4090-ის კონკურენტი, რომლის ფასი 60%-ით მეტია. [Radeon RX 7900 XTX]-ის კონკურენტია RTX 4080“ - განაცხადეს AMD-დან. 

მან ასევე კომენტარი გააკეთა FSR 3.0 გამოსახულების მასშტაბირების ტექნოლოგიის შესახებ განცხადებაზე და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება FSR-ის ახალი ვერსიის დანერგვის შესახებ არ იყო სპონტანური. მისი თქმით FSR 3.0 მხარდაჭერილი იქნება არა მხოლოდ RDNA 3 არქიტექტურაზე დაფუძნებულ ვიდეო ბარათებში. 

„ჩვენი გადაწყვეტილება FSR 3.0-ის დაანონსების შესახებ არ წარმოადგენს ერთგვარ საპასუხო რეაქციას ან სურვილს - სწრაფად გამოგვეშვა NVIDIA DLSS 3-ის კონკურენტი. ჩვენ უკვე გარკვეული პერიოდია ვმუშაობთ ამ ტექნოლოგიაზე. რატომ გახდება იგი ხელმისაწვდომი იმაზე გვიან, ვიდრე ბევრი მოელოდა? მთავარია გავიხსენოთ FSR ტექნოლოგიის ძირითადი ფილოსოფია. FSR 1.0 და FSR 2.0 მუშაობს არა მხოლოდ RDNA და RDNA 2 არქიტექტურის ვიდეო ბარათებზე. ისინი მხარდაჭერილია AMD-ის გრაფიკული ამაჩქარებლების ბევრ სხვა თაობაში, ასევე ჩვენი კონკურენტების ვიდეო ბარათებში. ამის რეალიზება გაცილებით რთულია, ვიდრე უბრალოდ FRS 3.0-ის მხარდაჭერის დამატება მხოლოდ RDNA 3 ვიდეო ბარათებში. ჩვენ რეალურად გვსურს, რომ FSR 3.0-მა იმუშაოს სხვა ვიდეო ბარათებზეც“ - განაცხადა AMD-ის წარმომადგენელმა.  

DLSS 3-ზე მინიშნებით, რომელიც მხოლოდ GeForce RTX 40-სერიის ამაჩქარებლებზეა მხარდაჭერილი, AMD-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მხოლოდ ერთი არქიტექტურის მხარდაჭერა გაცილებით მარტივია. AMD-მ პირობა დადო, რომ FSR მხარდაჭერილი იქნება გრაფიკული არქიტექტურების უმრავლესობაში, მაგრამ ამის რეალიზებისთვის დროა საჭირო. კომპანია ჯერ დარწმუნებული არ არის, რომ იგი 100%-ით შეასრულებს პირობას, თუმცა ძალისხმევას არ დაიშურებს. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.