Jump to content

Acer გამოუშვებს ვიდეო ბარათ Arc A380 Predator-ს „ტურბინით“


Recommended Posts

კომპანია Acer გამოუშვებს საბაზისო დონის ვიდეო ბარათ Intel Arc A380 Predator-ს. ახალი ბარათი აღინიშნა Acer-ის საფირმო ონლაინ-მაღაზიაში სავაჭრო პლატფორმა Amazon-ზე. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Acer 

ადრე გავრცელდა ინფორმაცია მოდელ Acer Arc A770 Predator BiFrost-ის დამზადების შესახებ გაგრილების უჩვეულო სისტემით, რომლის შემადგენლობაში შედიოდა სხვადასხვა ტიპის ორი ქულერი. უმცროსი მოდელი Arc A380 Predator-იც იქცევს ყურადღებას გაგრილების სისტემით. ვიდეო ბარათს აქვს ტანგენციალური ტიპის ქულერი, რომელიც ცნობილია, როგორც „ტურბინა“. მოდელი Arc A380 დაბალბიუჯეტურია და მეტად სუსტი და ამ სეგმენტში გაგრილების ასეთ სისტემას, როგორც წესი, არავინ იყენებს.  

image.jpeg 

image.jpeg 

Acer Arc A380 Predator ორსლოტიანია. ბარათზე ხელმისაწვდომია ორი კონექტორი DisplayPort და ერთი HDMI. Arc A380-ის საფუძვლად გამოყენებულია გრაფიკული ჩიპი ACM-G11, რომლის შემადგენლობაში შედის 8 Xe ბირთვი. ბარათს აქვს 6 გბ GDDR6 მეხსიერება 96-ბიტიანი მეხსიერების სალტით. ახალ ვიდეო დაფაზე ჯერჯერობით მოცემული არ არის ოფიციალური ფასი, ასევე უცნობია მიწოდების დაწყების თარიღი. 

image.jpeg 

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ვიდეო ბარათი ფორმალურად მიეკუთვნება გეიმინგ სერია Predator-ს, თავად Arc A380-ს ვერ ვუწოდებთ გეიმინგ პროდუქტს. მისი წარმადობის დონე GeForce GTX 1630-ის, GeForce GTX 1050 Ti-სა და Radeon RX 6400-ის მსგავსია. Intel-ის ახალი ბარათის აშკარა უპირატესობებს შორის შეიძლება გამოვყოთ მხოლოდ ვიდეოს კოდირებისა და დეკოდირების ფუნქციების მხარდაჭერა, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მის ყოველდღიური გამოყენებისას ასევე რეითრეისინგის ტექნოლოგიის მხარდაჭერა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.