Jump to content

iPhone 14 სერიის სმარტფონებმა უკან ჩამოიტოვეს კონკურენტი Samsung და Google ბატარეის მუშაობის დროით - საუკეთესო აღმოჩნდა iPhone 14 Pro Max


Magdalena

Recommended Posts

სმარტფონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი მისი ავტონომიური მუშაობის დროა და მწარმოებელი კომპანიის მიერ გამოცხადებული მაჩვენებელი ხშირად არ შეესაბამება რეალობას. რესურს Tom’s Guide-მა ჩაატარა ტესტირება, რომლის ფარგლებში მოხდა Apple-ის ოთხივე ახალი სმარტფონის მუშაობის ხანგრძლივობის შედარება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: yahoo.com 

მობილური მოწყობილობების ავტონომიური მუშაობის დროის ტესტირებისთვის ბევრი სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ზემოთხსენებულ შემთხვევაში სმარტფონები გამოყენებულ იქნა 5G ქსელში ვებ-სეფინგისთვის, ყველა სმარტფონის ეკრანის სიკაშკაშე კი წინასწარ დაყენდა 150 კმ/²-ზე. Apple არ მიუთითებს iPhone 14-ის ბატარეის მოცულობაზე, თუმცა ეს მონაცემები მიღებულ იქნა სმარტფონების დაშლისა და მათი დოკუმენტაციის შესწავლის დროს. 

image.jpeg 

iPhone 14-ის სტანდარტული ვერსია ტესტირებას საკმაოდ კარგად გაუმკლავდა, თუმცა საბოლოოდ დამუხტვის გარეშე იმუშავა არც ისე შთამბეჭდავი 9 საათი და 28 წუთი. 6.1-დუიმიან საბაზისო მოდელს აქვს 3279 მა/სთ მოცულობის ბატარეა. საინტერესოა ის, რომ iPhone 14-მა ტესტირებისას უფრო დიდხანს გაძლო, ვიდრე 3700 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22-მა - მისი მუშაობის ხანგრძლივობა იყო 8 საათი და 2 წუთი. კიდევ უფრო ცუდად წარმოაჩინა თავი Google Pixel 7-მა, რომელსაც აქვს 4355 მა/სთ მოცულობის ბატარეა და იმუშავა მხოლოდ 7 საათი და 14 წუთი. 

image.jpeg 

უფრო საინტერესო შედეგი დააფიქსირა iPhone 14 Plus-მა. მოწყობილობას აქვს 4325 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რამაც მას საშუალება მისცა 5G ქსელში 11 საათი და 57 წუთი ემუშავა. შედეგად ეს სმარტფონი გამოდის საუკეთესო ვარიანტი მათთვის, ვისაც სურს დიდი ეკრანის მქონე მოწყობილობა კარგი ავტონომიურობით. აღსანიშნავია, რომ iPhone 14 Plus მნიშვნელოვნად იტოვებს უკან 4500 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22 Plus-ს, რომელმაც ტესტში 10 საათი და 26 წუთი გაძლო. ამავე დროს Pixel 7 Pro-მ 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეით ხუთ ტესტში საშუალოდ 7 საათი და 54 წუთი დააფიქსირა. 

image.jpeg 

3200 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე უფრო მოწინავე ვერსია iPhone 14 Pro განიმუხტა 10 საათსა და 13 წუთში. სტანდარტულ iPhone 14-თან შედარებით დიდხანს ფუნქციონირება Pro-ვერსიამ შეძლო ახალ A16 Bionic პროცესორია და 1-დან 120 ჰერცამდე კადრის განახლების სიხშირის წყალობით. iPhone 14-ს ეკრანი მუდმივად 60 ჰერცზე მუშაობდა, ასე რომ ოდნავ უფრო დიდი ბატარეაც კი არ მისცემს საშუალებას მას უფრო დიდხანს გაძლოს, ვიდრე iPhone 14 Pro-მ. 

image.jpeg 

iPhone 14 Pro Max, როგორც ფლაგმანურ მოდელს შეეფერება, Apple-ის ყველაზე ავტონომიური სმარტფონია მიმდინარე წელს. მას აქვს 4323 მა/სთ მოცულობის ბატარეა, რომელიც სმარტფონს 13 საათი და 39 წუთი მუშაობის საშუალებას აძლევს. 5000 მა/სთ მოცულობის ბატარეის მქონე Samsung Galaxy S22 Ultra-ს მაჩვენებელი აღმოჩნდა 10 საათი და 18 წუთი.  

ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია სმარტფონის ავტონომიური მუშაობის დრო, ყველაზე შესაფერისი ვარიანტებია iPhone 14 Plus და iPhone 14 Pro Max. აღსანიშნავია ისიც, რომ ფლაგმანური iPhone 14 Pro Max ავტონომიურობის მხრივ საგრძნობლად უსწრებს კონკურენტებს, როგორებიცაა Samsung-ისა და Google-ის ამჟამინდელი ფლაგმანები. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.