Jump to content

Microsoft-მა გამოუშვა 599 აშშ დოლარიანი მინი კომპიუტერი Windows-ისთვის განკუთვნილი ARM-აპლიკაციების შექმნისთვის


Magdalena

Recommended Posts

Microsoft-მა დაიწყო Mac Mini-ს საკუთარი ვერსიის გაყიდვა - ეს არის კომპაქტური პერსონალური კომპიუტერი 599 აშშ დოლარად, რომელიც განკუთვნილია დეველოპერებისთვის, ვინც ქმნიან აპლიკაციებს Windows 11-სთვის ARM-პლატფორმაზე. მოწყობილობა ადრე ცნობილი იყო, როგორც Project Volterra, მისი ოფიციალური დასახელება კი გახლავთ Windows Dev Kit 2023. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Microsoft 

Windows Dev Kit 2023 აგებულია Qualcomm Snapdragon 8cx Gen 3 პლატფორმაზე, აქვს 32 გბ ოპერატიული მეხსიერება და 512 გბ NVMe SSD. მოწყობილობას აქვს ორი პორტი USB Type-C 3.2 Gen 2 გვერდით და სამი USB Type-A 3.2 Gen 2 უკანა მხარეს, აგრეთვე Ethernet და Mini DisplayPort. 

მინი კომპიუტერის მთავარი მახასიათებელია ნეირონული პროცესორი (NPU), რომელიც დეველოპერებს საშუალებას აძლევს გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები და მანქანური სწავლება აპარატული აჩქარებით. მსგავსი პროცესორია განთავსებული 5G მხარდაჭერის მქონე Surface Pro 9-ში. Microsoft ნეიროპროცესორის შესაძლებლობებს Windows 11-ში იყენებს ისეთ ფუნქციებთან მუშაობისას, როგორიცაა Voice Focus - ფონური ხმაურის მოშორებისთვის განკუთვნილი ალგორითმი, რომელიც გავლენას არ ახდენს CPU-ის ან GPU-ის მუშაობაზე. 

image.jpeg 

Windows Dev Kit 2023 იმუშავებს რამდენიმე დისპლეისთან. ფოტოს წყარო: Microsoft 

პროგრამული უზრუნველყოფა არის Windows Dev Kit 2023-ის მთავარი მნიშვნელოვანი ნაწილი. Microsoft დეველოპერებს სთავაზობს Native ARM-აპლიკაციების ინსტრუმენტების სრულ ნაკრებს. Visual Studio 2022 17.4 ამჟამად მუშაობს Arm-ზე გაცილებით უკეთესი წარმადობით, .NET 7-ის მუშაობის სიჩქარეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. დეველოპერებს ასევე სთავაზობენ Visual C++ აპლიკაციების Arm-ვერსიის წინასწარ გამოშვებას და Windows App SDK-ს. 

„სულ უფრო მეტი აპლიკაცია, ინსტრუმენტი და ფრეიმვორქი გადადის Arm-ზე Windows-ის ბუნებრივ გამოყენებაზე. და კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება უახლოეს დროში“ - აცხადებს Pavan Davuluri, CVP Windows Silicon and Systems Integration გუნდის მენეჯერი. – „Windows 11-ის ემულაციის მძლავრი ტექნოლოგიის წყალობით დეველოპერებს შეეძლებათ გაუშვან მრავალი შეუცვლელი x64 და x86 აპლიკაცია და ინსტრუმენტი პირდაპირ Windows Dev Kit-ზე“. 

მოწყობილობას ასევე ექნება წვდომა Microsoft Teams-ზე, Office-ზე, Edge-სა და OneDrive-ის ქლაუდ სერვისის Arm ვერსიებზე. Microsoft იმედოვნებს, რომ ახალი Windows Dev Kit 2023-ის გამოშვება მნიშვნელოვნად დაასტიმულირებს Windows-ისთვის აპლიკაციების განვითარებას Arm პლატფორმაზე. 

ახალი Mini PC დღეიდან ხელმისაწვდომია გაყიდვაში ავსტრალიაში, კანადაში, ჩინეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.