Jump to content

AMD გამოუშვებს 10-ბირთვიან Ryzen 7 7800X-სა და 4-ბირთვიან Ryzen 3 7300X-ს - ახალი ჩიპები Geekbench-ის ტესტში აღინიშნა


Recommended Posts

ხლო მომავალში Ryzen 7000 სერიის პროცესორებს რამდენიმე ახალი მოდელი შეემატება. ცნობილი გახდა, რომ Ryzen 7 7700 მოდელის შესახებ მონაცემები გამოჩნდა სინეტიკურ ტესტ Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში. ამავე ბაზაში გამოჩნდა მოდელები Ryzen 7 7800X და Ryzen 3 7300X, რომლებიც ასევე ვერ მოხვდნენ Zen 4 არქიტექტურის დესკტოპ პროცესორების პირველ ტალღაში.  

image.jpeg 

ფოტოს წყარო: AMD 

წინამორბედ Ryzen 7 5800X-თან შედარებით Ryzen 7 7800X მოდელს ორით მეტი ბირთვი აქვს. ამრიგად, იგი შესაძლოა გახდეს AMD Ryzen სერიის პირველი დესკტოპ პროცესორი 10 ბირთვითა და 20 ნაკადით. Geekbench-ის მონაცემებით ჩიპი უზრუნველყოფს ავტომატურ აჩქარებას 5.4 გჰც-მდე და აქვს 64 მბ L3 ქეშ-მეხსიერება, რაც ორჯერ მეტია Ryzen 7 7700X-თან შედარებით. ეს გასაკვირი არ არის, რადგან 10 ბირთვი დაკომპლექტებულია ორი ჩიპლეტით, ხოლო Ryzen 7 7700X-ს აქვს მხოლოდ ერთი რვაბირთვიანი კრისტალი. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

პროცესორი გაიტესტა დედა დაფა Gigabyte Aorus B650-ზე. წარმადობის ერთნაკადიან ტესტში Ryzen 7 7800X-მა მოაგროვა 2097 ქულა, მრავალნაკადიანში - 16 163 ქულა. მრავალნაკადიანი წარმადობით ახალი პროცესორი ამჟამინდელი მდგომარეობით დაახლოებით 15%-ით უსწრებს Ryzen 7 7700X მოდელს. 

image.png 

Ryzen 7 7800X-ის შედეგები. ფოტოს წყარო: Geekbench 

Geekbench-ის მონაცემთა ბაზაში ასევე მოცემულია ინფორმაცია ოთხბირთვიან და რვანაკადიან მოდელ Ryzen 3 7300X-ის შესახებ. ბენჩმარკის თანახმად ეს პროცესორი უზრუნველყოფს ავტომატურ აჩქარებას 5.0 გჰც-მდე და აქვს 32 მბ L3 ქეშ მეხსიერება. 

image.png 

ფოტოს წყარო: Geekbench 

Ryzen 3 7300X-მა ერთბირთვიან ტესტში დააგროვა 1984 ქულა, მრავალნაკადიანში - 7682 ქულა.  

image.png 

Ryzen 3 7300X-ის შედეგები. ფოტოს წყარო: Geekbench 

გასათვალისწინებელია, რომ Geekbench-ის ტესტებში, დიდი ალბათობით, მონაწილეობდნენ პროცესორის ინჟინრული ნიმუშები, რომლებიც შესაძლოა ფინალური სამომხმარებლო ვერსიებისგან განსხვავდებოდნენ სიხშირისა და ენერგომოხმარების მაჩვენებლებით. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.