Jump to content

Bitcoin-ის ენერგომოხმარება წლის განმავლობაში 41%-ით გაიზარდა


Recommended Posts

image.png

2022 წლის მესამე კვარტალში პირველი კრიპტოვალუტის ქსელის ჰეშრეითი წინა წელთან შედარებით 73%-ით გაიზარდა. Bitcoin Mining Council-ის (BMC) ანგარიშის მიხედვით ენერგიის მოხმარება გაიზარდა მხოლოდ 41%-ით.

BMC შეიქმნა 2021 წლის მაისში MicroStrategy-ის იმდროინდელ აღმასრულებელ დირექტორ მაიკლ სეილორის ინიციატივით ილონ მასკთან შეხვედრის შემდეგ. ორგანიზაციის დამფუძნებლები ასევე იყვნენ მაინინგ კომპანიები Argo Blockchain, Hive Blockchain, Hut 8, Riot Blockchain, Marathon Digital Holdings, Core Scientific და Mike Novogratz-ის კრიპტობანკი Galaxy Digital.

ანგარიშის მიხედვით BMC-ის წევრებზე Bitcoin-ის გამოთვლითი სიმძლავრის 45.4% მოდის. მაჩვენებელში მწვანე ენერგიის წილი 67.9%-ია.

ამ მონაცემებზე დაყრდნობით ორგანიზაციამ ივარაუდა, რომ მთლიან ჰეშრეითში მწვანე ენერგია გენერაციის 59.4%-ს იკავებს, რაც დაახლოებით 3%-ით მეტია, ვიდრე ერთი წლის წინ.

მაინინგის ეფექტურობა ამ პერიოდში გაიზარდა 23%-ით - 17.7 EH/GW-დან 21.7 EH/GW-მდე.

„ქსელი 73%-ით უფრო უსაფრთხოა გასულ წელთან შედარებით, მოიხმარს მხოლოდ 41%-ით მეტ ენერგიას და ამჟამად უზრუნველყოფს ჰეშრეითის სიმძლავრის 99%-ს“, - წერს სეილორი.

მეორე კვარტლის ანგარიშში ორგანიზაცია აცხადებს, რომ მაინინგის ენერგოეფექტურობა 46%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის მკვლევარებმა გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით Bitcoin-ს "ციფრული ნავთობი" უწოდეს.

ევროპის კომისიამ განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უნდა მოემზადონ Proof-of-Work ალგორითმზე კრიპტოვალუტების მაინინგის შეჩერებისთვის, „თუ აუციელებლი გახდება ელექტრო სისტემებში დატვირთის შემცირება“.

https://tinyurl.com/y45988vy

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.