Jump to content

Asus Zenbook 17 Fold OLED - საინტერესო, თუმცა ძვირადღირებული დასაკეცი ტრანსფორმერი


Recommended Posts

Asus Zenbook 17 Fold-ის ვრცელი ტესტირების შემდეგ ცხადი გახდა, რომ მოზრდილი დასაკეცი ტრანსფორმერი ლეპტოპის კონცეფცია რეალურად მუშაობს პრაქტიკაში. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები, მთავარ პრობლემას კი წარმოადგენს ფასი - 3700 ევრო.  

image.jpeg 

Zenbook Fold არის 17-დუიმიანი დასაკეცი ტრანსფორმერი. ასეთივე იყო ორი წლის წინანდელი Lenovo ThinkPad X1 Fold 13-დუიმიანი ეკრანით, ხოლო ASUS იყენებს გაცილებით დიდ 17-დუიმიან OLED ეკრანს. შედეგად Zenbook Fold არის გაცილებით უნივერსალური, თუმცა 12.5-დუიმიანი დისპლეიც შესანიშნავდ შეესაბამება ლეპტოპის რეჟიმში მუშაობას. რეალური უპირატესობა კი ჩანს იმ დროს, როდესაც ჩაშენებული სადგამის მქონე დიდი პლანშეტი დგას მაგიდაზე და შესაძლებელია დიდი OLED-პანელის უპირატესობების შეფასება. თუმცა დაკეცილი მდგომარეობისას უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ ლეპტოპი გაცილებით სქელია ჩვეულებრივ მობილურ კომპიუტერებთან შედარებით. Bluetooth-კლავიატურასთან ერთად მოწყობილობა 1.8 კილოგრამზე მეტს იწონის.  

image.jpeg 

ლითონის კორპუსის და დასაკეცი მექანიზმის ხარისხი შთამბეჭდავია, თუმცა ეკრანის ირგვლივ არსებულ რეზინის ჩარჩოებში სწრაფად გროვდება მტვერი. OLED-პანელის გამოსახულების ხარისხი შთამბეჭდავია, ASUS გვთავაზობს პროგრამულ უზრუნველყოფას მომაბეზრებელი ციმციმის საწინააღმდეგოდ, რაც რეალურად ეფექტურია. დაკეცვის ადგილი მკაფიოდ ჩანს განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც პანელი დეატივირებულია, თუმცა პრაქტიკაში დიდად შემაწუხებელი არ არის. 

image.jpeg 

ლეპტოპში გამოყენებულია პროცესორი Intel Alder Lake, რომელიც მეტად ეფექტურია და უზრუნველყოფს საკმარის წარმადობას ყოველდღიური ამოცანების შესრულებისთვის. ხელმისაწვდომია სწრაფი PCIe 4.0 SSD და 16 გბ ოპერატიული მეხსიერება. Thunderbolt 4-ის გარდა დიდი ტრანსფორმერი აღჭურვილია Intel-ის თანამედროვე Wi-Fi 6E მოდულით. 

ლეპტოპის სუსტი წერტილია ავტონომიური მუშაობის დრო, რადგან დიდი OLED-ეკრანი ბევრ ენერგიას მოითხოვს. სიკაშკაშის დონის შესაბამისად ყოველდღიური გამოყენებისას 4-7 საათზე მეტ სამუშაო დროს არ უნდა ველოდოთ. და ბოლოს - მაღალი ფასი 3700 ევრო. რეალურად რამდენად კარგი მოდელია Zenbook 17 Fold - ცნობილი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისი ნამდვილი კონკურენტები გამოჩნდებიან. უკვე გამოვიდა Lenovo ThinkPad X1 Fold - ეს არის 16-დუიმიანი დისპლეის მქონე დასაკეცი ლეპტოპი. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.