Jump to content

Apple-ის პირველი, დრეკადი დისპლეის მქონე მოწყობილობა იქნება iPad და არა iPhone


Magdalena

Recommended Posts

ბევრი ანალიტიკოსი ამ დრომდე თვლიდა, რომ Apple დიდხანს ვერ დააიგნორებდა დრეკადი დისპლეის მქონე სმარტფონების გამოშვების ტენდენციას. მათი აზრით რამდენიმე წელში იგი წარადგენდა ტრანსფორმირებადი კორპუსის მქონე iPhone-ს. CCS Insight-ის ექსპერტები კი დარწმუნებულნი არიან, რომ ამ მიმართულებით კომპანია პირველ ნაბიჯს iPad-ისკენ გადადგავს და გამოუშვებს კეცვადი ეკრანის მქონე პლანშეტს 2024 წელს. მიღებული გამოცდილება კომპანიას ხელს შეუწყობს სამომავლოდ აწარმოოს დრეკადი დისპლეის მქონე iPhone. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Apple 

CCS Insight-ის ექსპერტების აზრით, რომელთა კომენტარებს ეყრდნობა CNBC, Apple-სთვის განსაკუთრებული აზრი არ აქვს დრეკადი დისპლეის მქონე iPhone-ის წარდგენას მომავალ წელს. ამგვარი მოწყობილობის ანონსი მეტისმეტად ბევრი რისკის მატარებელია ამჟამინდელ ვითარებაში. პირველ რიგში, ასეთი მოდელი iPhone-ების აქტუალურ მოდელებზე ძვირი იქნება - ფასი ფაქტობრივად მიუახლოვდება 2500 აშშ დოლარს, რათა არ ავნოს ტრადიციული კონსტრუქციის სმარტფონების გაყიდვებს, რომელთაგან iPhone 14 Pro Max-ის ფასი 1599 აშშ დოლარს შეადგენს. 

მეორე, თუ Apple-ს შეექმნა ტექნიკური სირთულეები მოქნილი დისპლეის მქონე iPhone-ის შემუშავებისას, ეს მნიშვნელოვნად დააზარალებს კომპანიის იმიჯს. ასევე, Apple ვერ დააიგნორებს დრეკადი ეკრანების გამოყენებაზე გადასვლის ტენდენციას, ამიტომ უფრო უსაფრთხო ვარიანტია პლანშეტის გამოშვება. ეს მიდგომა ინტერესს გააღვიძებს პლანშეტებისადმი. Display Supply Chain-ის ადრეულ პროგნოზებში ნახსენები იყო iPhone-ის შესაძლო გადასვლა დრეკად დისპლეიზე არაუადრეს 2025 წლისა, თუმცა პარალელურად ხაზგასმული იყო Apple-ის ინტერესი დაახლოებით 20 დუიმი დიაგონალის მქონე მოწყობილობების მიმართ. თეორიულად, კომპანიას შეუძლია დრეკადი დისპლეები ლეპტოპების სეგმენტში გამოიყენოს. 

CCS Insight ასევე პროგნოზირებს, რომ Apple გაუმკლავდება მოდემის ინტეგრაციას iPhone-ის პროცესორებში 2025 წლისთვის და ამ სერიის მოწყობილობებს 5G ქსელის მხარდაჭერით უზრუნველყოფს. ჯერ კიდევ 2019 წელს Apple-მა Intel-ისგან შეიძინა მობილური მოდემის განვითარების ბიზნესი, მაგრამ ჯერჯერობით შესაბამისი სპეციალისტების შრომის ნაყოფი კომპანიის პროდუქტებში არ მატერიალიზებულა. ექსპერტების პროგნოზით Apple-ის სამომავლო სმარტფონები კვლავ Qualcomm-ის მოდემებზე იქნება დამყარებული. Apple-ის ურთიერთობას ამ უკანასკნელთან არ შეიძლება ეწოდოს დალაგებული და კუპერტინოში არსებული კომპანიის აზრით ვერტიკალური ინტეგრაცია შესაძლებელს ხდის ხარჯების ოპტიმიზაციას, ამიტომ Apple-ის საკუთარი მოდემის გარდაუვალი გამოჩენის საკითხი, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დგას. CCS Insight-ის პროგნოზებზე დაყრდნობით კომპანიას iPhone-ების საკუთარ პროცესორებში მოდემის ინტეგრირება შეეძლება  არაუადრეს 2025 წლისა. 

Link to comment
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
Reply to this topic...

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.