Jump to content

ანგარიში: საჯარო მაინერების წილმა Bitcoin-ის ჰეშრეითში 25%-ს მიაღწია


Recommended Posts

image.jpeg 

წლის განმავლობაში საჯარო მაინინგ კომპანიების წილი Bitcoin-ის ჰეშრეითში გაიზარდა 295%-ით 58 EH/s-მდე. საერთო ჯამში, ეს არის 25% - ნათქვამია Hashrate Index-ის ანალიტიკოს ჯარან მელერუდის მოხსენებაში. 

2021 წლის ოქტომბერში კერძო მაინერებმა შეადგინეს ქსელის გამოთვლითი სიმძლავრის 90%. 

გასული წლის ხარული ბაზრის დროს ინდუსტრიის მონაწილე მრავალი კომპანია გახდა საჯარო და მოიპოვა წვდომა კაპიტალზე ოპერაციების გასაფართოებლად, იხსენებს ექსპერტი. კომპანიებმა ინვესტიციები ჩადეს მაინინგ მოწყობილობებში მიმდინარე წლისა და 2023 წლის დასაწყისის პერიოდში მიწოდების პირობით.  

ამან უზრუნველყო მათი წილის ზრდა ჰეშრეითში. კერძო კომპანიებმა, რომლებსაც არ აქვთ ასეთი ფინანსური შესაძლებლობა, იგი გაზარდეს მხოლოდ 58%-ით წლის განმავლობაში, აღნიშნა მელერუდმა. 

კერძო მაინერების გამოთვლითი სიმძლავრის მკვეთრი ზრდა დაიწყო 2022 წლის იანვარში მას შემდეგ, რაც ინდუსტრიის უმსხვილესი კომპანია Core Scientific საჯარო გახდა. 

image.png 

Bitcoin-ის ჰეშრეითში საჯარო მაინერების წილის ზრდა. წყარო: Hashrate Index. 

ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის წილმა მთლიან ჰეშრეითში მიაღწია თითქმის 5%-ს - 13 EH/s. Core Scientific 2022 წლის ბოლომდე გეგმავს სიმძლავრის გაზრდას 17 EH/s-მდე. 

image.png 

ტოპ-10 საჯარო მაინერი Bitcoin-ის ჰეშრეითის წილში. წყარო: Hashrate Index. 

რეიტინგში მეორე და მესამე Marathon Digital და Riot Blockchain ასევე გეგმავენ სიმძლავრეების მნიშვნელოვან გაფართოებას 2023 წლის შუა რიცხვებისთვის, 13.5 EH/s და 23 EH/s-მდე, შესაბამისად. 

მელერუდის თქმით ზემოთხსენებული დროისთვის საჯარო მაინერების წილმა Bitcoin-ის ჰეშრეითში შეიძლება 40%-ს მიაღწიოს. ზრდის მიზეზი იქნება წინასწარ შეკვეთილი აღჭურვილობის უწყვეტი მიწოდება. ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ზოგიერთ კომპანიას უკვე აქვს ათასობით მოწყობილობა მარაგში, რომელიც დაკავშირებას ელოდება. 

თუმცა, მისი აზრით, ზრდის ტემპი შენელდება. ეს გამოწვეული იქნება საჯარო მაინერების ფინანსური სირთულეებით და შესაძლო გაკოტრებით. მელერუდმა ასევე აღნიშნა, რომ სეგმენტში მოქმედი კომპანიების უმეტესობა (გარდა Bitfarms-ისა) აწარმოებს და აფართოებს ოპერაციებს ჩრდილოეთ ამერიკაში. რეგიონში, ისევე როგორც ევროპაში, ტარიფები ყველაზე მეტად ენერგეტიკული ფასების ზრდამ დააზარალა. 

ანალიტიკოსის აზრით კერძო მაინერებს შეუძლიათ იყვნენ უფრო მოქნილები სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაშიც კი "იაფი დენის წყაროს" პოვნაში. ამაშია მათი უპირატესობა, განაცხდა მან. 

„ამიტომ, მჯერა, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ვერასდროს ვიხილავთ, რომ საჯარო მაინერები აკონტროლებდნენ Bitcoin-ის ქსელის ნახევარზე მეტს“, - დაასკვნა მელერუდმა. 

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში ინდუსტრია პირველი დიდი გაკოტრების წინაშე აღმოჩნდა - განცხადება ფინანსური გადახდისუუნარობის შესახებ გააკეთა კერძო მაინინგ კომპანიამ და ჰოსტინგის პროვაიდერმა Compute North. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.